სხვა 5 მიზეზი იმისა, რომ შიშველი ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა 2020, 6 ნოემბერი, 23:04 მშვიდი ძილისათვის მრავალი ფაქტორია მნიშვნელოვანი: საწოლის მოყვანილობა, თეთრეულის ხარისხი, განათება და ა.შ. თუმცა, გსმენიათ რაიმე იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა შიშველი ძილი?! ქვემოთ გაგაცნობთ 5 მიზეზს იმისათვის, თუ რატომ უნდა იძინოთ შიშველმა: 1. სხეულის ტემპერატურის რეგულირება. ძილის დროს სხეულის ტემპერატურა ავტომატურად კლებულობს. თბილი, სქელი პიჟამოები კი ამ ბუნებრივ რეაქციას ხელს უშლიან. ამ მიზეზის გამო, მეორე დღეს თქვენ კვლავ დაღლილს გეღვიძებათ. შიშველი ძილი კი უზრუნველყოფს სხეულის ტემპერატურის საჭირო დონეზე შენარჩუნებას. 2. ძილის ჰორმონების გამოყოფა. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. შიშველი ძილი კი ამ ჰორმონის წარმოქმნას უწყობს ხელს. გაითვალისწინეთ, რომ ასევე დადებთად მოქმედებს საშინებლის განათება და ტემპერატურა. 3. აძლიერებს წყვილებს შორის მიზიდულობას. შიშველი ძილი აძლიერებს ურთიერთობებს. პარტნიორის შიშველი სხეულის შეხება ორგანიზმში გამოყოფს ჰორმონ ოქსიტოცინს, რომელიც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს ადამიანში. 4. სტრესის ჰორმონის რეგულირება. კორტიზოლი გახლავთ ჰორმონი, რომელიც “სტრესის ჰორმონის " სახელითაა ცნობილი. მისი გამოყოფა ორგანიზმში პირდაპირპროპორციული სხეუის ტემპერატურისა, რაც უფრო თბილად ვიქნებით, მით მეტად გამოიყოფა ეს ჰორმონი. 5. სისხლის მიმოქცევის რეგულირება. შიშველი ძილი ასევე უზრუნველყოფს სხეულში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას. P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ! 129 2-ს მოსწონს
|