x
image
თორ ნიკე
Mediator image
რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?
რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?


გამოთვლილია, რომ ძვ.წ. 8, 000 წლიდან ახ.წ. 2011 წლამდე გარდაცვლილია 105 მილიარდზე მეტი ადამიანი. ეს რიცხვი დაახლოებით წარმოდგენას მაინც გვიქმნის იმაზე, თუ რამდენი თაობის გამოცდილებათა დაგროვება და ბრწყინვალე და გამორჩეულ ადამიანთა გონების ნაყოფის შეჯერება დასჭირდა კაცობრიობას ცივილიზაციის დღევანდელ დონემდე ასაყვანად. გამოთვლები ჩატარდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სკრუპულოზურად აღეწერათ, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მას მერე, რაც მსოფლიოს დიდ ნაწილში დადგა ახალი ეპოქა მიწათმოქმედების განვითარების გამო - ნეოლითური, ახალი ქვის ხანა. ვინაიდან შორეულ წარსულში არავინ ატარებდა მოსახლეობის აღრიცხვას, მეცნიერებს დასჭირდათ გამოეყენებინათ სხვადასხვა ინფორმაცია და მონაცემი, რომ საბოლოოდ დაედგინათ შემდეგი:

ძვ.წ. 8000 წლიდან ახ.წ. 1 წლამდე ანუ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე გარდაიცვალა ყველაზე ცოტა 46 მილიარდი ადამიანი.

პირველი საუკუნიდან 1200 წლამდე - გარდაიცვალა მინიმუმ 26.5 მილიარდი ადამიანი.


ახ.წ. 1200 - ახ.წ. 2011 წლებში კი გარდაიცვალა მინიმუმ 32.8 მილიარდი ადამიანი. (წყარო: Population bureau estimates).


ერთდროულად მაცხოვრებელი ნეანდერტალელების მაქსიმალური რიცხოვნობა 100, 000-ს არასოდეს აღემატებოდა. დაახლოებითი შეფასებით, ნეანდერტალის მთლიანი მოსახლეობა, რომელიც დროის ერთ მონაკვეთში ერთდროულად ცხოვრობდა ევრაზიაში, იყო მუსტიეს კულტურის პერიოდში - 70, 000 ადამიანი.

ისინი, არსებობის ბოლო პერიოდისკენ, დაახლოებით 40 ათასი წლის წინ იყვნენ დარჩენილნი სულ 10-4 ათასი ადამიანი მთელი თავისი ჰაბიტატის უზარმაზარ ტერიტორიაზე. (იხ. წყარო)


2005 წლის კვლევით გამოთვალეს, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა ზედა პალეოლითის ხანის პერიოდში ევროპის ტერიტორიაზე. მაშინდელი ევროპის კლიმატი შესწავლილია და ვიცით, რომ შეესაბამება დღევანდელ პირობებს კანადის ტერიტორიაზე მცხოვრები შემდეგი ხალხების ტერიტორიის კლიმატს: ჩიპევიანი, ჰაანი, გორაკის ხალხი და ნისკაპის ხალხი - ადგილობრივი ამერიკელები. არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ ვიცით, თუ სად და რომელ რეგიონებში ცხოვრობდა ხალხი მაშინდელ ევროპაში. ასევე ვიცით, თუ როგორი სიმჭიდროვით ცხოვრობენ დღესდღეობით, ზემოთხსენებული ხალხი კანადის ტერიტორიაზე. ევროპის ზედა პალეოლითში დასახლებული მიწების ფართობის და კანადელი ადგილობრივი ამერიკელების განსახლების სიმჭიდროვის მიხედვით გაკეთდა გამოთვლა და მივიღეთ ასეთი შედეგი:

40-30 ათასი წლის წინ ევროპის მოსახლეობა მერყეობდა 1, 700-28, 400 კაცს შორის (საშუალოდ 4, 400)

30-22 ათასი წლის წინ მერყეობდა - 1, 900-30, 600 კაცს შორის (საშუალოდ 5, 900)

22-16.5 ათასი წლის წინ მერყეობდა 2, 300-37, 700 ადამიანს შორის (საშუალოდ28, 700). (იხ. წყარო).



