x
image
კატაპულტი
როდის გაქრება კორონავირუსი?!
image
კორონავირუსი კვლავ სწრაფი ტემპებით განაგრძობს გავრცელებას. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ლოქდაუნია გამოცხადებული. შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი “ჩავარდა". გადაიდო არაერთი კულტურული თუ სპორტული ღონისძიება, დაიკეტა ბაზრობები, ორგანიზაციები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ნახევარი მსოფლიო სახლშია გამოკეტილი. წამყვანი ქვეყნები გამუდმებით აცხადებენ, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს ან ახლოს არიან ამასთან.

თითქმის ერთწლიანმა ვირუსთან თანაცხოვრებამ შეცვალა ადამიანებიც – ზოგს სუსტი ნერვები აღმოაჩნდა და ვერ ახერხებს მითითებული რეკომენდაციების დაცვას; ზოგმაც საკუთარ თავში ახალი ადამიანი და ნიჭი აღმოაჩინა; შეიცვალა ვირუსთან დამოკიდებულებაც, თუ გაზაფხულზე მოსახლეობის უმრავლესობა პანიკაში იყო, ახლა დიდი ნაწილი უგულებელყოფს მის არსებობას, ან მისგან მომდინარე საფრთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტი გასაქანი მისცა პანდემიას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ ვაქცინა შექმნილია, მოსახლეობის იმ რაოდენობის აცრას, რაც უზრუნველყოფს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად შემცირებას, თვეები და შესაძლოა, წელიწადიც დასჭირდეს. გარდა ამისა, ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინას ორგანიზმისთვის საშიში უკუჩვენებები ექნება და აქედანვე უარს ამბობენ აცრაზე. არსებობენ ისეთებიც, ვისაც სწამს, რომ ვაქცინით ადამიანის გენის ცვლილება მოხდება და ასრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველება სამყაროს აპოკალიფსზე.

ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინა არ იქნება ჯადოსნური ჯოხის მაგვარი, რომ წამიერად შეძლოს ადამიანის გადარჩენა. ევროპაში ფიქრობენ, რომ 2021 წელს ვირუსი ძალიან სახიფათო დამამთავრებელ ფაზაში გადავა და მილიონობით ადამიანს შეიწირავს.


სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ყველა უნდა მოერიოს თავის თავს, თავის სიამაყესა თუ შიშს და დაიცვას ის რეკომენდაციები, რასაც მედიკოსები გასცემენ. ახლა არაა დრო, არაპროფესიონალებმა ამ საკითხში თავიანთი აზრები მოახვიონ სხვებს და დაღუპონ ამით ისინი, არც იმის დროა, რომ პანიკაში ჩავვარდეთ და სუსტი ნერვების გამო დავიღუპოთ თავი.


დაიწყება თუ არა მოქალაქეებზე მსოფლიოს მასშტაბით იმუნიტეტის მოწმობების გაცემა


კოვიდ-19-ის ახალი სიმპტომი – აჩლუნგებს თუ არა კორონავირუსი?!

5
99
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
99
  
2020, 1 დეკემბერი, 3:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 30 ნოემბერი, 18:30
მადლობა ამომწურავი კომენტარისთვის:) ასევე წარმატებები
2020, 30 ნოემბერი, 17:48
გამოსავალი მარტივია, ნუ დაწერთ მანამ, სანამ ყველა ტექნიკური მხარე არ მოგვარდება! :) 6 დღეა არაფერი დამიწერია, მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემა ისევ არის. 2 დღის წინ გამოასწორეს, თუმცა 1 დღით და ისევ აურია. მუსაობს ტექნიკური ჯგუფი, შაბათ-კვირა მოუწია თან, ამ დროს ტექნიკური ჯგუფი ისვენებს. ყოველ დღე ვამოწმებ ახალი სტატიების ნახვებს და ნახვები არ არის, ამიტომ არაფერს ვდებ. საიტი რამდენიმე წელია ნიუს-რუმმა გამდოიბარა, ძველია და ბევრი მხარე მოსაწესრიგებელი, სრული კონვერტაცია რომ მოხდეს და აღარ გახდეს ვიდეოების ათვირთვა პრობლემა, მობილური ვერსიით ნახვების დაფიქსირება პრობლემა და ა,შ, საჭიროა საიტის ახლიდან "დაწერა", რასაც უკუ ჩვენებებიც აქვს: უნდა წაიშალოს აქრივი, რეიტინგი და ყველაფრი დავიწყოთ ნულიდან, რაც არც მე და ვგონებ ბევრ თქვენგანს არ აწყობს. 7 წელია საიტს აღნიშნული და კიდევ უარესი პრობლემები გამოუვლია, მაგრამ დღეს ვართ აქ და ვფიქრობ, ცოტა გაგებით უნდა მოვეკიდოთ. არანაირი მიკერძოება არ არსებობს. ნახვები რომ ჰქონდეს სტატიას, როდესაც გამოსწორდება ყველაფერი, ამ შემთხვევაზე მაქვს საუბარი, მკითხევლზე მორგებული უნდა იყოს კატეგორია. მოთმინება... წარმატებები ყველას!
2020, 30 ნოემბერი, 13:39
რო ამოვიღე ხმა,რა შედეგი? გეუბნებიან გასწორდაო და ჰა... მეც ვერ გავიგე,რანაირად გროვდება ზოგ სტატიაზე ნახვები და ზიგისაზე არა
2020, 30 ნოემბერი, 13:23
რატომ არ იღებთ ხმას, ეს რა კატასტროფა ნახვებია? თუმცა თუდააკვირდებით ზოგს მაინც ემატება ნახვები, რა ხდება შერჩვააააა?
0 1 5