x
image
არჩილ ვერულიძე
ლეოპარდი ვიქტორი - რომის ყველაზე ცნობილი მხეცი-გლადიატორი
image

მოგეხსენებათ, ძველი რომის არენაზე არამარტო ადამიანები, არამედ გარეული ცხოველებიც იბრძოდნენ. არცერთი მხეცი არ ყოფილა ისეთი ცნობილი, როგორც ვიქტორი - უზარმაზარი ლეოპარდი, საზოგადოების რჩეული და მრავალი გლადიატორის ღამის კოშმარი, რომლებიც ასპარეზზე იბრძოდნენ გარეული მხეცების წინააღმდეგ. მისი უდიდესი სიდიადის ეპოქაში რომის იმპერია ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან შორეული პართიის სამეფოს უდაბნოებამდე გადაჭიმულიყო, ამიტომ პრობლემას არ წარმოადგენდა მართული პროვინციებიდან სხვადასხვა ცხოველების ჩამოყვანა, რომლებიც მრავალ წარმოდგენაში იღებდნენ მონაწილეობას. გიგანტური ლეოპარდი ვიქტორი სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის მე -3 საუკუნის შუა პერიოდში დაიჭირეს. ჩრდილოეთ აფრიკის ან თურქეთის პროვინციებში - 2 ათასწლეულის წინ ამ მხეცის არსებობის არეალი ამ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. მხეცის "კარიერა" დაიწყო მცირე პროვინციულ ქალაქებში, მაგრამ ძალიან მალე ვიქტორი, მრავალი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, გახდა რომის საზოგადოების ნამდვილი ვარსკვლავი და მიიღო სახელი ვიქტორი, რომელიც ლათინურიდან ითარგმნება როგორც "გამარჯვებული".

image

მხეცი იმპერიის მთავარ არენაზე გადაიყვანეს, შესაძლოა მან შეასრულა უმთავრესი როლი - ფლავიუსის ამფითეატრში ან, როგორც მას ასევე უწოდებენ, კოლიზეუმში. ნებისმიერ გლადიატორს, რომელიც ვიქტორის წინააღმდეგ ბრძოლაში გადიოდა ესმოდა, რომ მას გამარჯვების შანსი თითქმის არ ჰქონდა. უკიდურესად ეშმაკური და მოხერხებული მტაცებელი ყოველთვის პოულობდა მომენტს, რათა ყელში სწვდომოდა მოწინააღმდეგეს და თავი აერიდებინა შუბის დარტმისთვის.



მაგრამ გამარჯვების ნებისმიერი სერია სრულდება ადრე თუ გვიან. ერთ დღეს ვიქტორის წინააღმდეგ ასპარეზზე ახალგაზრდა მებრძოლი სახელად სპიტარა გამოვიდა. ხალხი წინასწარ იყო დარწმუნებული ვიქტორის გამარჯვებაში, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ახალგაზრდა გლადიატორი დაუნდობელი მხეცის ლუკმა გახდებოდა. მაგრამ სპირატას ბედმა გაუღიმა: იქვე მახლობლად სხვა გლადიატორი იბრძოდა, რომლის წინააღმდეგ არენაზე ლომი გამოუშვეს. არენაზე გამოსვლისას ცხოველთა მეფემ საზარელი ღრიალით გააბრუა მეტოქე. ვიქტორმა, რომელიც არასდროს აქცევდა ყურადღებას ბრბოს ყვირილს, მჯერად თავი ხმისკენ მიაბრუნა - მოქმედებდნენ ცხოველის ღრმა ინსტინქტები, რომელთათვისაც ლომი ბუნებრივი მტერია. ამ ყველაფერს მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა სპირატასთვის - გლადიატორმა შუბი ვიქტორს პირდაპირ ყელში გაარჭო. ამ დღეს ხალხის ერთი გმირი დაიღუპა არენაზე და დაიბადა მოერე.

imageimage

ვიქტორის გარდაცვალების შემდეგ ბევრ მოქალაქეს მაინც ახსოვდა გამარჯვებული ლეოპარდი დიდი ხნის განმავლობაში. ამის დასტურია მოზაიკა, რომელიც გაკეთდა ადამიანის და მხეცის სამახსოვრო ბრძოლის საპატივცემულოდ. ერთ-ერთი ასეთი მოზაიკა, რომელიც, ალბათ, სარეკლამო მიზნებისთვის იყო გამოყენებული მაყურებლის არენაზე მოსაზიდად, 1966 წელს თანამედროვე ტუნისში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.

0
398
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0