სულ რაღაც 20 წუთის წინ ცნობილი პოლიტიკოსი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ სცემეს, ბოლოს სათესლე ჯირკვლები დააჭრეს
"გამარჯობა,
მე მისი აღმატებულება სკანდალი ვარ,
საშინელება, რომელმაც მოგიზიდე, რადგან შენი ყურადღების "ღირსი" მხოლოდ მე აღმოვჩნდი - ნეგატივი."
შენ მხოლოდ დამთრგუნველი მოვლენები გხიბლავს, რაკი ამ საშინელი სათაურის მქონე სტატია გახსენი...
რა თქმა უნდა, მსოფლიოში მხოლოდ ცუდი ამბები არ ხდება.
მაგრამ შენ მე გაინტერესებ, რადგან საშინელებების, სკანდალების, კატასტროფების შესახებ ინფორმაცია შეიძლება უფრო დამაჯერებელი იყოს, ვიდრე უკეთესობისკენ ნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. მეორეს მხრივ, კორუმპირებული პოლიტიკოსების მხილება ან ტრაგიკული მოვლენების აღწერა მარტივი და გასაგებია შენი აღქმისთვის.
ზუსტად შენ - მკითხველი ურჩევ ჟურნალისტებს, ყურადღება გაამახვილონ ცუდ ამბებზე. არადა, სულ კი წუწუნებ, რომ ნეგატივისგან დაიღალე და გირჩევნია რაიმე კარგი მოისმინო, წაიკითხო...
ტყუი!
პრესაში საშინელი ამბები დომინირებს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ და შენნაირებს მოგწონთ მათი წაკითხვა.
არადა, შემოგხედე და პესიმისტიც არ ხარ, არც მანია გაქვს. პირიქით, ერთო ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის, ოპტიმისტი ადამიანი ხარ!
და მაშინ რა ხდება?
რატომ ეცი, გახსენი და წაიკითხე ასეთი საშინელი სათაურის ინფორმაცია, როცა მის გვერდით მშვენიერი ამბავი დევს, შემეცნებითიც, სასიხარულოც?
მარკ ტრასლერმა და სტიუარტ სოროკამ ჩაატარეს ექსპერიმენტი მაკგილის უნივერსიტეტში.
ექსპერიმენტში მკვლევარებმა გადაწყვიტეს, აერჩიათ სტრატეგია - მოტყუება.
მეცნიერებმა მოიწვიეს მოხალისეები თავიანთი უნივერსიტეტიდან, სავარაუდოდ ექსპერიმენტზე, რომელიც შეისწავლის თვალის მოძრაობებს.
მონაწილეებს თავდაპირველად სთხოვეს რამდენიმე მედია ინფორმაციის შერჩევა ახალი ამბების საიტიდან, რათა კამერას შეეძლებოდა თვალის ძირითადი მოძრაობების გაზომვა კითხვის დროს. სუბიექტებს განუმარტეს, რომ ექსპერიმენტისთვის საჭიროა აირჩიონ ნებისმიერი ტექსტი და მთავარია წაიკითხონ ის.
შემდეგ ეტაპზე ექსპერიმენტში მონაწილეებს მოკლე ვიდეოს ყურება სთხოვეს, რის მერეც მათ უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე, თუ რა ტიპის პოლიტიკური ამბების წაკითხვა მოწონთ.
ექსპერიმენტის შედეგები საკმაოდ პესიმისტურად გამოიყურებოდა. ყველაზე ხშირად სუბიექტები ირჩევდნენ სტატიებს უარყოფით თემებზე: კორუფცია, კრიზისი, მკვლელობა, ყაჩაღობა, წამება, გაუპატიურება. პოზიტიურ და თუნდაც ნეიტრალურ ამბებს მცირე ყურადღება ექცეოდა. მონაწილეები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ მიმდინარე ამბებითა და პოლიტიკით, განსაკუთრებით გამოხატავდნენ ცუდი ამბებისადმი ინტერესს.
შენ ამბობ, რომ გინდა გაიგონო და წაიკითხო კარგი ამბები, მაგრამ ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ადამიანების უმეტესობა უარყოფით ამბებს ამჯობინებს.
