x
image
კატაპულტი
იქნება თუ არა კორონავირუსზე აცრა იძულებითი ?!
კორონავირუსთან ბრძოლა მსოფლიოს მასშტაბით ახალ საფეხურზე გადადის. მილიარდობით ადამიანი ვაქცინის მოლოდინშია. MODERNA, BIONTECH/PFIZER და ASTRA ZENECA უკვე მზადაა გამოსაყენებლად და ისინი მალე მთელს მსოფლიოში გავრცელდება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ვაქცინის წარმატებით შექმნის შესახებ, ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავს, ალბათ, მრავალი კითხვა დაუსვა, მათ შორის: იქნება თუ არა სავალდებულო აცრა? მაიძულებენ თუ არა სამსახურში, რომ აუცილებლად გავიკეთო ვაქცინა? ქვემოთ შევეცდებით ამომწურავი პასუხი გავცეთ ყველა ასეთ კითხვას.image

სავალდებულო იქნება თუ არა კორონავირუსზე აცრა?

არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც ამა თუ იმ მოქალაქეს დაავალდებულებს რაიმე დაავადებაზე აცრას. ამისათვის საჭირო იქნება სპეციალური კანონპროექტის შემუშავება, რაზედაც საუბარი ჯერ არ არის .ევროპის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება შემუშავდეს კანონი, რომელიც განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს – ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებსა და ასაკოვნებს აცრის ვალდებულებას შეუქმნის, ამაზე საუბარია გერმანიაში. აღნინულ ქვეყანაში ასევე საუბრობენ გარკვეულ სფეროებში დასაქმებულების ვაქცინაციის აუცილებლობაზე, კერძოდ, სამედიცინო და სამრეწველო სფეროს პერსონალი, საჯარო მოხელეები და საზოგადოებასთამ ახლო კონტაქტში მყოფი პირები.

შეეძლება თუ არა დამსაქმებელს დაქირავებულის იძულება, რომ ამ უკანასკნელმა აცრა გაიკეთოს?


სავარაუდოდ, დამსაქმებელს უფლება ექნება დასაქმებულს მხოლოდ შესთავაზოს ვაქცინაცია, და არა ძალა დაატანოს მას. ამასთან, დამსაქმებელმა თავად უნდა დაფაროს შესაბამისი ხარჯები. აცრაზე უარის შემთხვევაში, უფროსს არ ექნება უფლება დაითხოვს თანამშრომელი ან საყვედური გამოუცხადოს მას. ასე მოიაზრება კორონავირუსზე ვაქცინაცია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და სავარაუდოდ, დიდად განსხვავებული სიტუაცია არც ჩვენს ქვეყანაში იქნება.


ასევე საინტერესოა:

დაიწყება თუ არა მოქალაქეებზე მსოფლიოს მასშტაბით იმუნიტეტის მოწმობების გაცემა


როდის გაქრება კორონავირუსი?!


კოვიდ-19-მა მუტაცია განიცადა – მსოფლიოს ყურადღება დანიისკენა მიმართული



კოვიდ-19-ის ახალი სიმპტომი – აჩლუნგებს თუ არა კორონავირუსი?!




0
98
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0