საბუნებისმეტყველო უზარმაზარმა ნაპრალმა მზეზე ამერიკელი მეცნიერები შოკში ჩააგდო 2012, 28 აგვისტო, 8:38 ამერიკელმა ასტრონომებმა დაინახეს, რომ მზეზე გაჩნდა უზარმაზარი ნაპრალი, რომლის სიგრძეც 800 000 კმ-ს აღწევს. მათი აზრით ამ ნაპრალს შეუძლია გაანადგუროს სიცოცხლე დედამიწაზე, ან მიაყენოს უზარმაზარი ზარალი კაცობრიობას. უზარმაზარმა შავმა ზოლმა მეცნიერებში არა მარტო დაინტერესება, არამედ შიშიც გამოიწვია. მეცნიერთა აზრით ნაპრალს მუქი ფერი იმიტომ აქვს, რომ მასში ტემპერატურა შედარებით ნაკლებია, ვიდრე მზის ზედაპირზე. მეცნიერები რამდენიმე დღე აკვირდებოდნენ ნაპრალს და შეამჩნიეს, რომ ის ყოველდღიურად იზრდება. ამ ფაქტმა ისინი ძალიან შეაშფოთა. თავის დროზე NASA-მ გააკეთა პროგნოზი, რომ ამ შემოდგომაზე მზეზე შესაძლებელია მოხდეს ძლიერი აფეთქებები, რასაც დედამიწაზე მძლავრი მაგნიტური ქარიშხალი მოყვება. გარდა ამისა მეცნიერთა აზრით ნაპრალის გაჩენის შედეგები შეიძლება შევადაროთ დედამიწაზე უზარმაზარი ასტეროიდის ჩამოვარდნას ან ატომურ აფეთქებას. 2094 6-ს მოსწონს
|