x
image
ლანა92
10 ცნობილი ილუზიონისტი, რომელიც მაგიური ტრიუკის შესრულებამ იმსხვერპლა



image




მაგიური ტრიუკები მეტად საინტერესო სანახაობაა, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან საშიშია ილუზიონისტების სიცოცხლისათვის. სტატიაში წარმოგიდგენთ ილუზიონისტებს, რომლებიც მაგიური ტრიუკის შესრულებისას დაიღუპნენ:

1. ზიგმუნდ ნოიბერგერი

ზიგმუნდ ნოიბერგერი გერმანიაში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ილუზიონისტი, მაგი იყო. კარიერა 1909 წელს დაიწყო და ორ წელიწადში გახდა თავისი დროის ყველაზე ცნობილი ჯადოქარი.

ზიგმუნდ ნოიბერგერი დაიღუპა 1911 წელს ხანძრის შედეგად, როცა იგი ასრულებდა თავის საფირმო ცეცხლის ტრიუკს. იგი ვერ გამოვიდა ცეცხლმოკიდებული შენობიდან, რამდენადაც ბრძანა დამატებითი, გვერდითა გასასვლელების ჩაკეტვა, რათა შოუს ბილეთის შეძენის გარეშე არავინ დასწრებოდა.

2.უილიამ ელსვორტ რობინსონი

უილიამ რობინსონი ჩინელია, თუმცა ილუზიონისტის კარიერის შესაქმნელად წავიდა აშშ-ში. იგი დიაღუპა 1918 წელს ლონდონში, როცა ტყვიების დაჭერის ტრიუკს ასრულებდა. მან ვერ აიცდინა საკუთარი პისტოლეტიდან გასროლილი ტყვია და ადგილზე დაიღუპა.

3.ჟოზეფ ბერუსი

32 წლის ასაკში ბერუსი დაიღუპა უბედური შემთხვევის გამო, როცა ცდილობდა მოეხსნა დიდი ჰუდინის რეკორდი. მას დაადეს ხელბორიკილები და 2.5 მეტრი სიღრმის საფლავში ჩაუშვეს. იგი ცოცხლად დაიმარხა, უფრო სწორად, ჩაიმარხა ცემენტის ღრმა ფენაში 1992 წელს.

image

4.ჯეფ რეიბერნ ჰუპერი

image

1984 წელს 24 წლის ილუზიონისტი, ჰუპერი დაიღუპა მაშინ, როცა იგი ცდილობდა ხელნაკეთი ბორკილებით ტბის ფსკერიდან თავდაღწევას, მაგიური ტრიუკის შესრულებას. სანამ იგი წარუმატებლად ასრულებდა ამ ტრიუკს, არავინ მივიდა საშველად, არავინ გადაარჩინა, რამდენადაც ყველა ფიქრობდა, რომ ჯერ კიდევ შოუს უყურებდნენ. სამწუხაროდ, ჯეფი ღრმა ტბაში დაიხრჩო.






5. როიდენ ჯოზეფ ჟილბერი რეზონ დე ლა ჰენესტა

როიდენ ჟოზეფი გასული საუკუნის 20-იანი წლების ცნობილი ამერიკელი ჯადოქარია. იგი დაიღუპა 1930 წელს, როცა თავის საფირმო ტრიუკს ასრულებდა - ცდილობდა, გამოსულიყო წყლის კასრებიდან, რომელშიც იმყოფებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.





6.ჯანაკა ბასნაიაკე



image



ჯანაკა ბასნაიაკე შრი-ლანკელი იყო, თუმცა ილუზიონისტის საქმიანობას ეწეოდა აშშ-ში 2010 წელს. 2 წლის მერე, 2012 წელს ის დაიმარხა ცოცხლად თავის ოჯახის წევრებთან ერთად ჯადოქრული ტრიუკის " ცოცხლად დამარხული" შესრულებისას. 7, 5 საათის განმავლობაში ახალგაზრდა იყო მიწის ქვეშ, როცა ამოთხარეს, უკვე აღარ სუნთქავდა.

7.დოქტორი ვივიან ჰენსლი

ექიმი ვივიან ჰენსლი იყო მოყვარული ილუზიონისტი, რომელიც იმსხვერპლა ბასრმა, მჭრელმა საგანმა. კერძოდ, მისი ტრიუკები ითვალისწინებდა ბასრი პირის მქონე საგნების ჩაყლაპვას. ავსტრალიელი ილუზიონისტი დაიღუპა, როცა ძალიან მჭრელი დანის გადაყლაპვას ცდილობდა. დანამ ენა და ყელი გაუჭრა, ჰენსლს დაეწყო ძლიერი სისხლდენა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

8.ბენჯამინ რაკერი

სამხრეთაფრიკელი ბენჯამინ რაკერი 1934 წელს, სცენაზე, ტრიუკის შესრულებისას გარდაიცვალა, თუმცა ბუნებრივი მიზეზით - მოულოდნელი ინფარქტის გამო. იგი ძალიან მარტივ ტრიუკს ასრულებდა. როცა ინფარქტისაგან დაეცა, არავინ მივიდა საშველად, რადგან ეგონათ, რომ ესეც ნომრის, ილეთის ნაწილი იყო.

9.მადამ დელინსკი

image

პისტოლეტის ილეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ილუზიონისტთა საქმიანობაში, როცა ისინი იჭერენ ტყვიებს სხეულით, ან ხელით. 1820 წელს ეს სცადა მადამ დელინსკიმ გერმანიაში, არნშტადტში, მეუღლესთან ერთად. ჯარისკაცებს ფუჭი ტყვიები უნდა გაესროლათ, მაგრამ ერთ-ერთ ჯარისკაცს დაავიწყდა ტყვიების შეცვლა და დელინსკს ნამდვილი ტყვია ესროლა.

10.ჩარლზ როუენი

სამხრეთაფრიკელი მხატვარი და ილუზიონისტი, ჩარლზ როუენი დაიღუპა 1930 წელს, როცა ილეთის ფარგლებში, თავი უნდა გაეთავისუფლებინა პერანგისაგან და აეცილებინა მოპირდაპირე მხრიდან 70 კმ/სთ. სიჩქარით მომავალი მანქანის დარტყმა. ჩარლზს მხოლოდ 10 წამი ჰქონდა ილეთის დასასრულებლად, მაგრამ ვერ მოასწრო და მანქანამ დაარტყა.


0
298
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0