სტალინს 3 შვილი და მინიმუმ, 9 შვილიშვილი ჰყავდა. ყველაზე უმცროსი, მათ შორის, ამერიკაში 1971 წელს დაიბადა. საინტერესო ის არის, რომ არც ერთს ცნობილი ბაბუა თვალითაც კი არ უნახავს, მაგრამ ყველა მათგანს, საკუთარი აზრი აქვს მის შესახებ — ზოგი, საკუთარ შვილებს, იმ ბოროტების შესახებ უყვება, რაც სტალინმა ჩაიდინა, ზოგი კი, აქტიურად იცავს «ხალხის ბელადის» სახელს და წიგნებს წერს მის შესახებ.
სტალინის შთამომავლებიდან ყველაზე ცნობილად, შეიძლება, ვასილი სტალინის და მისი პირველი ცოლის, გალინას ვაჟი ალექსანდრე ბურდონსკი ჩაითვალოს, რომელიც 2017 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის რუსეთის სახალხო არტისტი იყო და წლების მანძილზე, რუსეთის არმიის ცენტრალურ აკადემიურ თეატრში, დამდგმელ-რეჟისორად მუშაობდა. საკუთარ ბაბუასთან ურთიერთობას, ერთი სიტყვით, — როგორც «რთულს» ახასიათებდა.
ალექსანდრე ბურდონსკი — რუსეთის სახალხო არტისტი და რეჟისორი
«სტალინის შვილიშვილობა — მძიმე ჯვარია. მისი როლის შესრულებას კინოში, არანაირი ფულის სანაცვლოდ არ დავთანხმდები, სულ ოქროს მთებიც რომ შემომთავაზონ» — განაცხადა მან ერთ–ერთ ინტერვიუში. ალექსანდრე ახალგაზრდობაში სტალინის გვარს ატარებდა. მაგრამ შემდეგ, დედის გვარზე გადავიდა, რომ «თავისი საქმით მშვიდად დაკავებულიყო». თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, მან გააცნობიერა, — სტალინის, როგორც ისტორიული პიროვნების როლი.
ახლა რთულია იმის თქმა, თუ რომელ ფილებში სათამაშოდ მიიწვიეს ბურდენკო და რაზე თქვა მან უარი. მაგრამ, მისმა ბიძაშვილმა, ევგენი ჯუღაშვილმა სტალინის როლი მართლაც შესარულა და გარეგნული მსგავსება, ამ შემთხვევაში, ნამდვილად რომ უდავოა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევგენი ჯუღაშვილი ქვეყანას დაურეგისტრირებელი ქორწინების შედეგად მოევლინა. ამიტომ, სტალინის ზოგიერთი შთამომავალი მას ნათესავად არ მიიჩნევს.
ევგენი ჯუღაშვილი — სამხედრო მეცნიერი (ინჟინერი და ისტორიკოსი), რუსეთის და საქართველოს საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი. პროფესორი. გადამდგარი პოლკოვნიკი
იაკობ ჯუღაშვილის და ოლგა გოლიშევას ქორწინება, ქორწილამდე ჩაიშალა. თუმცა, თავად სტალინი შვილს არჩევანს უწონებდა და მომავალ მეუღლეებს მოსკოვში ბინაც კი გამოუყო. მაგრამ, ახალგაზრდებმა იჩხუბეს, ოლგა მშობლიურ ურუპინსკში (ვოლგოგრადის ოლქი) გაემგზავრა, სადაც ვაჟი გააჩინა და საკუთარ გვარზე დაარეგისტრირა. იაკობმა შთამომავლის დაბადების შესახებ, მხოლოდ 2 წლის შემდეგ შეიტყო და დაჟინებით მოითხოვა, რომ ბიჭისთვის ჯუღაშვილის გვარი მიეცათ.
ევგენი ჯუღაშვილმა სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია დაამთავრა. ის დიდი ხნის მანძილზე მსახურობდა სამხედრო ძალებში, მიიღო პოლკოვნიკის ჩინი და გახდა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1990 წელს, მან ფილმში – «სტალინის შვილი, იაკობი», სტალინის როლი შეასრულა. რამდენჯერმე, სტალინის პატივის და ღირსების დასაცავად, სასამართლოშიც გამოვიდა (სარჩელი აღიძრა «Новая газета»-ს და რადიოსადგურის – «Эхо Москвы»-ს წინააღმდეგ, იყო სხვა შემთხვევებიც).
ევგენი ჯუღაშვილი 2016 წელს გარდაიცვალა და იმავე წელს ამერიკაში, ეპატაჟური ფოტოსესია სტალინის კიდევ ერთმა შვილიშვილმა მოაწყო... და სურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოებზე 42 წლის ქალი, დახეული კოლგოტებით და ტატუირებული სხეულით, ავტომატით პოზირებდა.
კრის ევანსი (ოლგა პიტერსი) — სტალინის შვილიშვილი, ცხოვრობს პორტლენდსში (აშშ)
კრისი სვეტლანა ალილუევას უმცროსი ქალიშვილია. სტალინის ქალიშვილი ემიგრაციაში 1967 წელს გაემგზავრა და ამერიკაში, არქიტექტორ უილიამ პიტერს გაჰყვა ცოლად. ოლგა 1971 წელს დაიბადა, სახელი კი, მოგვიანებით შეიცვალა. სტალინის უმცროსი შვილიშვილი თავს 100% ამერიკელად თვლის. ფლობს ანტიკვარიატის მაღაზიას და ტატუებით არის გატაცებული. «ჩემთვის სტალინი, ერთ-ერთი იყო, ფოტოზე ასახული იმ სამი ადამიანიდან, ვინც ომი მოიგო: ჩერჩილი, რუზველტი და ის! როდესაც დედა მომიყვა ბაბუას შესახებ, სწორედ მაშინ შევიტყვე, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ…» — თქვა ერთხელ კრისმა.
სტალინის შთამომავლებს შორის, სრულიად განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანები აღმოჩენა შეიძლება: შვილთაშვილებს შორის, რომლებიც ჯუღაშვილის გვარს ატარებენ, არის ვასილ ევგენის ძე ჯუღაშვილი – ქართველი რეჟისორი, დოკუმენტალისტი; იაკობ ევგენის ძე ჯუღაშვილი – მხატვარი; შვილიშვილი გალინა იაკობის ასული ჯუღაშვილი – ფილოლოგი და სტალინის ოჯახზე, მემუარების ავტორი; კიდევ ერთი შვილიშვილი, იოსებ გრიგორის-ძე ალილუევი, კარდიოლოგი იყო, ხოლო მისი და ვულკანოლოგია და ამჟამად, კამჩატკაზე ცხოვრობს.