x
image
თორ ნიკე
Mediator image
ცის დაპყრობა
ცის დაპყრობა


სიცოცხლე სწორედ წყალში ჩაისახა დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ და დედამიწაზე ამ უდიდესი რესურსის და ამავე დროს საცხოვრებელი არეალის ათვისება სწორედ ამ დროიდან და უპირველესად იწყება. მას შემდეგ კი, რაც წყლიდან ბაქტერიები, ციანობაქტერიები და მცენარეები ამოვიდნენ და ხმელეთზე გავრცელება დაიწყეს, სიცოცხლე ხმელეთსაც მოედო. ბაქტერიების და არქეების გავრცელება ხმელეთზე იწყება ჯერ კიდევ 3.6 მილიარდი წლიდან ან უფრო ადრეულ პერიოდშიც. 470 მილიონი წლის წინ წყლიდან ხმელეთზე ვრცელდებიან მცენარეები და ნელ-ნელა ითვისებენ და ფარავენ დედამიწის ხმელეთის თითქმის მთელ ზედაპირს. პირველი ცხოველები წყალში ჯერ კიდევ 800 მილიონი წლის წინ ფორმირდნენ და დედამიწის ხმელეთზე წყლიდან ამოვიდნენ და გავრცელება დაიწყეს დაახლოებით 360 მილიონი წლის წინ.

გამოდის, რომ სიცოცხლემ წყლის გარემოს, ოკეანეებისა და ზღვების ათვისება დაიწყო 4 მილიარდი წლის წინ, ცხოველები წყალშივე ჩამოყალიბდნენ და ამ სივრცის ათვისება დაიწყეს 800 მილიონი წლის წინ. ხმელეთის ათვისება ცხოველებმა დაიწყეს 470 მილიონი წლის წინ. ისმის კითხვა: როდის დაიწყეს ცხოველებმა ჰაერის, ატმოსფეროს ათვისება? საერთოდ ცოცხალი ორგანიზმები, როგორიცაა ბაქტერიები და ვირუსები ჰაერში 3.6 მილიარდი წლის წინანდელი პერიოდიდან არსებობენ და ქარის მეშვეობით ხდებოდა მათი გადაადგილება, მაგრამ ფრენის ფენომენი, რაც ცხოველებს ახასიათებთ, გამოჩნდა პირველად მწერებში. მწერების წინაპარი ჰექსაპოდები წარმოიშვნენ 479 მილიონი წლის წინ და ფრენის უნარი გამოიმუშავეს 406 მილიონი წლის წინ.


ჭიამაია



სწორედ ამ დროიდან იწყება დედამიწაზე მცენარეების ნამდვილი დივერსიფიკაცია და სრული გავრცელება ტყეების წარმოქმნით. ჩვენდა გასაოცრად ერთ-ერთი უპირველესი მფრინავი არსებების ერთ-ერთი მოდგმა დღემდე არსებობს და ისინი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, წყალში ცხოვრობენ. როცა ზედაპირიდან მდინარეში ჩაიხედავ, თითქოს 320 მილიონი წლის წინანდელ პერიოდში მოგზაურობ. დინოზავრების განვითარებამდე გამოჩნდნენ ეს არსებები წყალში. ეს მწერია, სასტიკი მტაცებელი, რომელსაც მექანიკურის მსგავსი ყბები აქვს. თითქოს წარმოუდენელია, რომ ეს ცხოველები პირველებს შორის იყვნენ მფრინავი არსებების ისტორიაში, მაგრამ წყალში ის მხოლოდ ლარვობის პერიოდს ატარებს. მომწიფების რაღაც ეტაპზე ის წყლიდან ხმელეთზე ამოდის, მცენარეზე მოიკალათებს, კანს იცვლის და სრულიად სხვა შესახედაობის არსება ხდება. მის ზურგზე არსებული 4 კოპიდან კი მალევე ვითარდება ორი ფრთა. ასე ყალიბდება ზრდასრული ნემსიყლაპია.


ნემსიყლაპია


ჩვენ, ადამიანებმა ძალიან გვიან დავიწყეთ ფრენა და მიუხედავად იმისა, რომ გვგონია ამაში ძალიან მაგრები ვართ, ბუნებაში გვხვდება ევოლუციის ასობით მილიონი წლის ნამუშევარი ნიმუშები - აერონავტები, რომლთა შესაძლებლობებთან ჩვენი ტექნოლოგიები ჯერჯერობით ახლოსაც ვერ მიდის. ამბავი, თუ როგორ აიჭარა ცაში ცხოველი, ნამდვილად გამაოგნებელია, თავდაპირველად მწერებმა მოახერხეს ფრენა, რომელთაც ორი წყვილი ფრთა ჰქონდათ, რაც შემდგომში სხვადასხვაგვარად მოდიფიცირდა. მაგრამ მათი საჰაერო სივრცეში უკონკურენტო ბატონობის შემდეგ, ცაში ახალი ტიპის ცხოველები ავიდნენ - ხერხემლიანები (პირველი ხერხემლიანები ჩამოყალიბდნენ 541 მილიონი წლის წინ ოკეანეში).


