სხვა რამდენად საზიანოა საღეჭი რეზინი ჩვენი ჯანმრთელობისათვის?! 2020, 11 ნოემბერი, 11:04 თითქმის ყველა ჩვენთაგანმა იცის, რომ ცოტა ძილი და ბევრი ( ცხიმიანი) საკვების მიღება დადებითად არ მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, თუმცა არსებობს ისეთი რამეებიც, რაზედაც წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ საზიანოა. ყოველდღიური, ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევები, შესაძლოა საგანგაშო შედეგების მომტანი იყოს ჩვენი ორგანიზმისათვის. ერთ -ერთ ასეთ ჩვევას განეკუთვნება საღეჭი რეზინის მირთმევა. თითქოს ძნელი წარმოსადგენია, რომ მას ჩვენთვის რაიმე ზიანის მოყენება შეუძლია, თუმცა სულ ტყუილად ფიქრობთ ასე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ან სადილის შემდეგ მცირე დროით მისი დაღეჭვა, სრულიად უვნებელია, თუმცა, ალბათ, თქვენც შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებსაც გამუდმებით საღეჭი რეზინი უდევთ პირში და მნიშვნელოვანი საუბრების დროსაც კი ვერ ელევიან მას. არა და, მისმა ყოველდღიურმა მოხმარებამ, პირველ რიგში, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს კბილებს. ღეჭვისას იზრდება ნერწყვის გამოყოფა, რაც დროთა განმავლობაში მინანქრის განლევას იწვევს. გარდა ამისა, ხდება კუჭის წვენის მომეტებული რაოდენობით გამოყოფა, რამას, შესაძლოა, გამოიწვიოს ანთება ან წყლული მომნელებელ ტრაქტში. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუ ჭამამდე საღეჭი რეზინის გამოყენებისგან თავს შეიკავებთ. ყველაფერთან ერთად, ლორწოვანი გარსის საშუალებით სისხლში გადადის ორგანიზმისათვის მავნებელი ინგრედიენტები, მაგალითად, ასპარტამი, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებაა და სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი მისი ჭარბი რაოდენობით მიღება, საზიანო ხდება. 85 3-ს მოსწონს |
მადლობა სტატიისთვის...