x
image
ლანა92
ნახეთ 10 ულამაზესი ფრინველი, რომელთა ჰანგებიც უბრალოდ დაგამუნჯებთ!!!
image





როგორი სასიამოვნოა, როცა გამთენიისას საოცრად ლამაზი, ფერადი ჩიტების ტკბილ ხმოვანებაზე, ბუნების საოცრად საყვარელი ქმნილებების ნაზ ჟღურტულზე გეღვიძებათ. ადამიანები ოდითგანვე იხიბლებოდნენ მათი სიმღერით და უფრო მეტიც, არაერთი ლიტერატურული ნაწარმოებისა თუ ხელოვნების შედევრის შთაგონების წყაროც კი გამხდარა ფრინველების ეს განსაკუთრებული უნარი. ამასთანავე, ყველა ფრინველს როდი შეუძლია, დაგვატკბოს თავისი ტკბილხმოვანებით. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ 10 გამორჩეულ ფრინველს, რომელთა "სიმღერაც", დილის ჰანგებიც სასწაულებრივად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე:



1.ამერიკული რობინი


image



ოქროსფერმკერდიანი ამერიკული რობინი, ე.წ. "მალინოვკა" ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში და მიიჩნევა გადამფრენ მომღერალ ფრინველად. ზამთარში იგი სამხრეთ კანადიდან ცენტრალურ მექსიკასა და წყნარი ოკეანის სანაპიროზე მიეშურება. ამერიკული რობინები მღერიან გამთენიისას, დისკრეტულ ტონებში, რომელსაც რამდენჯერმე იმეორებენ გალობის დროს.


image




2.ბულბული

image



ჩვეულებრივი ბულბული პატარა ფრინველია, ცნობილია მელოდიური ხმითა და გალობით. გავრცელებულია აზიაში, აფრიკასა და ევროპაში.




3.კანარის ჩიტი

image


კანარის ჩიტი ("ე.წ. კანარეიკა") პატარა მომღერალი ფრინველია, რომლის სახელწოდებაც მოდის წარმოშობის ადგილიდან, კანარის კუნძულებიდან. ესპანელი და ინგლისელი მეფეები "კანარეიკას" აშინაურებდნენ ლამაზი ხმის გამო. მათ შეუძლიათ სიმღერის ნოტების ათვისება, თუკი ვინმე ასწავლის.


4.აზიური კოელი


image


აზიური კოელი მიეკუთვნება გუგულისებრთა ოჯახს. ცხოვრობს პარაზიტული წესით, კვერცხებს დებს ყვავის, ან სხვა ფრინველების ბუდეში. მღერიან გამრავლების პერიოდში, რომელიც მოიცავს მარტიდან აგვისტომდე პერიოდს. აზიური კოელის სიმღერის ნიჭი განსაკუთრებით შექებულია ინდურ პოეზიაში.





5.ვარდი -

წითელმკერდიანი დუბონოსი

image

წითელმკერდიანი დუბონოსი მოდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკიდან და კანადიდან. ის ზამთარში მიფრინავს ტროპიკულ ამერიკაში და მრავლდება ზომიერად ცივ ჩრდილოეთ ამერიკაში. ჩიტი ვარდის მამალი წარმომადგენელი ხის ტოტზე ჯდება და მღერის, ხოლო მდედრები ბუდის აშენებისა და ინკუბაციისას ჟღურტულებენ. მდედრებსაც და მამრებსაც აქვთ ულამაზესი ხმა და იყენებენ მრავალფეროვან ტონებსა და ნოტებს.




6.მომღერალი შაშვი

image


შაშვის ეს სახეობა აქტიურად მღერის. მისი გავრცელების არეალია აფრიკა, აზია და ევროპა. მომღერალი შაშვები ჯგუფებად სხდებიან ხის ტოტებზე და ერთობლივად გალობენ.


7.ოჯახის ბეღურა


image

ოჯახის ბეღურა მიეკუთვნება ბეღურასებრთა ოჯახს და გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მიიჩნევა სოციალურ, კონტაქტურ ფრინველად და ეტანება დასახლებულ ადგილებს. მდედრი ბეღურები მამრების დანახვაზე რბილ ნოტებს გამოსცემენ.






8.ამერიკული კაჭკაჭი


image

ამერიკული (შავწვერიანი ) კაჭკაჭი მიეკუთვნება ყორნისებრთა ოჯახს. წარმოშობის ადგილია ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთი ნაწილი. ამერიკულ კაჭკაჭს აქვს უნარი, მიბაძოს, გააკეთოს სხვა ფრინველების ხმის იმიტაცია.





9.ყვითელკუდიანი შავი კაკადუ



image


ყვითელკუდიან შავ კაკადუს შეუძლია, გამოსცეს გამყინავი, შემზარავი ყვირილის ხმა, რომელიც ისმის დიდი მანძილზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის მოსახლეობისათვის კარგადაა ნაცნობი ეს მაღალი, ძლიერი ხმები. შავი კაკადუ საფრთხის მოახლოებისას გამოსცემს მძაფრ ხმებს, ხოლო საკვების ძიებისას - რბილს, მშვიდს.






10.ტანაგრა

image



ფრინველების ეს სახეობა პირველად აღმოაჩინეს აშშ-ში, 1985 წელს. ტანაგრა ხშირი სტუმარია არიზონას მთებში. ორი თვის განმავლობაში ცხოვრობს კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შემდგომ კი მიემართება სამხრეთისაკენ. თუ თქვენ მაღალი (22 მეტრამდე სიმაღლის) ხეებიდან ფრინველის ტკბილი ხმა მოგესმათ, მაშინ ეს უეჭველად ტანაგრაა.

მიიჩნეოდა, რომ ალისფერ ტანაგრას 1 საათში შეუძლია, მოინელოს ბოშური თვისის 2000 ჭუპრი. შესაძლოა, ეს ციფრები გადაჭარბებული იყოს, მაგრამ ტანაგრა მნიშვნელოვნად ემხარება ადამიანებს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

სტატია არ მოიპაროთ!

სირცხვილია!!!

0
481
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
481
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0