x
image
ლანა92
ავსტრალიელს თავს უზარმაზარი ნიანგი დაესხა. ნახეთ, რა მოხდა შემდგომ

image

ავსტრალიაში მამაკაცმა შეძლო, თავი დაეხსნა ნიანგისაგან. მან შეძლო, თავი გაენთავისუფლებინა ცხოველის ყბისაგან, ხელების დახმარებით, რასაც "ბი-ბი-სი-სთან" ადგილობრივები აცხადებენ. კერძოდ, ავსტრალიელი ბანაობდა ტბაში "ლეიკ-პლესიდი", რომელიც მდებარეობს კვინსლენდის შტატში. მამაკაცს ამ დროს თავს დაესხა 1.5-2 მეტრი სიგრძის სავარცხლიანი ნიანგი.

ინცინდენტის შემდგომ მამაკაცი მცირე დაზიანებით გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში. ადგილობრივი ხელისუფლების სიტყვებით, მას ძალიან გაუმართლა, რომ დაზიანებები არ აღმოჩნდა უფრო სერიოზული.

სანიტარი პოლ სვინი ამბობს, რომ როდესაც დაზარალებული მოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით, ის იყო საოცრად მშვიდი:

" მან განაცხადა, რომ თავზე უკბინა ნიანგმა, ასევე, მოგვითხრო, თუ როგორ გაითავისუფლა თავი მტაცებლისაგან. ამისათვის მან ნიანგს ყელში (ხახაში) შიგნიდან სტაცა ხელი".



ინციდენტის შემდგომ ავსტრალიელმა დამოუკიდებლად გაცურა ნაპირამდე. პაციენტის თავზე ექიმებმა შეამჩნიეს ნიანგის კბილების კვალი. მამაკაცის მდგომარეობა თავიდანვე სტაბილური იყო.

სვინის ინფორმაციით, დაზარალებული ავსტრალიელი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, დაახლოებით 8 წლის განმავლობაში კვირაში სამჯერ ბანაობდა ტბაში. ექიმის თქმით, არ გაუკვირდება, თუ ავსტრალიელი გამოჯანმრთელების შემდგომაც გააგრძელებს 8 წლიან ტრადიციას.

კვინსლენდის ეკოლოგიის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ტბას "ლეიკ-პლესიდ" შეამოწმებენ სპეციალისტები, რათა გაარკვიონ ქვეწარმავლის ტავდასხმის მიზეზები და საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ ზომები.

"ყველას შევახსენებთ, რომ ტბა ლეიკ-პლესიდი და კერნსის რეგიონი ცნობილია, როგორც "ნიანგების ქვეყანა" და მოგიწოდებთ, ყოველთვის იყავით მზად თავდასაცავად", - აღნიშნულია ეკოლოგიის დეპარტამენტის განცხადებაში.

0
578
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0