x
image
თორ ნიკე
Mediator image
ფულის ისტორია
ფულის ისტორია


მიწათმოქმედების, დამწერლობის, მათემატიკის, ასტრონომიის, ასტროლოგიის და ფულის ისტორია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთის გვერდიგვერდ ვითარდებოდა ნეოლითური ხანის დადგომიდან სხვადასხვა საზოგადოებაში დაახლოებით ძვ.წ. 12, 000 წლიდან. მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარებამ და აქედან გამომდინარე ნეოლითური ხანის დადგომამ მაშინდელი კაცობრიობის მოწინავე საზოგადოებებში და რეგიონებში, წარმოშვა საჭიროება წარმოებული მცენარეული და ცხოველური ნაწარმის აღრიცხვა (მათემატიკა) და ერთმანეთში გაცვლა მოეხდინათ ჯერ პირდაპირ და შემდეგ ისეთი ნივთებით, პროტო-ფულით, რომელიც იმ კონკრეტულ საზოგადოებაში მიღებული იქნებოდა, როგორც გაცვლითი ერთეული საზოგადოებრივი შეთანხმების საფუძველზე. პირველადი ფულის როლს ასრულებდა სპეციალური ნიჟარები ან ძვლის და თიხისგან დამზადებული ფირფიტები. ასეთი ფული მიმოქცევაში იყო ნეოლითურ, სპილენძის და ბრინჯაოს ხანის საზოგადოებებში. ასევე გრძელდებოდა რკინის ხანის დადგომიდან - ძვ.წ. 1300-1200 წლიდან პირველი 6 საუკუნის განმავლობაში, მაგრამ ძვ.წ. მე-7 საუკუნის ბოლოს მცირე აზიაში, კოლხეთსა და ეგეოსის ზღვის აუზში დაიწყო მიმოქცევა პირველმა მოჭრილმა მონეტებმა. აქედან კი თანდათან მოედო მთელ მსოფლიოს და გავრცელდა დედამიწის ეკონომიკაში მონეტების გამოყენება მომდევნო საუკუნეებში სხვადასხვა რეგიონსა და სხვადასხვა კონტინენტზე.


ფულის ისტორია


ფული კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული გამოგონებაა. მისი პირველი ჩანასახი ახალ ქვის ხანაში ჩნდება. მანამდე ნებისმიერი სახის ანგარიშწორება მხოლოდ ნატურალური გაცვლით ხდებოდა. ეს იყო მარტივი სასაქონლო გაცვლა. იგივე ბარტერი. იმდროინდელი ნივთები მხოლოდ ერთმანეთით ფასდებოდა, მაგალითად ერთი ღორი იცვლებოდა რამდენიმე ქათამში და ასე შემდეგ, შესაბამის ძირითად ერთეულს შინაური პირუტყვი, ნანადირევი ან თავად სანადირო ან სხვა სახის იარაღი წარმოადგენდა. ფულის ლათინური სახელწოდებაც კი "პეკუნია" მომდინარეობს სიტყვიდან პეკუს, რაც ნახირს ნიშნავს. დროთა განმავლობაში, გაცვლადი საქონლის რაოდენობის ზრდამ და ფულადი პროდუქტის მალფუჭებადობამ გაცვლის მეტად საყოველთაო საშუალების საჭიროება გააჩინა. სწორედ ნეოლითის ხანაში (ძვ.წ. 12, 000 - 10, 000 წლიდან ყველაზე განვითარებულ რეგიონებში) ჩამოყალიბდა პრე-მონეტარული სისტემა. ამ სისტემის მიხედვით, გაცვლა ხდებოდა ერთგვაროვანი ნივთების, მაგალითად თიხის ფირფიტების საშუალებით. მოგვიანებით ანგარიშწორების ტექნიკა კიდევ უფრო დაიხვეწა და კაცობრიობამ გაცვლის უფრო მარტივ საშუალებას მიაგნო. ეს იყო ნიჟარა. რთულად მოსაპოვებელი, მსუბუქი, მტკიცე და რაც მთავარია ის არ ექვემდებარებოდა გაყალბებას. ფულის შემდგომი განვითარება ლითონის დამუშავებას უკავშირდება.



ჩინეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. პირველ ათასწლეულში შექმნეს მონეტების წინაპარი გახვრეტილი ფირფიტები, რათა ერთად შენახვა გაადვილებოდათ ძაფზე ასხმის გზით. ჰეროდოტეს ცნობით, ძვ.წ. მე-7 საუკუნის ბოლოს ლიდიის სამეფოში მოიჭრა ძვირფასი ლითონისგან დამზადებული მონეტები, რომლებიც ოქროსა და ვერცხლის შენადნობს წარმოადგენდა. ჰეროდოტეს ეს ცნობა გაურკვეველია რას ამბობს, იმას, რომ ლიდიაში პირველად მოიჭრა საერთოდ მონეტები, თუ პირველად მოიჭრა ძვირფასი ლითონის მონეტები, ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით პირველად მონეტების მოჭრა ლიდიაში მოხდა თუ კოლხეთში. მიჩნეულია, რომ ლიდიაში პირველი მონეტები მოიჭრა მეფე ალიეტის ვაჟის, კრესუსის მიერ, რომელიც მეფობდა ძვ.წ. 560-546 წლებში. კრესუსი ასოცირდება დიდ სიმდიდრესთან იმდენად, რომ დაიბადა გამოთქმა "კრესუსივით მდიდარი". ან შესაძლოა პირველად ლიდიაში მონეტა მოიჭრა მისი მამის, მეფე ალიეტის მიერ, რომელიც მეფობდა ძვ.წ. 591-560 წლებში. ლითონის ფულის პირობებში, კაცობრიობა დარწმუნდა, რომ სიმდიდრე არ უდრის სიმძიმეს. საჭირო გახდა ფულის წონისა და მოცულობის შემცირება. ძვ.წ. 118 წელს ჩინეთში მიმოქცევაში ჩაეშვა ბანკნოტების პირველი წინაპარი - ტყავის ფული. ახ.წ. 806 წლიდან კი ისინი უკვე ქაღალდის ბანკნოტებზე გადავიდნენ მაშინ, როცა ევროპაში ქაღალდის ფული მხოლოდ მე-17 საუკუნეში ჩაეშვა მიმოქცევაში.



1) კოლხური თეთრი

აღმოჩენის ადგილი: საქართველო

კოლხეთის სამეფო (1250-164 წწ.)

არტეფაქტის ასაკი: ძვ.წ. VII-VI საუკუნე.


კოლხური თეთრი



2) კოლხური თეთრი

აღმოჩენის ადგილი: საქართველო

კოლხეთის სამეფო (1250-164 წწ.)

არტეფაქტის ასაკი: ძვ.წ. VII-VI საუკუნეები


კოლხური თეთრი

ეს არის აღმოჩენილ კოლხურ მონეტებს შორის ორი უძველესი მონეტა. მეორე მათგანზე გამოსახულია ძალიან საინტერესო რამ. ფარაონ ხეოფსის, იგივე ხუფუს სტელა გვამცნობს, რომ სფინქსი იყო ქალღმერთ ისიდას საკუთრება. ნინევიაში კი, ქალღმერთ იშთარის კარიბჭეზე თეთრი ძროხები და ლომებია გამოსახული. ასევე ფაფრიანი ძუ ლომია შუმერული ქალღმერთის - ინანას ჰიპოსტასიც. უძველეს კოლხურ თეთრზე სწორედ გამოსახულია ერთ მხარეს ფაფრიანი ძუ ლომი, ხოლო მეორე მხარეს დაჩოქილი ქალის ფიგურა ძროხის თავით. თუ მას ძველეგვიპტურ ზოდიაქოზე გამოსახულ დაჩოქილ ეგვიპტურ ქალღმერთ ისიდას შევადარებთ, საოცარ მსგავსებას აღმოვაჩენთ და თან ეს არა მხოლოდ გარეგნული, არამედ უპირველესად შინაარსობრივი მსგავსებაა.


ქალღმერთი ისიდა უძველეს კოლხურ მონეტაზე



3) ლიდიური მონეტა

აღმოჩენის ადგილი: ანატოლია

ლიდიის სამეფო (1200-564 წწ.)

არტეფაქტის ასაკი: ძვ.წ. VII-VI საუკუნე.


ლიდიური მონეტა



4) იონიური ჰემიობოლი

აღმოჩენის ადგილი: ანატოლია

იონიის სამეფო (ძვ.წ. VII-VI სს.)

არტეფაქტის ასაკი: ძვ.წ. VI საუკუნე.


იონიური მონეტა




კრებულები:


1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. II)

11. მეცნიერება (ნაწ. III)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
356
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
356
  
