სხვა მეგობრის გლოვა - ეს საოცარი ისტორია დაგარწმუნებთ, რომ ფრინველებსაც აქვთ გრძნობები 2021, 12 თებერვალი, 20:16
ერთი მერცხალი დაბლა ფრენისას მანქანას შეეჩეხა და ფრთები დაიზიანა. ამიტომაც ძალიან ცუდად გახდა. იგი გაუნძრევლად იჯდა მიწაზე, რადგან აფრენა არ შეეძლო. მეორე მერცხალმა შენიშნა გაჭირვებაში მყოფი თანამოძმე და დაიწყო ავადმყოფ მეგობარზე ზრუნვა: მოჰქონდა საკვები. ერთხელაც ნახა, რომ დაზიანებული მერცხალი მიწაზე გართხმულიყო, თავი ასფალტზე ედო და არ ინძრეოდა. ანჯღრევდა და ამაოდ ცდილობდა მეგობრის გამოფხიზლებას, მერე შეშინებულმა საზარელი კივილი მორთო, რაც კამერით დააფიქსირა ფრანგმა ფოტოგრაფმა. მერცხალი დიდი ხანი იჯდა მობუზულად მეგობრის ცხედართან, თითქოს ემშვიდობებოდა.
მეგობრის უსიცოცხლო სხეულის წინ ატუზული მოწყენილი მერცხლის ფოტოები გავრცელდა თითქმის მთელ მსოფლიოში, ამერიკაში, ევროპაში აზიაში და მნახველებში უდიდესი თანაგრძნობა გამოიწვია.
ფრანგმა ფოტოგრაფმა მგლოვიარე მერცხლის სურათები ფრანგულ-ესპანურ გაზეთს მიჰყიდა. ამ ფოტოების დამსახურებით გამოცემამ დიდი ოდენობით გაყიდა ეგზემპლარები. ორი მერცხლის - დაღუპული და მგლოვიარე ორი მეგობრის ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოველებსა და ფრინველებსაც აქვთ გრძნობები.
წყარო: ქართველ ემიგრანტთა გაერთიანება 140 შეფასება არ არის
|