სხვა "ტალღის კლდე" ("Wave Rock") - ოქროსფერი სივრცე ავსტრალიაში 2021, 24 იანვარი, 14:54 ტალღის კლდე ერთ-ერთი საოცარი და ლამაზი კლდეა მსოფლიოში. ბუნების ეს ნამდვილი სასწაული მდებარეობს ავსტრალიაში, ქალაქ ჰაიდენიდან 3 კილომეტრის და პერტადან დაახლოებით 350 კილომეტრის დაშორებით და ქმნის ოქროსფერ სივრცეს. ტალღების კლდე 27 მილიონ წლეს ითვლის. კლდის სიმაღლე 15 მეტრამდე აღწევს. სიგანით 100 მეტრია და გამოიყურება, როგორც მაღალი ტალღა, რომელიც თითქოს ეს, ესაა სანაპიროს მიეხეთქება. სხვადასხვა დროს "ტალღების კლდე" იცვლის ფერს. ხდება რუხი, წითელი, ქვიშისფერი.. კლდის მიდამოებში გვხვდება სხვადასხვა ლამაზი არსება:კენგურუ, ემუ, ვალაბი, კოალა, ვომბატი. 48 შეფასება არ არის
|