x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაზე ერთგული ქმრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image

რამდენად ერთგული იქნება თქვენი პარტნიორი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცნობილი ასტროლოგები შეეცადნენ, საინტერესო კვლევაც ჩაატარეს და ყველაზე ერთგული ქმრების რეიტინგიც გამოავლინეს. მაშ ასე, მოდით, ვნახოთ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ითვლება ყველაზე ერთგულ პარტნიორად.


12. მორიელი


ის ვნებიანი და გიჟურად სექსუალურია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ერთ პარტნიორზე არ ჩერდება.


image


11. მშვილდოსანი


მშვილდოსნების აზრით, ცხოვრება - თამაშია, და მაშინაც კი, თუ ის, იმ ერთადერთსა და განუმეორებელს იპოვნის, იცოდეთ რომ სხვა ქალებისადმი ინტერესს ის მაინც არ დაკარგავს.


image


10. კირჩხიბი


ის კარგი მეოჯახეა, მაგრამ ხშირად საკუთარ კომფორტს ყველაზე მაღლა აყენებს, თუმცა რაღა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ.


image

9. ტყუპები


ის ურთიერთობაში ბოლომდე იხარჯება, შემდეგ კი ყველაფერს თმობს, რადგან მსგავსი თამაში მას უბრალოდ სწყინდება.


image


8. მერწყული


ის ძალიან თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელია, ამიტომ ნუ შეეცდებით თქვენს პერსონაზე მის ყველა საშუალებით "მიბმას".



image


7. ვერძი


თუ თავგადასავლებისადმი მის განსაკუთრებულ ლტოლვას აღკვეთთ, ის კარგი ქმარი იქნება, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ არის.


image


6. სასწორი


სასწორისთვის ღალატი - რუტინისგან ერთგვარი გამოსავალია. გაამრავალფეროვნეთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება და ის ძალიან ერთგული ქმარი იქნება.


image

5. ქალწული


ქალწულებს ყველაფრის ზედმიწევნით გაანალიზება და მხოლოდ ამის შემდეგ სწორი გადაწყვეტილების მიღება უყვართ, უფრო ხშირად კი ეს "სწორი" გადაწყვეტილება სწორედ ოჯახს ეხება.


image


4. ლომი


ლომი შესანიშნავი კანდიდატურაა, თუმცა მას არ მოეწონება, თუ ქალი მასზე სტატუსით უფრო მაღლა იქნება.


image


3. თევზები


ეს მამაკაცები ძალიან გრძნობიარეები არიან და ურთიერთობაშიც ბოლომდე იხარჯებიან.


image


2. თხის რქა


კაცი - კონსერვატორი, რომელიც საკუთარი ოჯახისთვის ყველაფერს გააკეთებს.


image

1. კურო


ზოდიაქოს ნიშნებს შორის ეს ყველაზე ერთგული ქმარია. ის არის ემოციური, შეუპოვარი და მზად არის საყვარელი და ახლობელი ადამიანებისთვის ბევრ რამეზე წავიდეს.


image







0
228
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
228