სხვა კარგად ნაცნობი საკვები პროდუქტები + უცნაური არომატი .. და აი, შედეგიც!!! 2021, 4 იანვარი, 19:34 თანამედროვე ეპოქაში დიდი საკვები პროდუქტების კომპანიები თავიანთი ნაწარმის ექსპორტს მთელ მსოფლიოში ეწევიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან ერთი და იმავე გემოს მქონე საქონელს ჰყიდიან. კულტურა გვკარნახობს გემოვნებას და პროდუქტებიც უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული ქვეყნის მკვიდრთა პრეფერენციებს. სახალისოა იმის დანახვა, თუ როგორ განსხვავდება კულინარიული გემოვნება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით შორეულ აღმოსავლეთში, მაშინაც კი, როცა საქმე ეხება პოპულარულ საკვებ ბრენდებს: ლეისს, დანკინ დონატს, ან პეპსის.
1.ჩიფსი ბორშის გემოთი - იაპონია გამოვიდა იაპონიაში, რუსეთში გამართული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატივცემლოდ.
2.იოგურტ-პეპსი - იაპონია
იოგურტს თავისთავად სასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ როგორი იქნება, თუ მას პეპსს შევურევთ? აღმოსავლეთი საკმაოდ თამამია ამგვარი ექსპერიმენტების მხრივ.
3.კოლა ბეკონის და ქათმის ფრთის გემოთი - აშშ
კოლას ეს ვარიაცია შეგიძლიათ, აშშ-ში შეიძინოთ, თუმცა მოისურვებთ კი გასინჯვას?
4.დონატები (ფუნჩულები) ღორის შაშხითა და ზღვის წყალმცენარეებით - ჩინეთი
ეს უბრალოდ უცნაურად ჟღერს, ამგვარი დონატები სულაც არაა შოკოლადმოსხმული.
5.Slushee (ყინულიანი სასმელი) პიცისა და სპაგეტის გემოთი - კანადა
პიცა არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ შეიძლება, იყოს თხევადი სახით!
6.ჩიფსი "პრინგლსი" ზღვის მცენარეების არომატით- აზია
ზღვის მცენარეები აზიატებისთვისაა ზედგამოჭრილი, საინტერესოა, როგორია ბეკონი პრინგლსი დანარჩენი მსოფლიოსათვის.
7.ორცხობილა "ორეო" მწვანე ჩაის არომატით - ჩინეთი
მწვანე ჩაის "ორეო" ჟღერს, როგორც ამ პროდუქტის ჯანსაღი ვარიანტი. ვინ თქვა, რომ ყველა საკვები "ჯანსაღი" უნდა იყოს?
8.ესკიმო სპაგეტის გემოთი - იაპონია
იაპონია, როგორც წესი, ცნობილია თავისი ორიგინალური დესერტებით და არც სპაგეტი-ესკომოა ამ მხრივ გამონაკლისი. 9.ბლინის სასმელი - იაპონია
ბლინები არ იყიდება თხევადი სახით, ისინი ცხვება. სხვა შემთხვევაში, ისინი მხოლოდ ნედლი, უმი ცომია.
10.ჩიფსი ლეისი ლიმონის არომატით - აშშ
ჩიფსი ლეისის ეს ძალიან უცნაური კომბინაცია გვხვდება აშშ-ის მარკეტების თაროებზე.
11.კარტოფილის ჩიფსი "პრინგლსი" მარილისა და ძმრის გემოთი- აშშ
თუ მარილიანი ჩიფსები დიდად არ გვაკვირვებს, ეგზოტიკური საკვების მოყვარულებს ძმრის მკვეთრი გემო ნამდვილად მიიზიდავს. 35 2-ს მოსწონს
|