პროფილაქტიკა ყურადღება! თუ 30 წელს გადააბიჯეთ, ამ პროდუქტებთან ფრთხილად! 2020, 23 თებერვალი, 21:44 არსებობს პროდუქტები, რომელთაც მედიკოსები და დიეტოლოგები არცერთ შემთხვევასა და არცერთ ასაკში არ გვირჩევენ, თუმცა არსებობს მავნე სავების სახეები, რომელთაც ახალგაზრდა ორგანიზმი შედარებით მარტივად ამუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვალით ძნელად შესამჩნევია, 30 წლის შემდეგ ადამიანი იწყებს დაბერებას, მისი ორგანიზმი ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებ წუნააღმდეგობას უწევს მავნე საკვების ზემოქმედებას. სწორედ ამიტომ, 30 წელს გადაცილებული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა თავად ამ ადამიანის ხელშია, უფრო ზუსტად, იმ საკვებზეა დამოკიდებული, რომელსაც ის მიიღებს. დიეტოლოგი, მიხეილ გინზბურგი, ასახელებს უამრავ პროდუქტს, რომლის მირთმევაც 30 წლის შემდეგ არაა რეკომენდირებული: 1. გაზიანი სასმელები. ისინი დიდი რაოდენობით შაქარსა და ნახშირორჟანგს შეიცავენ. 2. იოგურტი, რომელიც შიცავს დანამატებსა და არომატიზატორებს. 3. თევზის რეგულარული მოხმარება მედიკოსების აზრით, დადებიტად მოქმედებს მხედველობასა და გულ-სისხლძარღვთა მუშაობაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ფართოდ გამოიყენება ხელოვნურ წყალსაცავებში თევზის მოშენება-გამრავლება ქიმიური საკვებით, რაც ბუნებრივია 30 წელს გადაცილებული ორგანიზმისათვის საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, ასეთი თევზი, შესაძლოა კობოს მაპროვოცირებელიც გახდეს. 4. შეფუთული წვენები. მაღალი შაქრისა და კონსერვანტების შემცველობის გამო, ისინიც შავ სიაში მოხვდნენ. 5.სოიო და სოიოსაგან დამზადებული პროდუქტები. სოიო მეტწილად გენმოდიფიცირებული პროდუქტია და მისი ხანგრძლივი მოხმარება სერიოზულ ზიანს აყენებს ორგანიზმს. 6.თეთრი პური. ყველა ვიტამინი და სასარგებლო მინერალი, რაც ხორბალს გააჩნია, თეთრ ან თუნდაც უმაღლესი ხარისხის ფქვილში დაკარგულია. თეთრი პური ამაღლებს ორგანიზმში შაქრის შემცველობას. 7. ქუჩებსა და სუპერმარკეტებში არსებული ცომეული პროდუქტები. ისინი ძირითადად ნატრიუმის მაღალი შემცველობით ხასიათდებიან.გარდა ამისა, ხშირად ასეთი პროდუქტების მომზადებისას გამოიყენებენ უკვე ნახმარ ზეთს, რაც შეიძლება კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს. 8. პოპკორნი. თავად სიმინდში არაფერია მავნებელი, მაგრამ ბატი-ბუტში, როგორც მას ჩვენთან უწოდებენ, მომზადების არასათანადო ზომების გამოყენების გამო, შესაძლოა, ძალზედ მავნებელი აღმოჩნდეს ორგანიზმისათვის.უმჯობესია, პოპკორნი თავად მოვამზადოთ სახლში. ასევე საინტერესოა: 1. ეს საკვები სერიოზულად ვნებს თავის ტვინს – ეს უნდა იცოდეთ! 2. 5 პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს კიბოს პროვოცირებას 3. გოგრა – სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი152 3-ს მოსწონს
|