სხვა წარმოგიდგენთ მოცურავე გოჭების კუნძულს - საინტერესოა, როგორ აღმოჩნდნენ ისინი აქ? 2021, 8 თებერვალი, 21:05 ყველამ ვიცით, რომ ღორებს არ შეუძლიათ ფრენა, მაგრამ იცით თუ არა, რომ მათ შეუძლიათ ცურვა? ეს ღორის ყველა სახეობას როდი შეუძლია. თუ თქვენ გეგმავთ ბაჰამის კუნძულებზე მოგზაურობას, მაშინ ხშირად დაინახავთ მოცურავე ღორებს. კერძოდ, ისინი უხვად შეინიშნება ბაჰამის კუნძულების ულამაზეს რეგიონში, ექსუმასში, ღორების სანაპიროზე. ეს ღორები სულაც არ გამოირჩევიან მორცხვობით, სხვა ველურ არსებებსავით არ იმალებიან და ადვილია მათი შემჩნევა. გოჭები ბინადრობენ დიდი მაიორი ქეიზე, რომელიც ერთ-ერთია ექსუმასის 365 კუნძულს შორის. მაიორ ქეის სხვანაირად "ღორების კუნძულსაც" უწოდებენ ამის გამო. გოჭები ძალიან მეგობრულები არიან და ხშირად ისინი ბანაობენ ტურისტებთან ერთად, ნავების კიდეებთან. ტურისტები ღორებს უმასპინძლდებიან საკვებით.
ექსუმასი ბაჰამის ერთ-ერთი მინიატურული კუნძულია, გამოირჩევა თეთრქვიშიანი პლიაჟებით, კრისტალურად სუფთა წყლითა და ზღაპრული პეიზაჟებით. შესაძლებელია თუ არა ღორებთან ცურვა, ისე, როგორც დელფინებთან? დიახ, ბაჰამის კუნძულების გოჭები არიან ველურები, მაგრამ, ამასთანავე, მეგობრულებიც, მიჩვეული არიან ადამიანთა კამპანიას, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი (ადამიანები) არ სახლობენ აქ მუდმივად.
როგორ მოხვდნენ ღორები ექსუმასის კუნძულზე?არსებობს რამდენიმე მოსაზრება ამის შესახებ: 1. ზოგი ვერსიით, ღორები ჩაძირულ ხომალდში იმყოფებოდნენ, მათ მოახერხეს ნაპირზე გაღწევა, კუნძულზე საკვების მოპოვება და გადარჩენა; 2.მეორე ვერსიით, მეკობრეებმა ღორები ბაჰამის კუნძულებზე დატოვეს იმ გეგმით, რომ მოგვიანებით დაბრუნდებოდნენ და მათგან ბეკონს დაამზადებდნენ. 3. კიდევ ერთი ვერსიით, ეს მხოლოდ საგანგებოდ მოწყობილი სანახაობაა ტურისტებისათვის. ზუსტად ვერ ვიტყვით, თუ როგორ აღმოჩნდნენ ღორები ბაჰამის კუნძულებზე, თუმცა ერთი რამ უდავოა, ისინი ძალიან კმაყოფილი არიან თავიანთი ახალი სახლით.
74 შეფასება არ არის
|