სხვა როგორ მოვუაროთ ჩვენს პირბადეებს? – ასე ისინი უფრო მეტად უსაფრთხო და ახალივით იქნება 2021, 21 იანვარი, 18:40 პრაქტიკამ აჩვენა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში პირბადეები შეუცვლელია, თუმცა დროთა განმავლობაში ისიც ცხადი გახდა, რომ ადამიანთა უმრავლესობა მათი მოხმარებისას არ იცავს ზოგად წესებს. აი, რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ: ვირუისაგან თავის დასაცავად რეკომენდირებულია ნებისმიერი ტიპის პირბადის მხლოდ ერთხელ გამოყენება, რის შემდეგაც ის ნაგვის ურნაში უნდა მოათავსოთ, თუმცა ამას ცოტა თუ აკეთებს. ამასთან, საჭიროა იცოდეთ, რომ არსებობს ნიღბები, რომლებიც შეგიძლიათ, უკიდურეს შემთხვევაში, გარეცხოთ ან გაანივოთ და რამდენჯერმე გამოიყენოთ, ეს დამოკიდებულია მის სახეობაზე. ნაჭრის ქსოვილისაგან დამზადებული პირბადე შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხის მანქანაში, თუმცა არანაკლებ 60 გრადუსისა და არავითარ შემთხვევაში რეცხვის მცირე დროის რეჟიმზე. ზოგიერთმა ქსოვილმა განმეორებითი გარეცხვისას შეიძლება დაკარგოს ფილტრის ფუნქცია, ამიტომ ყურადღებით უნდა გაეცნოთ მწარმოებლის მითითებებს. სამედიცინო ნიღბები აუცილებლად გამოიცვალეთ ყოველი მოხმარების შემდეგ, ან 3-4 საათის შემდეგ, ან ორთქლით დასველების შემდეგ. FFP2, იგივე KN95 ტიპის პირბადეების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაეცნოთ მწარმოებლის მითითებას, შექმნილია ის ერთჯერადი მოხმარებისათვის თუ მრავლჯერადად შეგვიძლია მოვიხმაროთ. უმრავლესობა სწორედ აქ უშვებს შეცდომას, რადგან ასეთი ტიპის ნიღბები აპრიორი მრავალჯერადად მოსახმარად მიაჩნიათ. მრავალჯერადი პირბადე ყოველი მოხმარების შემდეგ უნდა დამუშავდეს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთით: 1) ზუსტად 80 გრადუს სიცხეზე შიდა და გარე მხრიდან ერთი საათის განმავლობაში დამუშავება 2) ჰაერზე გამოშრობა ერთი კვირის განმავლობაში. პირველ შემთხვევაში, სახლის პირობებში ფაქტიურად გამორიცხულია პირბადის სწორად დამუშავება, ამიტომ უფრო ხელსაყრელია მეორე ვარიანტს მიმართოთ: იქონიეთ 7 პირბადე, თითოეული ყოველი დღისათვის (მინიმუმ), ყოველი დღის ბოლოს გაკიდეთ პირბადე ჰაერზე ერთი კვირის განმავლობაში, გაითვალისწინეთ, დაუშვებელია ტანსაცმელთან ერთად ან სახლში მათი გაკიდვა. ეს კიდევ ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა, ადამიანთა უმრავლესობა სახლში, ქურთუკთან ერთად ან კომოდის თავზე მიუჩენს ხოლმე ადგილს მთელი დღის ნახმარ პირბადეს. აქვე გაითვალისწინეთ ისიც, რომ როგორიც არ უნდა იყოს პირბადე, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ მაქსიმუმ 5-ჯერ. ასევე საინტერეოსა: პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა * იქნება თუ არა კორონავირუსზე აცრა იძულებითი?! * * არის თუ არა ბიბლიურ აპოკალიფსში კორონავირუსი სატანის ნიშანი – 666?! ჯანმრთელობას გისურვებთ!169 5-ს მოსწონს
|