x
image
კატაპულტი
როგორ მივიღოთ კიტრის მოსავალი ქალაქში, ოთახისა და აივნის პირობებში?!
image


კიტრი ბოსტნეული კულტურებიდან ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. ის შეიცავს მრავალ ვიტამინსა და მინერალს. კიტრი განსაკუთრებით სასიამოვნო მისართმევია, როცა მას საკუთარი ხელით მოიყვანთ. ამაში კი ეს სტატია დაგეხმარებათ. მთავარია მონდომება და ეს არც ისე რთული საქმეა.


უპირველეს ყოვლისა, საჭიროა კიტრის თესლის ან ჩითილის (ახალგაზრდა ნერგი, 10-14 დღის) შეძენა. უმჯობესია პირველი მათგანი, რადგან ასე თანხასაც დაზოგავთ და გარემო პირობებსაც მიაჩვევთ მცენარეს. ამ შემთხვევაში ქოთანში დაახლოებით 8-10 სანტიმეტრის დაშორებით ჩაფლავთ 2 ან 3 მარცვალს. შესაძლებელია ასევე რიგებად დათესვა, მარცვლებს შორის დაახლოებით 2სმ–ის, ხოლო რიგებს შორის 8 -10 სანტიმეტრის დაშორებით. 2 კვირის განმავლობაში თესლი გაღვივდება, ასცდება მიწის ზედაპირს და გამოიტანს ფოთლებს, მათგან უნდა ამოირჩეს მხოლოდ კარგად განვითარებული ნერგები და გადაირგას სხვა ქოთანში ან მიწიან ჭურჭელში ერთმანეთისაგან 20-30 სანტიმეტრის დაშორებით. თითოეული ნერგის ახლოს უნდა ჩაარჭოთ სარი, რომელზეც მცენარის გაზრდის შემდეგ მის ღეროს მიაბამთ, ასე ადგილსაც დაზოგავთ და მცენარესაც უფრო მეტი ჰაერი და მზე მიუდგება.


გაითვალისწინეთ! კიტრი სინათლის, სითბოს და წყლის მოყვარული კულტურაა. ამიტომ კარგი იქნება, თუ მას მზის მხარეს მოათავსებთ ფანჯრის ძირში ან აივანზე. მორწყეთ 2-3 დღეში ერთხელ, მიწის გამოშრობის მიხედვით. ყვავილობისას დროებით შეაჩერეთ მორწყვა. მცენარის განვითარებისათვის საუკეთესო ტემპერატურაა 20-30 გრადუსი. კარგი იქნება, თუ მცენარეს ორგანულ სასუქსაც მიახმართ. ნუ “დააბერებთ" ნაყოფს, ახალგაზრდა ნაყოფი გამოირჩევა არომატული გემოთი და სუნით.



წარმატებებს გისურვებთ!


ასევე საინტერესოა:

იცით, როგორ უნდა მიირთვათ და შეინახოთ პომიდორი?! - თუ არა, ეს სტატია თქვენთვისაა!

3
617
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
617
  
2020, 18 თებერვალი, 11:08
კი მეზობლები მორიდებით მთხოვდნენ ფანჯარაზე რომ ყვავილი გაქვს ნერგი მოგვეცი ულამაზესიაო (აი ასე იწონებდა ჩემი ლოგიო იაამნისფერი ყვავილებით თავს)
2020, 18 თებერვალი, 10:42
ოო,ეგეთი ჯერ არ მსმენია
2020, 18 თებერვალი, 10:38
მე გასწავლი როგორ მოიყვანო ლობიო და საზამთრო მეხუთე სართულზე სახლში რომელსაც აივანი არ აქვს :)
0 1 3