x
image
კატაპულტი
იცით, როგორ უნდა მიირთვათ და შეინახოთ პომიდორი?! - თუ არა, ეს სტატია თქვენთვისაა!

image

როგორც ყველა ბოსტნეული, პომიდორიც მრავალი სასარგებლო ვიტამინისა და ნივთიერების შემცველია. საინტერესოა, რომ მას განსაკუთრებული წესები სჭირდება შენახვისა და მირთმევისათვის, თუმცა ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ გაგაცნობთ პომიდვრის წარმოშობასა და “ფესვებს".

image

პომიდვრის სამშობლო სამხრეთ.ამერიკაა და ევროპაში ის ქრისტეფორე კოლუმბმა შემოიტანა. თავდაპირველად, ის მოყავდათ როგორც დეკორატიული მცენარე, ხოლო მისი ნაყოფი ძლიერ მომწამვლელად ითვლებოდა.

image

პომიდორი მართლაც შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს, თუ ის სრულად დამწიფებული არაა. კერძოდ, ასეთმა ბოსტნეულმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ძლიერი ტკივილი, კუჭის გაღიზიანება, ხოლო დიდი ოდენობით მკვახე ნაყოფის მირთმევით, შესაძლოა სიცოცხლესაც კი შეუქმნათ საფრთხე.

გარდა ამისა, პომიდორი, უმჯობესია, მოთუშული ან ტომატის სახით მიირთვათ, რადგან სასარგებლო ნივთიერებები ორგანიზმის მიერ ასე უფრო მარტივად შესათვისებელია.

image


რაც შეეხება შენახვის პირობებს, პომიდორი ამაშიც გამორჩეულია სხვა ბოსტნეულ კულტურებს შორის. თუ აქამდე მას მაცივარში ინახავდით, დაივიწყეთ, რადგან სასარგებლო თვისებებს პომიდორი ოთახის ტემპერატურაზე ინარჩუნებს იდეალურად, განსაკუთრებით ბნელ ადგილას, დაბალ ტემპერატურაზე კი ვიტამინებთან ერთად ჩვეულ არომატსაც კარგავს.

image

ასევე გაითვალისწინეთ, რომ პომიდორი არ დააწყოთ სხვა ბოსტნეულის გვერდით, რადგან ის გამოყოფს ბუნებრივ აირს, ეთილენს, რომელიც სხვა საკვებს დაალპობს.

image

ასევე არაა მიზანშეწონილი პომიდვრისა და ვაშლის ერთად შენახვაც, რადგან ეს ხილიც ეთილენის გამომყოფია და ისევე მოქმედებს პომიდორზე, როგორც ეს უკანასკნელი სხვა ბოსტნეულზე.

ზოგადად, ახალმოკრეფილი პომიდორი 4-5 დღის განმავლობაში უნდა მოიხმაროთ. მზის პირდაპირი სხივები და სითბო მოხმარების დროს ამცირებს.

ასევე საინტერესოა:

რატომ უნდა მიირთვათ ქლიავი?! -ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?

როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული?!

0
554
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0