სიახლეები უპრეცედენტო ვაქცინაცია მსოფლიო ისტორიაში-დღეში 6,5 მილიონი აცრა 2021, 20 თებერვალი, 11:41 მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. Bloomberg- ის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, 87 ქვეყანაში 199 მილიონზე მეტი დოზაა ათვისებული. უკანასკნელი მონაცემებით ეს არის დაახლოებით 6, 50 მილიონი დოზა დღეში. ამჟამად ამერიკაში აცრილებმა( მინიმუმ ერთი დოზა)გადააჭარბეს იმათ, ვინც პანდემიის დაწყების შემდეგ ვირუსით დაინფიცირდა. დღეისათვის 60, 5 მილიონი დოზაა გაკეთებული, შტატებში არსებული შეფასების თანახმად. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ 1, 49 მილიონი ადამიანი იცრება. ამ ტემპით, დაახლოებით 9 თვე დასჭირდება, რათა აშშ-ს მოსახლეობის 75% აიცრას ორივე დოზა ვაქცინით. აშშ-ში ორი ვაქცინას იყენებენ, ესაა Pfizer- BioNTech -ის და Moderna ვაქცინა, რომელთა განაწილებას აკონტროლებს ფედერალური მთავრობა. ორივე ვაქცინას სჭირდება ორი დოზა, რამდენიმე კვირის ინტერვალით. დღეისათვის 42, 3 მილიონმა ადამიანმა მიიღო მინიმუმ ერთი დოზა. მინიმუმ 17, 6 მილიონი ადამიანმა მიიღო ვაქცინის ორივე დოზა, რომელთა უმტესობა 65 წელს გადაცდენილი ადამიანები და 16 წლის ზემოთ ასაკის ქრონიკული ავადმყოფები არიან. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს:Pfizer-BioNTech, Moderna -ს და AstraZeneca ვაქცინა ახლა დამტკიცებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და შუა აღმოსავლეთში. ვაქცინაცია ამჟამად მინიმუმ 87 ქვეყანაში მიმდინაროებს. საკუთარი ვაქცინებს იყენებს რუსეთი და ჩინეთი, რომლის რაოდენობა რამდენიმე მილიონს აჭარბებს.დღეისთვის 199 მილიონზე მეტი დოზა ადმინისტრირებულია 87 ქვეყანაში. გლობალურად, ეს ვაქცინაციის საგანგაშო მაჩვენებელია. დღეისათვის დღეში საშუალოდ 6, 50 მილიონი აცრაა დაფიქსირებული. ამ ტემპით, გლობალური იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დონის მიღწევას წლები დასჭირდება. თუმცა , ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება და თან შეიძლება მალე გამოჩნდეს სხვა მწარმოებლების ახალი ვაქცინები. ვაქცინაციის უახლესი მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 6, 502, 853 დოზას შეადგენს. ამ მაჩვენებლით, სავარაუდოდ, 4.8 წელი დასჭირდება, რათა მსოფლიოს მოსახლეობის 75% -ს მიიღოს ორივე დოზა ვაქცინა, რათა დასრულდეს პანდემია მსოფლიოში. ასევე დაგაინტერესებთამერიკა არ მიაწვდის სხვა ქვეყნებს, მათ შორის ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, იმ დრომდე სანამ ამერიკელების უმეტესობა არ აიცრება, ამის შესახებ წერს გამოცემა Politico, აშშ-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ეს ამბავი G7-ის სამიტის წინ გახმოვანდა, სადაც ჯო ბა... ქალაქ სიეტლში(შტატი ვაშინგტონი, აშშ) მცხოვრები 90 წლის ფრენ გოლდმანი ( Fran Goldman) დიდთოვლობას არ შეუშინდა და კორონავირუსის საწინააღმდეგო დაგეგმილ აცრა არ გააცდინა და კლინიკაში მისასვლელად თითქმის 10 კილომეტრი ფეხით გაიარა. ამის შესახებ Seattle Times-ი წერს. როგორც ქალმა ჟურნალისტებს განუმარტა, ის აცრის გა... ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა გამალეის კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული რუსული Sputnik V ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების მესამე ფაზის შედეგები. წინასწარი მონაცემებით, SARS-CoV-2 კორონავირუსით ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობამ შეადგინა 91, 6%. მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ვაქცინამ ... 52 4-ს მოსწონს
|