საქართველო რატომ არ უნდა იყოს ლიდერის დროშაზე გაკულტებული ლიდერის გამოსახულება 2021, 11 თებერვალი, 21:20 მხოლოდ გარდაცვლილი ლიდერები ინარჩუნებენ ავტორიტეტსა და მასების უსაზღვრო, მარადიულ აღტაცებას. ცოცხლებს ან უკიდურესად აქებენ ან უკიდურესად აძაგებენ, ან ფანობენ ან ეზიზღებათ. გარდაცვლილებისგან კი სამუდამო კულტს ქმნიან, ლამის ღმერთებად აქცევენ, ეთაყვანებიან. სწორედ ამიტომ არიან გარდაცვლილი ბელადები გაცილებით სახიფათონი: შეუძლებელია მათ ჩრდილში ხანგრძლივად შეინარჩუნო ავტორიტეტი ცოცხალმა ისევე, როგორც შეუძლებელია დაამსხვრიო მათზე ლეგენდა. ამიტომ, თუ გსურს იყო ლიდერი, შენს დროშაზე ავტორიტეტული მიცვალებული არ უნდა გამოსახო. 59 2-ს მოსწონს
|