სხვა სისხლის ჩანჩქერის საიდუმლო, რომელიც ყველას იზიდავს - გაიცანით სხვა ანტარქტიდა 2021, 31 იანვარი, 18:22
ეს უჩვეულო ჩანჩქერი მდებარეობს მაკ-მერდოს მშრალ მხარეში, ანტარქტიდაში. საოცრად მომხიბვლელია ის, რომ მისი წყლები შეფერილია ხასხასა წითლად, სისხლისფერად, თითქოს მყინვარიდან მდინარეში სისხლი ეშვება. მიზეზი ამ მოვლენის, ჩანჩქერის წყლის წითელი შეფერილობის, რა თქმა უნდა, გაცილებით მძიმე, სევდიანია. კერძოდ, დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ ტეილორის მყინვარმა თავის შიგნით შექმნა "დროის კაფსულა", სადაც მიკრობები მოექცა. იგი წარმოადგენდა ცოცხალ ორგანიზმთა ერთობლიობას, რომელიც გარესამყაროსაგან მოწყდა. მაკ-მერდოს მხარეში, სისხლის ჩანჩქერთან მზის სხივის, სითბოსა და ჟანგბადის გარეშეც კი აგრძელებდნენ არსებობას მიკრობები, რაც ადასტურებს, რომ ცოცხალ ორგანიზმებს აქვთ უნარი, გადარჩნენ ჩვენი პლანეტის ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც კი. მილიონობით წლის შემდგომ, კაფსულამ გაჟონა ყინულის ნაკადის ზემოქმედების შედეგად. აქამდე შიგნით მოქცეული ეკოსისტემა გარეთ გამოვიდა. ჩანჩქერი წითელი გახდა მარილებისა და რკინის მაღალი შემცველობის გამო. ასევე, მარილებისა და რკინის მაღალი მაჩვენებელი ხსნის იმასაც, რომ ჩანჩქერის წყალი მოედინება მაშინაც კი, როცა ირგვლივ ყველაფერი იყინება. 151 1-ს მოსწონს
|