სხვა შემზარავი ისტორიები დედამიწაზე ყველაზე საშიში ადგილიდან, ქეიმადა-გრანდიდან 2021, 19 თებერვალი, 20:23
ბრაზილიის სანაპიროებთან, სან-პაულოს ცენტრიდან 150 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს კუნძული, სახელწოდებით "ილჰა დე ქეიმადა გრანდი", იგივე "გველების კუნძული". კუნძულს ადამიანები არ ეკარებიან და ამის საკმაოდ სერიოზული მიზეზი არსებობს. მკვლევართა თანახმად, აქ ყოველ კვადრატულ მეტრზე ერთიდან ხუთამდე გველი სახლობს. გველები ნადირობენ გადამფრენ ფრინველებზე, რომელიც კუნძულზე უხვადაა. "ერთიდან ხუთამდე გველი 1 კვადრატულ მეტრზე" არ ისე საშიში იქნებოდა, თუ ისინი იქნებოდა 5 სმ.-ის და არ იქნებოდა შხამიანი. ქეიმადა-გრანდზე სახლობს გველის უნიკალური სახეობა - ოქროსფერი ლანსჰელდი, რომელზეც მოდის ბრაზილიაში გველის ნაკბენით გარდაცვალების შემთხვევათა 90 %. ოქროსფერი ლანცეტები, რომლებიც ბინადრობენ "გველების კუნძულზე", სიგრძეში ნახევარ მეტრზე მეტს იზრდებიან და აქვთ ძლიერმოქმედი შხამი. იგი სწრაფად წვავს კანს ნაკბენის გარშემო. ოქროსფერი ლანცეტები იმდენად საშიშია, რომ ზოგი მეცნიერების წარმომადგენლების გარდა, ბრაზილიიის ფლოტმა აკრძალა კუნძულზე ვინმეს შესვლა. ქეიმადა გრანდას მახლობლად მდებარე სანაპირო ქალაქებში მცხოვრებნი მრავალ შემზარავ ამბავს ჰყვებიან "გველების კუნძულზე" გარდაცვალების შემთხვევების გამო. ერთ-ერთი ასეთი ისტორია: მეთევზე შემთხვევით აღმოჩნდება კუნძულზე, რათა შეაგროვოს ბანანები. ბუნებრივია, გველებმა დაკბინეს იგი. მეთევზემ მოახერხა თავის ნავში დაბრუნება, თუმცა საბრალო ვერ გადარჩა. რამდენიმე ხნის მერე მისი ცხედარი იპოვეს ნავის გემბანზე, სისხლის დიდ გუბეში. კიდევ ერთი ისტორია შუქურას ბოლო ოპერატორისა და მისი ოჯახის შესახებ: ღამით გველების ჯარი შეიპარა ღია ფანჯარაში და თავს დაესხა მათ. ვერავინ უშველა დაზარალებულებს. ამის მერე ვერავინ გაბედა "გველების კუნძულზე" შუქურას ოპერატორად მუშაობის დაწყება. შუქურა დღემდე ავტომატურად დგას და მუშაობს "გველების კუნძულზე", მხოლოდ ყოველწლიურ ტექნიკურ ზედამხედველობას მოითხოვს. ყოველ წელს ბრაზილიურ ფლოტს უწევს კუნძულზე მისვლა შუქურას ნათურისა და ელემენტების გამოსაცვლელად. მარსელო დუარტე ის ბიოლოგია, რომელიც "გველების კუნძულზე" 20-ზე მეტჯერ ნამყოფია. მისი თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლების მონათხრობი, რომ თითქოს კუნძულის 1 კვ. მეტრზე 1-დან 5-მდე გველი ბინადრობს, გაზვიადებულია. უნდა ვიფიქროთ, რომ 1 კვადრატულ მეტრზე 1 გველი მოდის. ახლანდელ დროში კუნძულზე მოხვედრა მოითხოვს სპეციალურ ნებართვას ბრაზილიის სამხედრო-საზღვაო ფლოტისაგან. ყველაზე გამბედავ ტურისტებს შეუძლიათ პერუიბედან (სან-პაულოს ცენტრიდან 1.5-2.5 საათის სავალზე) მოხვდნენ იქ ნავით, თუმცა ასე მოქცევა სახიფათოა და უკანონოც. 305 2-ს მოსწონს
|