x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დიდთოვლობის გამო 90 წლის ქალმა 10 კილომეტრი ფეხით იარა,რომ ვაქცინა გაეკეთებინა
image

ქალაქ სიეტლში(შტატი ვაშინგტონი, აშშ) მცხოვრები 90 წლის ფრენ გოლდმანი ( Fran Goldman) დიდთოვლობას არ შეუშინდა და ​კორონავირუსის საწინააღმდეგო დაგეგმილ აცრა არ გააცდინა და კლინიკაში მისასვლელად თითქმის 10 კილომეტრი ფეხით გაიარა. ამის შესახებ Seattle Times-ი წერს.



როგორც ქალმა ჟურნალისტებს განუმარტა, ის აცრის გასაკეთებლად სხვადასხვა კლინიკებში რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩაწერას. ყოველ დილით რეკავდა ვაშინგტონის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში და დახმარებას ითხოვდა.


როდესაც მან დანიშნულების მიღება მოახერხა სიეტლში დიდთოვლობა დაიწყო. გოლდმანმა იფიქრა, რომ ეს სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს, ამიტომ გადაწყვიტა გაერკვია შეძლებდა თუ არა დათქმულ დროს აცრის გასაკეთებლად ფეხით მისვლას. მან კლინიკამდე გზის ორი მესამედის გავლა შეძლო, დარწმუნდა რომ მიზანს მიაღწევდა და მეორე დღეს კლინიკისკენ თხილამურების ჯოხების დახმარებით გაემართა.



image
.

კვირას დილით 8 საათზე მან ჩაიცვა ფლისის სინთეტიკური შარვალი, ქურთუკი ელვა-შესაკრავით და მოკლე უსახელო პერანგი, რათა ექთანს გაადვილებოდა მის მკლავზე წვდომა. ჩაიცვა ჩექმები, აიღო თხილამურების ჯოხები და კლინიკისკენ გაუყვა: ”ეს იყო რთული გზა" - თქვა მან და დასძინა, რომ ტრასა გაიყინა და თოვლით დაიფარა.მიუხედავად ამისა კლინიკაში მხოლოდ 5-წუთიანი დაგვიანებით მივიდა და კორონავირუსზე აიცრა.

image

0
50
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0