სხვა ჰიტაჩის ეროვნული პარკი იაპონიაში - 19 ჰა-ზე გადაშლილი ყვავილების სამოთხე 2021, 2 თებერვალი, 13:54 ![]() ფერადი მიწის უზარმაზარი ნაკვეთი მდებარეობს ტოკიოდან დაახლოებით 2 საათის სავალზე. ესაა ჰიტაჩის ზღვისპირა პარკი, იაპონიის ეროვნული პარკი. ![]() ჰიტაჩის პარკში მილიონობით მცენარე და ყვავილი ხარობს, რომელიც მეტად მრავალფეროვან პალიტრას ქმნის. ![]() თვალებს მოგჭრით საოცარი ხედი სიურეალისტური, ფერწერული გადაწყვეტით. იგი მომხიბვლელია მთელი წლის განმავლობაში. ჰიტაჩის პარკი ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი, რომლის არსებობაც შესაძლოა, წარმოდგენილიც არ გქონდათ აქამდე.
ჰიტაჩის ზღვიპირა პარკი 19 ჰექტარზე გადაშლილი ყვავილების სამოთხეა. ![]() იბარაკის საზოგადოებრივი პარკი იბარაკში აერთიანებს ველური ბუნების ფერთა ფართო სპექტრს, რომელიც იცვლება ყოველ სეზონზე. გაზაფხულზე, აპრილში ჰიტაჩის პარკში თქვენ დაინახავთ 4. 5 მილიონ ახლადამოსულ მოლურჯო-მოცისფრო ყვავილს. ყვავილთა მთების ეს ელფერი საოცრად ერწყმის გაზაფხულის ცას. ყვავილთა აფეთქების ამ დრამატულ სცენას ეწოდება "ნემოფილას ჰარმონია". ეს ყვავილები, ასევე, ცნობილია, როგორც "ბავშვის ცისფერი თვალები".![]() ჰიტაჩის პარკი ზაფხულში ![]() ზაფხულში ჰიტაჩის პარკში თვალწინ წარმოგიდგებათ ფუმფულა მინდვრები - ეს ყველაფერი კოხიას წყალობით ხდება. კოხია არის მცენარე, რომელიც სიმაღლეში იზრდება 90 სმ.-მდე ბუჩქებად, პარკის პატარა სფეროები ქმნის სიურეალისტურ სცენას - თითქოს თოვლის ფიფქები ბურთულებად მიმობნეულა ირგვლივ. შემოდგომაზე კოხიები იღებს მუქ ჟოლოსფერ შეფერილობას. ![]() ![]() ![]()
76 შეფასება არ არის
|