სხვა ალოე – ჯადოსნური მცენარის გასაოცარი ძალა თქვენი ჯანმრთელობისათვის 2020, 2 დეკემბერი, 16:08 ალოე სამკურნალო მცენარეების დედოფლად ითვლება. სავარაუდოა, რომ ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა სწორედ ამ მცენარის წყალობით ინარჩუნებდა სილამაზეს; ალექსანდრე მაკედონელს კი ურჩევდნენ დაეპყრო კუნძული სოკორტა, რადგან იქ სამკურნალო მცენარის დიდი მარაგი იყო. არაბულ ქვეყნებში კი ალოე ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება. ბუნებრივია, მხოლოდ ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე აშკარაა, რომ ალოეს უნიკალური თვისებები გააჩნია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.მოდით, დაწვრილებით გავეცნოთ მათ: 1. შეიცავს მნიშვნელოვან ვიტამინებს:A, C და E. მაგალითად, A ვიტამინი აუცილებელია უჯრედების ზრდისა და კანის აღსადგენად. 2. შეიცავს სასარგებლო მინერალებს: რკინას, მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმის კარბონატს, ნატრიუმს, თუთიას. 3. გაჯერებულია აუცილებელი ამინომჟავებით, რომლებიც ჩვენს სხეულს სჭირდება ცილების ბალანსის დასარეგულირებლად. ეს კი, თავად განსაჯეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ძირითადად ცილებისაგან შედგება ჩვენი ტვინი, გული და კუნთები. 4. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ამისათვის უნდა მიიღოთ მცენარის წვენი.გაითვალისწინეთ, ის უნდა იყოს სუფთა ალოე და არა დანამატებით გაჯერებული! 5. გამოიყენება დამწვრობისა და ჭრილობის სამკურალოდ. ალოე კარგი საშუალებაა დამწვრობისა და მცირე ჭრილობებისათვის. ამისათვის შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ ალოეს სპეციალური გელი, რომელიც სწრაფად აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს. 6. კოსმეტიკური დანიშნულება. ალოეს დადებითი თვისებები აღმოაჩინეს კოსმოტოლოგებმაც და ახლა მას ფართოდ გამოიყენებენ კრემებში, გელებსა და შამპუნებში.მცენარეში შემავალი ნივთიერებები ასუფთავებს, აღადგენს და ანახლებს კანს, ამცირებს ნაოჭებს. გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ალოე აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს სხეულის დეტოქსიკაციას, უზრუნველყოფს მის სიჯანსაღესა და სილამაზეს. ზოგიერთი მომხმარებელი ამტკიცებს, რომ ალოე დადებითად მოქმედებს შიდსის, ასთმის, შაკიკის, დეპრესიის და ნეიროდრმატიტის მკურნალობისას.ასევე ეხმარება ორგანიზმს სიმსივნესთან ბრძოლაში. გაფრთხილება: ალოეთი მკურნალობამდე აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია! მოერიდეთ მის გამოყენებას ორსულები! ასევე საინტერესოა: როდის, როგორ და რა რაოდენობის ყავა უნდა მიირთვათ, რომ ორგანიზმს არ ავნოთ რამდენად საზიანოა საღეჭი რეზინი ჩვენი ჯანმრთელობისათვის?! 5 მიზეზი იმისა, რომ შიშველი ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ეს საკვები სერიოზულად ვნებს თავის ტვინს – ეს უნდა იცოდეთ! ყურადღება! თუ 30 წელს გადააბიჯეთ, ამ პროდუქტებთან ფრთხილად! 219 5-ს მოსწონს
|