x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვიაჩესლავ დობრინინი-რუსეთის მთავარი ჰიტების ავტორს 75 წელი შეუსრულდა+ საუკეთესო სიმღერები
image


რუს კომპოზიტორს და მომღერალს ვიაჩესლავ დობრინინს, რომელიც უამრავი პოპულარული სიმღერის ავტორია, 75 წელი შეუსრულდა, ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მუსიკოსის შესახებ.



***მამა სომეხი ყავდა, რომელიც თვალით არასდროს უნახავს- გალუსტ პეტროსიანი, მთიანი ყარაბაღის მკვიდრი, პოდპოლკოვნიკი, რომელმაც დედამისი, ექთანი ანა ანტონოვა (გარდაიცვალა 1981 წელს ) მეორე მსოფლიო ომში გაიცნო, ომის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ანა მოსკოვში დაბრუნდა, ხოლო გალუსტი სომხეთში. დობრინინი არც არასდროს ატარებდა მამის გვარს . დობრინინმა მხოლოდ მამის საფლავი მოინახულა, რომელიც დედაზე ერთი წლით ადრე, 1980 წელს გარდაიცვალა.




***14 წლის ასაკში ის ბაძავდა სტილიაგებს, ატარებდა ვიწრო შარვალს, ჭრელ ჰალსტუხებს, შემდეგ 1960-იან წლებში გახდა "ბიტლომანი". სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიკოსის სპეციალობით გააგრძელა სწავლა. შემდეგ ჩააბარა ასპირანტურაში.



***ბავშვობაში იგი ატარებდა დედის გვარს- ანტონოვს, მაგრამ კომპოზიტორმა კარიერის დასაწყისში მან ფსევდონიმად გვარი დობრინინი აირჩია, რადგან უკვე პოპულარული ხდებოდა სცენაზე სხვა მოგვარე-იური ანტონოვი.



***დობრინინის, როგორც კომპოზიტორის დებიუტი, შედგა 1970 წელს.

1972 წელს ვია "Весёлые ребята "-მ ჩაწერა მისი სიმღერა «На земле живёт любовь», ლექსის ავტორი იყო ლეონიდ დერბენევი რომელთანაც მან თანამშრომლობა დაიწყო.

1975 წელს დობრინინი და დერბენევი გახდნენ ჰიტის "Прощай" თანაავტორები. მათი თანამშრომლობა დერბენევის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.

***-1986 წლიდან მან დაიწყო სოლო კარიერა, 1990 წელს კომპანია "მელოდიამ" დობრინინს ჩანაწერებისათვის «Синий туман» (ტექსტი: მ. რიაბინინი, მუსიკა ვ. დობრინინი) და "Колдовское озеро» (ტექსტი: მ. რიაბინინი, მუსიკა ვ. დობრინინი) "ოქროს დისკი" გადასცა, ორივე ჩანაწერი 7 მილიონი ტირაჟით გაიყიდა.

*** დღეისთვის კომპოზიტორს აქვს დაწერილი 1000-ზე მეტი სიმღერა, გამოშვებული აქვს გამოვიდა 17 დისკი, 12 სინგლი და 19 CD, არის ერთადერთი შემსრულებელი რუსეთში, რომელმაც 1 დღეში 6 კონცერტი ჩაატარა.

*** ვიაჩესლავ დობრინინი არის რუსეთის ეროვნული პრიზის "ოვაციის" სამგზის გამარჯვებული, ისააკ დუნაევსკის და "ოქროს გრამოფონის" პრემიის გამარჯვებული, 15 -ჯერ სატელევიზიო ფესტივალის "წლის სიმღერის" ლაურეატი.

არაერთხელ გახდა მრავალი პოპულარული საკავშირო და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი ("იურმალა", "იალტა", "ბრატისლავა ლირა", "ოქროს ორფეოსი", "ზელენა გურა")

0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0