სხვა ნაბახუსევის სამკურნალო საშუალებები სხვადასხვა ქვეყანაში 2021, 3 იანვარი, 17:33 1. მექსიკა - მენუდო
მენუდო ცხარე მექსიკური წვნიანია, რომელიც მზადდება ძროხის კუჭისაგან. როგორც ამბობენ, იგი ხსნის მადას, ეხმარება შინაგან ორგანოებს გაახალგაზრდავებასა და თვითწმენდაში.
2.Rollmop - გერმანია
ბახუსისას გერმანელები ტრადიციულად მკურნალობენ როლმოპსით. ესაა ქაშაყის ფილე სხვადასხვა შიგთავსით, მაგალითად, დამარინადებული მწვანე ზეთისხილით. ქაშაყის კერძი "პახმელიისას" საუზმის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს ელექტროლიტების აღდგენას. 3.მონღოლეთი - პომიდვრის წვენი, პიკელებული ცხვრის თვალით
პომიდორი მიიჩნევა ა და ცე ვიტამინების, ასევე, ანტიოქსიდანტ ლიკოპინის საიმედო წყაროდ.
4.ბრაზილია - ქოქოსის წყალი
5.იტალია - ექსპრესო 6.UK - ინგლისური საუზმე "პახმელიისას"
ბახუსის სამკურნალოდ ინგლისში ყველაზე მეტად გავრცელებულია დიდი შემწვარი საუზმე: ნახევრად თოხლო ერბოკვერცხები, სოსისები (ძეხვეული) და ჩაშუშული ლობიო. ცხიმი ათავისუფლებს, იცავს კუჭს; გამომცხვარი პური ანიეტრალებს ალკოჰოლის ზემოქმედებას, კვერცხები ამარაგებს სხეულს ცილებით.
7.მჟავე წყალი და მწვნილი - პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა
ნატრიუმის მაღალი შემცველობის წყალობით იგი იდეალური საშუალებაა სხეულის განსატვირთად. 8.უმებოს ქლიავი - იაპონია
ესაა პიკელებული ქლიავი, რომელიც პოპულარულია იაპონიასა და სხვა აზიურ ქვეყნებში. უმებოს ქლიავი შეიცავს ბუნებრივ პაქტერიებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს. 9.რამანი - იაპონია ესაა ბოსტნეულისა და ლაფშის სუპი.
10.პად კე მაო - ტაილანდი
ეს მარტივი კერძი სხვადასხვა შემადგენლობისაა: ყვითელი ლაფშები, მინის ლაფშები, ფართო ლაფშები, ლაფშები ძროხის ხორცით, ღორის ხორცით, ქათმით, იხვითა და სოუსით და ა.შ.
11.პრერიული ხამანწკები - აშშ
12.სევიჩე - პერუ
ციტრუსის მარინადი გამოიყენება სევიჩესათვის. სევიჩე ესაა პერუს ნაციონალური კერძი, რომელიც დამზადებულია თევზისაგან. თვითონ კერძი ძალიან გემრიელია, მაგრამ პერუელები ბახუსის სამკურნალოდ ხშირად სვამენ ნარჩენ მარინადს, რომელიც ცნობილია, როგორც "ვეფხვის რძე". 13.მწვანე ჩაი - ჩინეთი
14.დაფშვნილი მარტორქის რქა - ვიეტნამი
ცხელ წყალში გახსნილი მარტორქის დაქუცმაცებული რქა ვიეტნამში მიიჩნევა "პახმელიის", ასევე, დაავადებების მკურნალობის ეფექტურ საშულებად. 189 შეფასება არ არის
|