სხვა ასეთ პირბადეებს ტყუილად ხმარობთ კორონავირუსისგან თავდასაცავად - ამის ცოდნა აუცილებელია! 2020, 3 მარტი, 14:39 მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მოსახლეობა გარკვეულწილად პანიკამ მოიცვა. ჩვენი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სურსათისა და პირბადეების მომარაგება დაიწყო. მალევე ცნობილი გახდა, რომ აფთიაქებში პირბადეების დეფიციტი იყო, ამასთან მისმა ფასმა 700-დან 1000%-მდე მოიმატა ( 13-20 თეთრიდან - 1, 4-2 ლარამდე), საუბარია საყოველთაოდ გავრცელებულ სამედიცინო ნიღბებზე, რომელიც ზედა ფოტოზე ჩანს. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ტიპის პირბადე ვერ იცავს ადამიანებს კორონავირუსისაგან, რადგან ისინი ძირითადად განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისა და დაავადებული პირებისათვის, რათა ჯანმრთელ ადამიანს არ გადაედოს ესა თუ ის ვირუსი ან ინფექცია. ვირუსის გადამდები ჰაერ-წვეთოვანი ნაწილაკები კი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს თვალებიდან, დაცემინებისას ან დახველებისას. მკვლევართა დასკვნებით, მარტივი სამედიცინო ნიღბები ვერ უზრუნველყოფს კორონავირუსისგან სრულად დაცვას, ისინი მაქსიმუმ 15%-ით დაგიცავენ. ასეთი პირბადეები უფრო დადებითად მოქმედებს დაავადებულ პირებზე, რომელთაც არ სურთ ვირუსი სხვას გადასდონ. ჯანმრთელი ადამიანებისათვის კი უფრო გამოსადეგია სპეციალურად დატესტილი ნიღბები, რომლებიც ცნობილია FFP1, FFP2 და FFP3-ის ან N95 და N100-ის სახელით. ( იხილეთ ქვედა ფოტო) ნუმერაცია მიუთითებს დაცვის დონეზე. ასეთი ნიღბები აღჭურვილია ფილტრით, რაც დამატებითი დამცავია. ისინი მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფენ, თუმცა ყოველდღიური ხმარებისათვის ნაკლებად პრაქტიკულია, აღნიშნავენ მკვლევარები. ასევე საინტერესოა: 1. გვიმალავენ თუ არა კორონავირუსით დაავადებულთა რეალურ რიცხვს?! 2. მედიკოსებმა კორონავირუსის დასტაბილურების სავარაუდო თარიღი დაასახელეს 3. თუ კორონავირუსით დაავადება არ გსურთ, ამ ჩვევებისა და “ტრადიციების" დავიწყება მოგიწევთ 4. 10 ფილმი ეპიდემიებსა და სამყაროს აღსასრულზე 718 3-ს მოსწონს |
რადგან ყველაფერზე გაქვთ პასუხი, იქნებ იმაზეც მიპასუხოთ, თუ ერთ ადამიანს აქვს 1 ლარი, მეორეს კი 10, რომელი შეძლებს 2 ლარიანი პროდუქტის ყიდვას? აქ მგონი ერთი და იგივე პასუხი გვექნება ორივეს. და ეს არ იქნება პირველი ადამიანისათვის შეზღუდვა? და მეთანხმებით თუ არა, რომ ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჯანმრთელობაზე ფულის შოვნა დანაშაულია?
,,მოხვია ვიღაცამ ხელი და იყიდა სრულად,რადგან სპეკულიანტების მეტი რა დადის ამ ქვეყანაში. ხელოვნურად შექმნეს დეფიციტი და მერე ფული იშოვეს" თავად დაწერეთ და მერე ,, ფასი იმიტომ არ იზრდება,რომ ვიღაცას ბევრი ფულის შოვნა უნდა ან ვინმეს სიკვდილი უხარია," ეს ორი ფრაზა მგონი ურთიერთსაწინააღმდეგოა.