საქართველო ისევ მისტირი შენი ღობის იქით არსებული სივრცის გადამჯეგავი ჩექმის იმპერიას 2021, 9 თებერვალი, 1:04
ჩემს ქუჩაში დღესაც დადის მარადიული პატარძალი, აფხაზეთის ომში რომ დაეკარგა საქმრო და დღემდე ელოდება.
ჩემს ქუჩაში დღესაც უფეხებოდ ცხოვრობს აფხაზეთის ომში დაინვალიდებული ჯარისკაცი.
ჩემს ქუჩაში დღესაც დადიან ლევან აბაშიძისა და დაღუპული ბიჭების აჩრდილები.
ჩემს ქუჩაში დღესაც ისმის მეზობლის სარკმლიდან აფხაზეთში ნაწამების დედის ჩუმი ქვითინი. ჩემს ქუჩაში დღესაც სტკივა მკერდი და ჩემს ქუჩაში დღესაც ეწვის ხელისგულები ქალს, რომელმაც ზურგჩანთიდან შვილი ძუძუს საწოვებლად გადმოიყვანა და... გაყინული ბავშვი... იქვე საკუთარი ხელით მოჩიჩქნილ ორმოს დაუტოვა... ჩემს ქუჩაში დღესაც ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ყველაფერი, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე შრომით შექმნეს, ერთ დღეში დაკარგეს! მე არ გამოვიცვლი ამ ქუჩას! მაგრამ შენ? შენ არ მოგიკლეს? შენ არ დაგიინვალიდეს? შენ არ დაგიკარგეს? შენ არ გიწამეს? შენ არ გამოგაბუნძულეს შენი და შენი წინაპრების ნაოფლარი კედელ-ჭერიდან? შენს ტყავზე არ გიწვნევია? ჰმ, კარგია, რომ შენი ღობის შიგნით არაფერი შეცვლილა და ისევ მისტირი ღობის გარეთ დარჩენილი სივრცის გადამჯეგავი ჩექმის იმპერიას! 203 2-ს მოსწონს
|