სხვა "იესო ქრისტეს ხვლიკი" - იცით თუ არა, რატომ ეწოდა ქვეწარმავალს ეს მეტსახელი? 2021, 31 იანვარი, 22:10
ბაზილიკის ხვლიკს სხვანაირად "იესო ქრისტეს ხვლიკსაც" უწოდებენ. ქვეწარმავალს ეს მეტსახელი ეწოდა თავისი განსაკუთრებული, სპეციფიკური უნარის წყალობით - როგორც კი საფრთხეს შეამჩნევს, ხვლიკს შეუძლია, გაირბინოს წყლის ზედაპირზე ასეთი პატარა არსებისათვის საოცარი სიჩქარით, 1.5მ/წმ.-ში. ამასთანავე, ამგვარი უნარით დაჯილდოებული არიან მხოლოდ 50 სმ.-მდე სიგრძის, მცირე მასის მქონე არსებები. ბაზილიკის ხვლიკებს კარგად აქვთ განვითარებული უკანა კიდურები. ამიტომაც ისინი შესანიშნავი მოცურავეები არიან ნებისმიერ ასაკში. ქვეწარმავლის სიგრძე 70-80 სმ.-ია, იშვიათად გვხვდება 1-მეტრიანი ნიმუშები, იწონის 250 გრამამდე. "იესო ქრისტეს ხვლიკი", რომელმაც ზედმეტსახელი მიიღო წყლის ზედაპირზე სიარულის უნარის გამო, აქტიურია მთელი დღის განმავლობაში. ხვლიკის ეს სახეობა ცოცხლობს 8-10 წელი. ზოგჯერ ბაზილიკის ხვლიკები ჭამენ საკუთარ ახალშობილებს. 281 2-ს მოსწონს
|