კრებულები:


1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. II)

11. მეცნიერება (ნაწ. III)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
341
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
341
  
2021, 30 ივლისი, 2:46
2021 წელს, კვლევებმა აჩვენა, რომ პირველი ავსტრალიელების რიცხვი შეადგენდა მილიონობით ადამიანს, გაცილებით მეტს, ვიდრე მკვლევარებს აქამდე ეგონათ. ავსტრალია გამყინვარების ხანაში შეუერთდა ახალ გვინეას და ტასმანიას, ამ ერთიან ხმელეთს გეოლოგები საჰულს უწოდებენ. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ უძველეს საჰულზე მილიონობით მოსახლეობას ყინულის ხანის ბოლოს ზღვის დონის სწრაფ მატებამდე. ავსტრალიის, ტასმანიის და ახალი გვინეის მთლიანი მოსახლეობა ძვ.წ. 3000 წლისთვის 6,4 მილიონ ადამიანამდე იყო. გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მიწათმოქმედები და ცხოვრობდნენ მონადირე-შემგროვებლური ცხოვრების წესით. მიიჩნევა, რომ მიწათმოქმედება ძალიან ამრავლებს ხალხს და ეს ასეცაა, ხოლო მონადირე-შემგროვებლური ცხოვრების წესის დროს ხალხი მცირე რაოდენობის უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არ იყო. და ვინაიდან ეს ასე არ იყო ავსტრალიის შემთხვევაში, საფიქრებელია, რომ იგივე სიტუაცია ყოფილიყო დედამიწის სხვა კონტინენტეზებზე და რეგიონებში და მონადირე-შემგროვებლობის პერიოდშიც ხალხის რაოდენობა საკმაოდ დიდი ყოფილიყო და ძვ.წ. 8000 წლიდან 2011 წლამდე გარდაცვლილი იყოს არა 101 მილიარდი ადამიანი, არამედ ამაზე ბევრად მეტი.
In 2021, research showed, that the First Australians grew to a population of millions, much more than previous estimates. Australia was joined to New Guinea and Tasmania during the Ice Age, forming the pre-diluvian landmass that geologists call Sahul. Recent research now indicates that ancient Sahul hosted a population of millions before the rapid rises in sea-level at the end of the Ice Age. The entire population of Sahul for 3000 BC., could have been as high as 6.4 million people.
2021, 27 მარტი, 16:36
ძვ.წ. 8000 წლიდან ახ.წ. 1 წლამდე დედამიწაზე გარდაცვლილი იყო უკვე 47 მილიარდ ადამიანზე მეტი. იესოს დაბადების მომენტში კი დედამიწის მოსახლეობა შეადგენდა ყველაზე ცოტა 300 მილიონ ადამიანს.
2021, 1 მარტი, 21:36
გამოთვლილია, რომ ძვ.წ. 8, 000 წლიდან ახ.წ. 2011 წლამდე გარდაცვლილია 100.6 მილიარდზე მეტი ადამიანი (Carl Haub, a senior demographer at the Population Reference Bureau). კარლ ჰაუბის ორგანიზაციამ ეს გამოთვლა გააკეთა მხოლოდ ცოცხლადშობილი ახალშობილების დათვლით, რომლებიც დაიბადნენ ცოცხლად და შემდგომ რამდენიმე პერიოდის შემდეგ, ზოგიერთი იმ თვეშივე, ზოგი კი ღრმა სიბერეში გარდაიცვალა. ამ გამოთვლაში არ ჩათვლილა მკვდრადშობილი ახალშობილები. ეს რიცხვი - 100.6 მილიარდი გარდაცვლილი ადამიანი, დაახლოებით წარმოდგენას მაინც გვიქმნის იმაზე, თუ რამდენი თაობის გამოცდილებათა დაგროვება და ბრწყინვალე და გამორჩეულ ადამიანთა გონების ნაყოფის შეჯერება დასჭირდა კაცობრიობას ცივილიზაციის დღევანდელ დონემდე ასაყვანად. გამოთვლები ჩატარდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სკრუპულოზურად აღეწერათ, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მას მერე, რაც მსოფლიოს დიდ ნაწილში დადგა ახალი ეპოქა მიწათმოქმედების განვითარების გამო - ნეოლითური, ახალი ქვის ხანა. ვინაიდან შორეულ წარსულში არავინ ატარებდა მოსახლეობის აღრიცხვას, მეცნიერებს დასჭირდათ გამოეყენებინათ სხვადასხვა ინფორმაცია და მონაცემი, რომ საბოლოოდ დაედგინათ შემდეგი:

ძვ.წ. 8000 წლიდან ახ.წ. 1 წლამდე ანუ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე დაიბადა ყველაზე ცოტა 47 მილიარდი ადამიანი.

პირველი საუკუნიდან 1200 წლამდე - დაიბადა მინიმუმ 26.5 მილიარდი ადამიანი.

ახ.წ. 1200 - ახ.წ. 2011 წლებში კი დაიბადა მინიმუმ 33.5 მილიარდი ადამიანი. (წყარო: Population bureau estimates).

