სხვა თუ ამ წუთებში სიგარეტისათვის თავის დანებებას ცდილობთ, ეს სტატია თქვენთვისაა! 2020, 3 თებერვალი, 16:47
სიგარეტისათვის თავის დანებება მარტივი საქმე ნამდვილად არაა, თუმცა ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა შესაძლებელი და აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ამ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენი ფსიქოლოგიური განწყობა, მთავარია ნებისყოფა გამოიჩინოთ რამდენიმე დღე და ზოგიერთ მომენტში.
როცა სიგარეტისაგან თავის დაღწევას ვიწყებთ, იმატებს ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება. ეს ფაქტორი განსაკუთრებით პირველ 3, მაქსიმუმ 5 დღის მანძილზე მოქმედებს, გააჩნია მწეველის სტაჟსა და სიგარეტის მოხმარების სიხშირეს.
სიგარეტისადმი მიზიდულობა განსაკუთრებით იზრდება იმ გარემოებებში, როდესაც ვხედავთ სხვა მწეველ ადამიანს სიგარეტით ხელში, იმ ჩვეული ქმედებებისას, როდესაც ვეწეოდით სიგარეტს, ალკოჰოლური სასმელის მიღებისას და თქვენ წარმოიდგინეთ, სიტყვა “სიგარეტის" ხსენებაზე, ამიტომ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ეცადეთ ნუღარ მიაქცევთ ამ სიტყვას ყურადღებას.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შედარებით ნაკლებად მოქმედებს ფსიქოლოგიაზე სიგარეტის სუნი, ზოგიერთს, მწეველობისგან თავის დაღწევის პირველივე დღიდან ნაკლებად აღიზიანებს ეს ფაქტორი. სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ ფიზიკური ვარჯიში, გონებრივი დატვირთვა ( რათა მავნე ჩვევაზე ფიქრისთვის ვეღარ მოიცალოთ), საკვების გამრავალფეროვნება, მასში ხილისა და ბოსტნეულის მომატება, მწეველი საზოგადოებისაგან მოშორებით ყოფნა და ალკოჰოლისაგან თავის შეკავება. ამ პერიოდში თქვენს ფსიქოლოგიაზე დადებითად იმოქმედებს თუ ხშირად იფიქრებთ რა სიკეთეებს მოგიტანთ ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლება, კერძოდ, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ სუნთქვა, გაიზრდება თქვენი იმუნიტეტი დაავადებების მიმართ, დაგიბრუნდებათ გემოსა და ყნოსვის ნორმალური შეგრძნებები, შეგიმცირდებათ გულისა და სიმსივნით დაავადების რისკი, სამაგიეროდ, გაგეზრდებათ ფინანსები. წარმატებას გისურვებთ! თქვენთვის საინტერესო: ათი საუკეთესო მიზეზი, თუ რატომ უნდა დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი როგორ დავანებოთ სიგარეტის მოწევას თავი? (12 საფეხური) სიგარეტიდან თუთუნზე გადასული მწეველები რამდენად მავნებელია ელექტრო-სიგარეტი?! ეს უნდა იცოდეთ! 174 3-ს მოსწონს
|