პტეროზავრები


პირველი ხერხემლიანები, რომელთაც ფრენა მოახერხეს იყვნენ ქვეწარმავლების ერთი ჯგუფი, მეცნიერული დასახელებით პტეროზავრები ანუ მფრინავი ხვლიკები, რომლებმაც ფრენის უნარი განივითარეს და ცაში აიჭრნენ 230 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან. ისინი დინოზავრების ახლო მონათესავები იყვნენ. ისინი რეპტილიები იყვნენ და არა ჩიტები. პირველი ფრინველები ჩამოყალიბდნენ თეროპოდი დინოზავრებისგან 165-150 მილიონი წლის წინ და მას მერე საუკეთესოდ აითვისეს საჰაერო სივრცე. არქეოპტერიქსი ჩვენთვის ცნობილი უძველესი ფრინველის სახეობაა. დღევანდელი ფრინველები არიან 66 მილიონი წლის წინ დიდი კატასტროფის შედეგად გადაშენებული მფრინავი დინოზავრების გადარჩენილი ნაწილის შთამომავლობა.


ღამურები


რაც შეეხება ძუძუმწოვრებს, პირველი მცირე ზომის ძუძუმწოვრები გამოჩნდნენ 178 მილიონი წლის წინ (იხ. წყარო), ხოლო მფრინავი ძუძუმწოვრები, რომელთა ერთადერთი წარმომადგენლები არიან ღამურები, ჩამოყალიბდნენ დაახლოებით 60-52 მილიონი წლის წინ მღრღნელისებრი ცხოველებიდან, რომლებიც ვირთხებს ჰგავდნენ. ყველაზე დიდხანს მცხოვრები ღამურა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, არის 41 წლის. 2021 წლისთვის, ღამურების სულ 1100 სახეობაზე მეტი არსებობს და ყოველ მათგანს შეუძლია ფრენა.


პირველი ფოტო: ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან. კოლხური არწივები.

წყარო: დოკუმენტური ფილმების სერია დეივიდ ეთენბოროს მიერ - ცის დაპყრობა;



კრებულები:


1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. II)

11. მეცნიერება (ნაწ. III)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
83
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
83
  
2021, 4 იანვარი, 9:36
When did life conquer Oceans, Lands and skies?
Life was introduced into the water about 4 billion years ago, and the development of this vast resource on Earth, and at the same time a habitat, begins at this time and in the first place. Once bacteria, cyanobacteria, and plants emerged from the water and began to spread on land, life spread to land. The spread of bacteria and archaea on land dates back as far as 3.6 billion years or even earlier. 470 million years ago, plants spread from water to land and slowly absorbed and covered almost the entire surface of the earth. The first animals were formed in water as far back as 800 million years ago and came out of the water on land on Earth and began to spread about 360 million years ago.
It turns out that life began to assimilate the aquatic environment, oceans and seas 4 billion years ago, animals formed in the water itself and began to assimilate this space 800 million years ago. Terrestrial assimilation by animals began 470 million years ago.
2021, 4 იანვარი, 9:36
The question is: when did animals begin to absorb air, the atmosphere? Generally living organisms such as bacteria and viruses have been in the air since 3.6 billion years ago and moved through the wind, but the flight phenomenon that characterizes animals first appeared in insects. The ancestral hexapods originated 479 million years ago and the ability to fly was generated 406 million years ago.
It is from this time that the true diversification and full distribution of plants on earth begins with the formation of forests. Surprisingly, one of the first flying creatures of our day still exists, and they, surprisingly, live in water. When you look at the river from above, it is as if you are traveling from 320 million years ago. Before the development of dinosaurs, these creatures appeared in water. It is an insect, a fierce predator that has mechanical-like jaws. It seems unbelievable that these animals were among the first in the history of flying creatures, but in the water it only spends a larval period. At some stage of maturation, it rises from the water to the land, clings to the plant, changes its skin, and becomes a completely different-looking creature. From the 4 copies on its back, two wings soon develop. This is how an adult nematode is formed.
2021, 4 იანვარი, 9:35
We humans started flying very late, and although we think we are very good at it, we find in nature hundreds of millions of years of evolution - aeronauts whose capabilities our technologies have yet to come close to. The story of how an animal flew into the sky is truly astonishing, at first the insects managed to fly with two pairs of wings, which were later modified differently. But after their unrivaled dominance in the airspace, a new type of animal ascended into the sky - vertebrates (the first vertebrates formed in the ocean 541 million years ago).
The first vertebrates to fly were a group of reptiles, scientifically named pterosaurs, or flying lizards, which developed the ability to fly and climb into the sky from 230 million years ago . They were close relatives of dinosaurs. They were reptiles, not birds. The first birds evolved from theropod dinosaurs 165-150 million years ago and have since best occupied airspace. Archeopteryx is an ancient bird species known to us. Today's birds are the descendants of the surviving part of the flying dinosaurs that became extinct in a catastrophe 66 million years ago.
As for mammals, the first small mammals appeared 178 million years ago, while flying mammals, whose only representatives are bats, formed about 60-52 million years ago from rodents that looked like rats. The longest living bat known to us is 41 years old. By 2021, there are more than 1,100 species of bats and each of them can fly.
0 1 3