საერთო ჯამში ძვ.წ. 8000 წლიდან 2011 წლამდე დაბადებული ადამიანების რიცხვი გახლავთ 107.6 მილიარდზე მეტი. ვინაიდან 2011 წელს დედამიწის მოსახლეობა შეადგენდა 7 მილიარდს, აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ძვ.წ. 8000 წლიდან ახ.წ. 2011 წლამდე გარდაცვლილია 100.6 მილიარდზე მეტი ადამიანი.

შენიშვნა: გამოთვლები წარმოებულია მხოლოდ ცოცხლადშობილი ადამიანების დათვლით. მკვდრადშობილი ბავშვები არ ითვლება.
2021, 1 მარტი, 21:36
ერთდროულად მაცხოვრებელი ნეანდერტალელების მაქსიმალური რიცხოვნობა 100, 000-ს არასოდეს აღემატებოდა. დაახლოებითი შეფასებით, ნეანდერტალის მთლიანი მოსახლეობა, რომელიც დროის ერთ მონაკვეთში ერთდროულად ცხოვრობდა ევრაზიაში, იყო მუსტიეს კულტურის პერიოდში - 70, 000 ადამიანი.

ისინი, არსებობის ბოლო პერიოდისკენ, დაახლოებით 40 ათასი წლის წინ იყვნენ დარჩენილნი სულ 10-4 ათასი ადამიანი მთელი თავისი ჰაბიტატის უზარმაზარ ტერიტორიაზე.

2005 წლის კვლევით გამოთვალეს, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა ზედა პალეოლითის ხანის პერიოდში ევროპის ტერიტორიაზე. მაშინდელი ევროპის კლიმატი შესწავლილია და ვიცით, რომ შეესაბამება დღევანდელ პირობებს კანადის ტერიტორიაზე მცხოვრები შემდეგი ხალხების ტერიტორიის კლიმატს: ჩიპევიანი, ჰაანი, გორაკის ხალხი და ნისკაპის ხალხი - ადგილობრივი ამერიკელები. არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ ვიცით, თუ სად და რომელ რეგიონებში ცხოვრობდა ხალხი მაშინდელ ევროპაში. ასევე ვიცით, თუ როგორი სიმჭიდროვით ცხოვრობენ დღესდღეობით, ზემოთხსენებული ხალხი კანადის ტერიტორიაზე. ევროპის ზედა პალეოლითში დასახლებული მიწების ფართობის და კანადელი ადგილობრივი ამერიკელების განსახლების სიმჭიდროვის მიხედვით გაკეთდა გამოთვლა და მივიღეთ ასეთი შედეგი:

40-30 ათასი წლის წინ ევროპის მოსახლეობა მერყეობდა 1, 700-28, 400 კაცს შორის (საშუალოდ 4, 400)

30-22 ათასი წლის წინ მერყეობდა - 1, 900-30, 600 კაცს შორის (საშუალოდ 5, 900)

22-16.5 ათასი წლის წინ მერყეობდა 2, 300-37, 700 ადამიანს შორის (საშუალოდ28, 700).
2021, 9 იანვარი, 6:54
How many people died from 8000 BC to 2011 AD?
It is calculated, that in 8,000 BC - 2011 AD - died More than 105 billion people. This number at least gives us an idea of ​​how many generations of experiences and the reconciliation of the fruits of the minds of brilliant and distinguished people have taken humanity to bring civilization to the present level. Calculations were made to describe as scrupulously as possible how many people died during the last 10,000 years. Since no one in the distant past conducted a census of the population, scientists needed to use a variety of information and data, and it was finally established, that:
From 8000 BC - to the 1 year AD - About 46 billion people died.
26.5 billion people from the first century to 1200.
Between 1200 and 2011 - approximately 32.8 billion people died. (Source: Population Reference Bureau estimates)
2021, 9 იანვარი, 6:54
The maximum number of the simultaneously lived Neanderthals did not exceed 100 thousand. It is estimated that the total population of Neanderthals, who at one time lived in Eurasia, was at the height of the Mousterian culture - 70 thousand. when they were in the last period of their existence, about 40 thousand years ago, there were a total of 10-4 thousand people left, in the vast area of ​​their entire habitat.

A 2005 study estimated the population of Upper Palaeolithic Europe by calculating the total geographic area which was inhabited based on the archaeological record; averaged the population density of Chipewyan, Hän, Hill people, and Naskapi Native Americans which live in cold climates and applied to this to EEMH; and assumed that population density continually increased with time calculated by the change in the number of total sites per time period. The study calculated that:
from 40–30 thousand years ago the population was roughly 1,700–28,400 (average 4,400);
from 30–22 thousand years ago roughly 1,900–30,600 (average 4,800);
from 22–16.5 thousand years ago roughly 2,300–37,700 (average 5,900);
and 16.5–11.5 thousand years ago roughly 11,300–72,600 (average 28,700).
0 1 6