კითხვაზე, თუ რა სიახლეების წაკითხვას ისურვებდნენ, გამოკითხულთა უმრავლესობამ დამაჯერებლად უპასუხა - კარგი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მედია ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ნეგატიურ ამბებს.
მკვლევარებმა წარმოადგინეს თავიანთი გამოცდილება, როგორც მყარი მტკიცებულება ე.წ. "უარყოფითი ეფექტის" შესახებ. ამ ტერმინს ფსიქოლოგები იყენებენ ცუდი ამბების მოსმენისა და დამახსოვრების სურვილის აღსაწერად.
ეს არ ეწინააღმდეგება ამ თეორიას, რომ ადამიანები უფრო სწრაფად რეაგირებენ უარყოფითი მნიშვნელობის მქონე სიტყვებზე. ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში მონაწილეთა თვალები ციმციმებს სიტყვების წაკითხვისას - კიბო, ბომბი ან ომი. ამასთან ისინი უფრო სწრაფად აჭერენ ასეთ ღილაკებს ხელს, ვიდრე ისეთი სიტყვების წაკითხვისას, როგორიცაა ბავშვი, ღიმილი, წინსვლა ან სიხარული.
შენ უარყოფით სიტყვებს უფრო სწრაფად სწავლობ, ვიდრე პოზიტიურს.
ცუდი ამბავი იპყრობს შენს ყურადღებას, რადგან შენ სამყაროს უფრო ოპტიმისტურად აღიქვამ, ვიდრე სინამდვილეშია.
შენ ჩვეულებრივ ფიქრობ, რომ შენ სხვებზე უკეთესი ხარ. და ასევე გჯერა, რომ საბოლოოდ კარგად იქნები.
სამყაროს ეს ოპტიმისტური ხედვა ცუდ ამბებს უფრო ხილულსა და შთამბეჭდავს ხდის. ამის შემდეგ, მუქი ლაქები უკეთესად ჩანს ღია ფონზე.
თუმცა ცუდ ამბებზე შენს დამოკიდებულებას რეალურად უფრო რთული ახსნა აქვს, ვიდრე ჟურნალისტების ცინიზმი ან კოშმარის ნახვის ქვეცნობიერი სურვილია.
მეორე დღეს, ცუდი ამბებით სავსე შენი რწმენა კაცობრიობის მიმართ ცოტათი უფრო გამყარდება.
სწორედ შენ გამო ფიქრობენ ჟურნალისტები, რომ ხალხს არ სჭირდება კარგი ამბები, რადგან ისინი ამდენ ყურადღებას არ იპყრობენ.
ნეგატიური შინაარსის მქონე ამბები ხდება დისკუსიის საგანი, რომელიც ადამიანებში მრავალფეროვან ემოციებს იწვევს: თანაგრძნობიდან დაწყებული ცხოველური სიძულვილით და შეურაცხყოფით. და ეს ყველაფერი წარმოადგენს მედიის მაღარი რეიტინგის საფუძველს!
დადებ საზიზღრობას, მოგესევიან. მოგესევინა მკითხველები და ჰონორარი იზრდება.
შენ მხოლოდ გეჩვენება, რომ დაიღალე უარყოფითი ამბებით ... უკვე ნარკომანივით ხარ!
ქვეცნობიერის დონეზე ჩამოგიყალიბდა უარყოფითი ინფორმაციზე ასეთი მიჯაჭვულობა.
ცუდი ამბავი ყოველთვის რჩება მედიის ტენდენციად!
აუდიტორიას სამი თემა იზიდავს: შიში, სიკვდილი, სექსი.
ფსიქოლოგების აზრით, ცუდ ამბებზე შენი დამოკიდებულება ადრენალინის ნაკლებობასაც უკავშირდება. სხეულს ეს სჭირდება შიდა ჰორმონალური ბალანსის უზრუნველსაყოფად - ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ გარშემო ცხოვრება ძალიან მშვიდია.
ამიტომ ადამიანი ნეგატიურ ამბებში ეძებს ჰორმონს. ადრენალინისადმი ლტოლვა ძალიან ძლიერია. როდესაც სხეული უკვე "დამოკიდებულებულია" ჰორმონზე, მას იგი ისევ და ისევ სჭირდება.
და ნუღა წუწუნებ, რომ მხოლოდ ცუდი ამბები გესმის!
