სხვა სად მდებარეობს ტუტანჰამონის სამარხი 2021, 3 იანვარი, 22:40
ეგვიპტის ფარაონი ტუტანჰამონი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა პიროვნებად, რომლის არსებობაც ისტორიკოსებს არ სჯეროდათ. მართლაც, ეგვიპტის ძველმა მმართველმა, ისტორიული მონაცემებით, 20 წლამდეც ვერ იცოცხლა, და შესაბამისად, ვერც ღირსეული მემკვიდრეობა დატოვა. მაგრამ 1922 წელს ტუტანჰამონის არსებობის ფაქტი დადასტურდა, როდესაც კარტერის გვარით ცნობილმა ერთ-რთმა არქეოლოგმა აღმოაჩინა განსასვენებელი მრავალი სამკაულით, ოქროს ჭურჭლით და, რა თქმა უნდა, სარკოფაგით. ცოტა რამ ტუტანჰამონზე: რაც შეეხება ფარაონ ტუტამჰამონის მმართველობის პერიოდს, ეს დრო მრავალი საიდუმლოებით და თავსატეხით არის აღსავსე. იმ მომენტისთვისაც კი, ამგვარ ასაკში ადამიანის სიკვდილი იშვიათ მოვლენად ითვლებოდა. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ მმართველი შეიძლება გარდაიცვალა შემდეგი მიზეზების გამო: სიკვდილი ეტლიდან ჩამოვარდნით მიღებული დაზიანებების გამო. (ფარაონებს უყვარდათ ამგვარი გართობა, სხვა მეეტლეებთან შეჯიბრის სახით.) ის მოკლეს არაკეთილმოსურვეებმა, პირებმა, რომლებსაც ლეგიტიმური მმართველის დამხობა სურდათ; ტუტანჰამონი განუკურნებელი დაავადებით იტანჯებოდა; ფარაონი ცუდი გენეტიკური მემკვიდრეობის შედეგად გარდაიცვალა. საიდუმლო არ არის, რომ ეგვიპტის აღწერილი მმართველი დაიბადა მამის, ეხნატონის, საკუთარ დასთან ინტიმური ურთიერთობის შედეგად. იმ დროს ეს არ გახლდათ რაღაც ზებუნებრივი, რადგან მკურნალებმა არ იცოდნენ, რომ ინცესტი საზიანო იყო შთამომავლობისთვის. თვით ტუტანჰამონმა კანონიერი მეუღლედ მიიღო საკუთარი და, სახელად ანხესენამონი, მაგრამ მათ დრო არ ჰქონდათ შვილების გაჩენისთვის. მეფეთა ველი - ასე ეწოდება ადგილს, რომელსაც არქეოლოგები უკვე რამდენიმე ასეული წელია საგულდაგულოდ იკვლევენ. სწორედ აქ დაკრძალეს ტუტანჰამონი, ათეულობით ახლო პირთან და ძველი ეგვიპტის სახელმწიფო მოღვაწესთან ერთად. ველი მდებარეობს ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ლუქსორთან (ძველად მას თებეს უწოდებდნენ.) ფარაონის აკლდამის ძიება 1916 წელს დაიწყო და ამ დროს კარტერსა და მის პარტნიორს, ლორდ კარნარვონს, საზოგადოებაში დასცინოდნენ, რადგან მათი იდეა უტოპიურად მიაჩნდათ. მკვლევარებს არანარი მტკიცებულების წარმოდგენა არ შეეძლოთ საკუთარი თეორიის დასადასტურებლად, მაგრამ საზოგადოების დაცინვამ ხელი ვერ შეუშალა მათ სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო თანხების მოძიებაში. საინტერესოა, რომ როდესაც ეგვიპტოლოგები პირველად ჩავიდნენ ფარაონის განსასვენებელში, (ეს მოხდა 1922 წლის 25 ნოემბერს), მათ მაშინვე აღმოაჩინეს, რომ ვიღაც მანამდე იმყოფებოდა აკლდამაში. დოქების ნატეხები და სხვა ჭურჭელი ყველგან იყო მიმოფანტული, რაც აშკარად მიანიშნებდა სამარხების მძარცველებზე. მაგრამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, განძი ხელუხლებელი აღმოჩნდა, სამარხის შესასვლელი საიმედეოდ იყო დალუქული. შესაძლებელია, მძარცველები მოგვიანებით აპირებდნენ დაბრუნებას, მაგრამ სამარხი არქეოლოგებმა აღმოაჩინეს. ყველაზე შორეულ ოთახში ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინეს: ოქროს სამკაულები, ძვირფასეულობა, საოჯახო ნივთები, ფარაონის ორი უზარმაზარი ქანდაკება, წმინდა გვირგვინებით და რიტუალური იქროს კვერთხებით ხელში. იქ ორი ოქროს ეტლი და ნავების ნაწილებიც კი იყო, რომელთა დახმარებით ტუტანჰამონი წინაპრებდან შესახვედრად უნდა გამგზავრებულიყო მკვდართა საუფლოში. აკლდამის წყვლა? ექსპედიციის მონაწილეებისათვის უსაფრთხო არ დარჩენილა ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ისტორიული აღმოჩენა. ფარაონის აკლდამის აღმოჩენიდან რამდენიმე წელიწადში ლორდ კარნარვონი გარდაიცვალა და ამის შემდეგ სიკვდილმა კიდევ ათამდე ადამიანი წაიყვანა, რომლებიც გარკვეულ მოვალეობებს ასრულებდნენ. არქეოლოგების ნაწილი გარდაიცვალა მოულოდნელი ავადმყოფობის (სისხლის მოწამვლის) გამო, ვიღაც ახლო ნათესავმა მოკლა, ნაწილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. აკლდამის წყვევლის თეორიის ბევრ ადამიანს სჯეროდა, მაგრამ იგი დაუმტკიცებელი დარჩა ექსპედიციის წევრების გარდაცვალებას შორის დროში ძალიან ფართო შუალედის გამო. სიკვდილის მიზეზებიც ძალიან განსხვავებული იყო. 120 7-ს მოსწონს
|