სხვა ირმების პარკი - საოცარი ადგილი ცხოველების მოყვარულთათვის 2021, 10 თებერვალი, 23:46 ნარას პარკი ის ადგილია, სადაც თქვენ შეხვდებით ურიცხვ თეთრწინწკლებიან ირემს. ისინი სრულიად თავისუფლად დაბორიალობენ ისე, რომ ადამიანებს საერთოდ არ უფრთხიან. პარკში 1000-ზე მეტი ირემი ცხოვრობს. ისინი ყოველდღიურად სიხარულით იღებენ სტუმრებს. ტურისტებს შეუძლიათ, რომ ირმებს უყიდონ კრეკერები და გამოკვებონ ისინი. ესაა ერთ-ერთი ყველაზე სახალისო საქმიანობა ირმების პარკში. იაპონელები, განსაკუთრებით კი ნარაში მცხოვრებნი დიდი პატივისცემით პარკში მოსეირნე ექცევიან ირმებს. პატივისცემის ნიშნად თქვენც ირმებს უნდა გაუმასპინძლდეთ საკვებით მარჯვენა ხელის გამოყენებით. 22 შეფასება არ არის
|