x
image
კატაპულტი
მაყვალი - კენკრა,რომელიც არაერთი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის გამოიყენება
image
მაყვალი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება, სწორედ ამიტომ მსოფლიოში ველური ჯიშების გარდა, გამოიყვანეს ე.წ. ეზოს (იგივე უეკლო) ჯიშები. საქართველოში ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო უეკლო მაყვლის პლანტაციების გაშენება, თუმცა ჩვენს მოსახლეობას საკმარისი ინფორმაცია მის სარგებლიანობაზე არ გააჩნია, სწორედ ამიტომ ხსენებული კენკრა დიდი რაოდენობით გადის.ექსპორტზე ევროპაში, სადაც, როგორც ჩანს, კარგად იციან მისი ფასი. ქვემოთ გაგაცნობთ მაყვლის სასარგებლო თვისებებს, რის შემდეგაც, ვფიქრობ, უფრო მეტად დააფასებთ მას.



მაშ, ასე:



პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით, გამოიყენება როგორც მაყვლის ნაყოფი, ასევე ფოთლები და ფესვებიც.


ნაყოფი შეიცავს: გლუკოზას, ფრუქტოზას, ვაშლისა და ლიმნის მჟავებს, მთრთილავ ნივთიერებებს, B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავებს, კაროტინს, სპილენძს, მანგანუმს, კალიუმის მარილებს და ა.შ.




მაყვალი გამოიყენება როგორც სადესერტო, დიეტური საკვები. მისგან ამზადებენ კომპოტს, მურაბას, წვენებს, ჯემს, მარმელადს, ასევე გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში.


მწიფე ნაყოფი და წვენი გამოიყენება წყურვილის მოსაკლავად, ციებისა და მაღალი ტემპერატურის დროს. მწიფე ნაყოფს ასევე მოიხმარენ კუჭში შეკრულობისას, მკვახეს კი - პირიქით.



image

ნედლი ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ითვლება დამამშვიდებელ საშუალებად. ხოლო გამომშრალი ნაყოფის ნაყენები და ნახარშები, ასევე ფოთლების ნახარში იხმარება გაციების დროს, როგორც ოფლის მომდენი და შარდმდენი.



ნაყენის მომზადება და გამოყენება.



ერთ სუფრის კოვზ გამომშრალ ფოთლებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათი და მიიღეთ 1/2 ჭიქა 3/4 -ჯერ დღეში ჭამის წინ 20-30 წუთით ადრე.



ფოთლების ნაყენს გამოიყენებენ სასუნთქი გზების დაავადების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის დროს, ასევე ხმარობენ ამოსახველებელ საშუალებად.



ფოთლების ნახარშის.საფენებს იყენებენ ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.



მაყვლის გამომშრალი ფესვებით მომზადებული ნახარში კი კარგი შემკვრელი საშუალებაა.



ფესვების ნახარშის მომზადება.


20 გრამ გამომშრალ ფესვებს დაასხით 500 მლ წყალი და ადუღეთ 2-3 წუთი. მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ.




მასალა მომზადებულია საიტზე Agrokavkaz.ge დაყრდნობით.




ასევე დაგაინტერესებთ:



პიტნა მენსტრუაციის დროს?! გაიგეთ რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ მცენარეს


image

ალუბლის ეს სასარგებლო თვისებები ნამდვილად გაგაოცებთ

მოცხარი (“სმაროდინა") - ორგანიზმისათვის აუცილებელი ვიტამინების შემცველი კენკრა

ჯანმრთელობას გისურვებთ!


1
478
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
478
  
2019, 16 აგვისტო, 21:12
ჰო და კიდევ კიბოს პროფილაქტიკისთვისაც კარგი საშუალებაა,მთავარი დამავიწყდა
0 1 1