x
image
ლანა92
არუბას კუნძული - სამოთხე დედამიწაზე

image




არუბას სანაპირო ცნობილია თავისი ორიგინალური გასართობებითა და ღირშესანიშნაობებით, თბილი და მზიანი ამინდებით. ეს დასასვენებელი ადგილი ძალიან პოპულარულია ტურისტებში. კუნძული განლაგებულია კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში.

არუბას კუნძული ცნობილია თეთრი ქვიშის პლიაჟებით, ლამაზი ლანდშაფტითა და თბილი ამინდით. ის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში შედის. ღამის ცხოვრებაც საოცარია არუბაზე, აქ ბევრი კაზინოა. კუნძული მდებარეობს ვენესუელიდან ჩრდილოეთით, 15 მილის დაშორებით.

არუბა ყოველწლიურად ივნისში მასპინძლობს ვინდსერფინგის ტურნირს. ეს კუნძული ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია ვინდსერფინგის მოყვარულთათვის.

კუნძულ არუბაზე მდებარეობს არიკოკის ეროვნული პარკი და ერთ-ერთი ცნობილი ადგილია ტურისტთა მრავალრიცხოვნებით. აქ უამრავი ლამაზი კლდეა და მდიდარი ცოცხალი ბუნება.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0