სხვა 3 გრანდიოზული ფესტივალი, რომელიც ცხოველებს ეძღვნება 2021, 5 თებერვალი, 14:06
კუკურ ტიხარი - ძაღლების ფესტივალი
კუკურ ტიხარი ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ფესტივალია, რომელსაც აღნიშნავენ ნეპალში. მას აღნიშნავენ ხუთი დღის განმავლობაში და ჩვეულებრივ იმართება შემოდგომის ბოლოს. ფესტივალის პირველ დღეს პატივს სცემენ ყვავებს, როგორც " სიკვდილის მაცნეებს". მეორე დღეს თაყვანს სცემენ ძაღლებს, მესამე დღეს - ძროხებს, მე-4 დღე ეძღვნება ხარებს. ფესტივალის მე-5 დღე განსხვავებულია დანარჩენებისაგან - დები ძმებს შუბლზე უსვამენ წითელ წერტილს, ანუ "ტიკას", როგორც კურთხევას მათი მხრიდან.ამ დღეს პატივს მიაგებენ ქუჩის ძაღლებსაც.
პერეგონის ფესტივალი - ცხვრების ფესტივალი
ეს ესპანური ფესტივალია. აღნიშნავენ მადრიდში. ფესტივალის მსვლელობა ძალიან ლამაზად გამოიყურება, როცა ათასობით ცხვარი მოდის ქუჩაში, ქალებსა და მამაკაცებს კი ტრადიციული სამოსი აცვიათ.
"შვედური მაგიდა" მაიმუნებისათვის
ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფესტივალია, რომელსაც აღნიშნავენ ტაილანდში, ქალაქ ლოპბურში. ქვეყნის მცხოვრებლები ამ დღისათვის იმარაგებენ 4.5 ტონა ხილს, ბოსტნეულსა და კანფეტს ყველა მაიმუნისათვის, რომელიც ცხოვრობს პხრა პრანგ იოტის ძველი საყდრის სიახლოვეს. ისტორიკოსების აზრით, ლოპბურის სახეობის მაიმუნები არსებობდნენ ჯერ კიდევ რამაიანას, უძველესი სანსკრიტული ეპოსის დროიდან. ზღაპრის მიხედვით, ერთ-ერთი გმირი მაიმუნი ადამიანური უნარებით იხსნის პატარძალს ათთავიანი დემონისაგან. სავარაუდოდ, სწორედ მაიმუნებისგან წარმოსდგა ქალაქი ლოპბური. აქ დღეისათვის 3000-მდე მაიმუნი ბინადრობს და ტურისტების მიზიდვის ძირითად საშუალებად მიიჩნევა ეს არსებები.
8 1-ს მოსწონს
|