ახალი ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ძირითადი საჭიროებებისთვის საფრთხეს შეიცავს, უფრო ნათლად აღიქმება, ამიტომ ადამიანი მასზე უფრო მეტ რეაგირებას ახდენს.
მაიკლ ჯ. რობინსონმა 2007 წელს Pew Research Center- ისთვის შეაჯამა 150-ზე მეტი ახალი ამბის კვლევა და გაარკვია, რომ ამერიკელები ისევე აქტიურად კითხულობდნენ ახალ ამბებს ტერორიზმისა და ომის შესახებ, როგორც 20 წლის წინ. ჯანმრთელობის სიახლეები და გასართობი შინაარსის ინფორმაცია უფრო მეტი იყო სიაში, მაგრამ კლასიკური "ცუდი" ამბები პირველ ადგილებს იკავებდა. გამოდის, რომ შენ გჭირდებოდა, გჭირდება და დაგჭირდება უარყოფითი ინფორმაციის წაკითხვა.
მაგრამ ეს სიახლე უარყოფითად მოქმედებს შენზე!
- ნეგატივის გავლენის ხარისხი ადამიანზე დამოკიდებულია მის შინაგან მდგომარეობაზე, თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის დონეზე
ნეგატიური შინაარსის ინფორმაციის კითხვის დროს, უმეტეს შემთხვევაში, შიში ჩნდება და, ფსიქოლოგების აზრით, ”თუ შიში ზედმეტი გახდება და ის ადამიანს გადაავსებს, შეიძლება სხეულთან დისოციაცია მოხდეს”.
შიში შეიძლება იყოს აშკარა, შეგნებული და ქვეცნობიერი, რომელსაც თან ახლავს პანიკის შეტევები და მუდმივი შფოთვითი მდგომარეობა. ნეგატიურ ინფორმაციას შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ადამიანის ცხოვრების წესი, არამედ გავლენა მოახდინოს მის მსოფლმხედველობაზე, ცხოვრებისეულ მდგომარეობაზე.
ამდენი ნეგატივის კითხვით შენ მუდმივად სტრესში ხარ!
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სტრესი კარგია ადამიანისთვის. ეს ეხმარება სიახლეებთან ადაპტაციასა და მახვილი გონებით ვითარების შეფასებაში. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ.
სტრესი, როგორც წამალი, სასარგებლოა მცირე დოზებში!
ხოლო წამალი საწამლავად იქცევა დოზის გადაჭარბებისას!
თუმცა შეიძლება სტრესსაც მიეჩვიო. როდესაც ადამიანი განმეორებით განიცდის სტრესს, მას შეუძლია ფსიქიკის ტრავმირება, ტვინის მუშაობის შეცვლა. სტრესული სიტუაციების დროს თავის ტვინში ქიმიური პროცესები თანდათან ქმნის ამ მდგომარეობაზე დამოკიდებულებას.
ნამდვილად გინდა თავი დაიცვა უარყოფითი ინფორმაციისგან?
• შეამცირე ტექსტების კითხვა, სადაც იძებნება "დამნაშავე"
• ჩართე შინაარსის ფილტრი
• თუ ინფორმაცია მართლაც მნიშვნელოვანია, გადაამოწმე იგი რამდენიმე წყაროში
• გამოყავი სპეციალური დრო სიახლეების წასაკითხად; სასურველია, რომ ეს მხოლოდ დღეში ერთხელ გააკეთო
• მიიღე ახალი პოზიტიური ემოციები. გაიცანი საინტერესო ადამიანები, გააკეთე ის, რისი გაკეთების დრო არ გქონდა: წიგნის კითხვა, თანამედროვე ხელოვნების შესწავლა და ა.შ.
• ესაუბრე ახლობლებს.
• უყურე კომედიურ ფილმებს
• დაიტვირთე ფიზიკურად, იარეთ სპორტდარბაზში, დაიწყეთ სირბილი დილით ან უბრალოდ ჩართეთ მუსიკა სახლში და იცეკვე
• თუ ვერ აკონტროლებ შენს ლტოლვას ნეგატიური ინფაორმაცებისაკენ, ნუ მოგერიდება ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქოლოგთან მისვლა.