მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან (ნიდერლანდის ერაზმ როტერდამელის სახელობის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის ლანკასტერის და ღია უნივერსიტეტები) ჩაატარა ექსპერიმენტი იმის გამოსარკვევად. თუ როგორ იქცევა ადამიანი, როდესაც ტყუილს ამბობს.
საინტერესო გამოკვლევა, რომელიც მოგვეხმარება გავიგოთ გვატყუებენ თუ არა.
ასეთი კვლევები ადრეც ჩატარებულა, მაგრამ მატყუარას განიხილავდნენ ცალკე და არა იმასთან ერთად, ვისაც ის ატყუებს. ამჯერად მეცნიერები ორივეს აკვირდებოდნენ.
ექსპერიმენტში 18-დან 36 წლამდე ასაკის 98 სტუდენტი მონაწილეობდა. მხოლოდ მამაკაცები.
მოხალისეებს სთხოვეს ამოეხსნათ რთული თავსატეხი და შემდეგ ამის შესახებ მოეთხროთ სხვა მონაწილეებისთვის.ამავდროულად ექსპერიმენტის ხელმძღვანელებმა მოხალისეებს სპეციალურად უთხრეს, რომ თავსატეხი ადვილი იქნებოდა, რათა საბოლოოდ მათ ეცრუათ გადაჭრილ ამოცანასთან დაკავშირებით. დავალება ისე იყო ფორმულირებული, რომ მონაწილეებს აიძულებდა უფრო და უფრო დახვეწილი ტყუილები ეთქვათ.
თვითეულ მოხალისეს მიმაგრებული ჰქონდა სენსორი, რომელის სხეულის მოძრაობას აფიქსირებდა. დადგინდა, რომ ისინი ვინც იტყუებოდნენ იმეორებდნენ თავიანთი "მსხვერპლის" მოძრაობებს.
და რაც უფრო "მამალი" ტყუილი იყო, მით უფრო ზუსტად იმეორებდნენ მოტყუებული კაცის მოძრაობებს.
ყველა მონაცემების შეჯამების შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტყუილის მთქმელი ადამიანის ტვინი ისეა დაკავებული ტყუილის შეთხზვით, რომ მას არ ჰყოფნის რესურსი საკუთარი მოძრაობების შესაქმნელად, გადადის "ეკონომიურ" რჟიმში და უბრალოდ იმეორებს თანამოსაუბრე ადამიანის მოძრაობებს.