2022, 28 აგვისტო, 4:34
მეფე მიდასი ბერძნულ მითოლოგიაში მომდინარეობს რეალური მეფისგან. ის მეფობდა ძვ.წ. მე-8 საუკუნეში ფრიგიაში, რომელსაც ერქვა ორიგინალი სახელი მუშქეთი. თვითონ მეფეს მითა მუშქი ანუ მითა მესხი ერქვა (King Midas of Phrygia - Mitha Mushki) - მან მოჭრა პირველი მონეტები ისტორიაში და მოახდინა ეკონომიკის მონეტიზაცია. ამიტომ ძალიან გამდიდრდა და ბერძნების მითოლოგიაშიც ისეთი კაცის სახელით შევიდა, რომელიც ყველაფერს ოქროდ აქცევდა.
2021, 13 აგვისტო, 13:29
მითა მესხი და კოლხური თეთრი მსოფლიო ეკონომიკის რევოლუციის სათავეში
მონეტების მოჭრა და ეკონომიკის მონეტიზაცია, გადატრიალება იყო მსოფლიო ეკონომიკაში და კაცობრიობის ახალი ერის დასაწყისი.
მონეტები შემოიღეს როგორც გადახდის მეთოდი ძვ.წ. მე-6 ან მე-5 საუკუნეში. მონეტების გამოგონება ჯერ კიდევ საიდუმლოებით არის მოცული: ჰეროდოტეს თანახმად (I, 94), მონეტები პირველად ლიდიელებმა მოჭრეს, ხოლო არისტოტელე ირწმუნება, რომ პირველი მონეტები მოჭრილია დემოდიკე კირმელის მიერ, რომელიც იყო ფრიგიის მეფის მიდასის მეუღლე. ფრიგიის მეფის, მიდასის ნამდვილი სახელი იყო მითა და იწოდებოდა, როგორც მითა მუშქი (მუშქები იყვნენ იგივე პროტო-მესხები - ქართველები).
ნუმიზმატები თვლიან, რომ პირველი მონეტები მოჭრილია საბერძნეთის კუნძულ ეგინაზე, ადგილობრივი მმართველების მიერ ან არგოსის მეფე ფეიდონის მიერ.
1) ძვ.წ. 700 წ. - მონეტები პირველად მოიჭრა კუნძულ ეგინაზე.
2) ძვ.წ. 609 - ძვ. წ. 560 - ალიატე ლიდიელის მეფობა. ელექტრომისგან დამზადებული პირველი მონეტების მოჭრა.
3) ძვ. წ. 600 - ძვ. წ. 550 - კოლხეთში ვერცხლის სტატერის მონეტაზე გამოსახულია ლომის თავი და ასევე პეგასი მის უკანა მხარეს.
4) ძვ.წ 600 - ძვ. წ. 550 - კალიმნას ვერცხლის სტატერის მონეტაზე კარიაში გამოსახულია კუს ლირა მის უკანა მხარეს.
5) ძვ. წ. 600 - ძვ. წ. 300 - დიონისე ჩნდება ნაქსოსის, მენდესა და სხვა ბერძნული ქალაქების მონეტებზე.
6) ძვ.წ. 560 წ. - კრესუს ლიდიელი პირველად აწარმოებს მყარ ოქროს მონეტებს.
7) დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ლიდია დაიპყრეს სპარსელებმა ძვ.წ. 546 წელს, მონეტები შვიდა სპარსეთშიც.
2021, 13 აგვისტო, 12:37
8. ფინიკიელებს არ მოუჭრიათ მონეტები ძვ.წ. V საუკუნის შუა წლებამდე (ძვ. წ. 450 წ.), ხოლო ამ დროიდან მონეტები სწრაფად გავრცელდა კართაგენელებში, რომლებმაც მოჭრეს მონეტები სიცილიაში.
9) პტოლემეების პერიოდიდან მონეტები რეგულარულად იჭრებოდა ეგვიპტეში. პირველი მონეტა ატარებს ნაუკრატისის კლეომენეს სახელს, ძვ.წ. 330-323, რომელიც მართავდა ეგვიპტეს ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
10) რომაელებმა მონეტების მოჭრა დაიწყეს მხოლოდ ძვ.წ 326 წლიდან.
11) ჩვენს წელთაღრიცხვამდე 310 წლიდან - მონეტები შემოიტანეს ინდოეთში აქემენიდური იმპერიის მეშვეობით, ასევე ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრე სამეფოების მეშვეობით.
12) ჩინეთში ოქროს მონეტები პირველად იქნა სტანდარტიზებული ცინის დინასტიის დროს (ძვ. წ. 221-207 წწ).
13) იაპონია - პირველი მონეტები 708 წელს იმპერატრიცა გენმეის, იაპონიის 43-ე საიმპერატორო მმართველის ბრძანებით მოიჭრა.
14) ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა - მონეტები პირველად გამოჩნდა მე-15 საუკუნიდან. შეერთებულმა შტატებმა პირველად მოჭრა მონეტები 1792 წელს.
15) სუბ-საჰარულმა აფრიკამ პირველად მოჭრა საკუთარი მონეტა 1892 წელს პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში.
16) ავსტრალია - 1909 წელს, ფედერაციიდან რვა წლის შემდეგ, ფედერალურმა პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ავსტრალიას უფლებას აძლევდა ჰქონოდა საკუთარი მონეტები.
2021, 13 აგვისტო, 12:17
ეკონომიკის მონეტიზაცია - რომელმა რეგიონებმა დაიწყეს დედამიწაზე პირველებმა მონეტების მოჭრა, რაც გადატრიალება იყო მსოფლიო ეკონომიკაში:
Coins were introduced as a method of payment around the 6th or 5th century BC. The invention of coins is still shrouded in mystery: According to Herdotous (I, 94), coins were first minted by the Lydians, while Aristotle claims that the first coins were minted by Demodike of Kyrme, the wife of King Midas of Phrygia - Mitha Mushki (Meskhi - Georgian).
Numismatists consider that the first coins were minted on the Greek island of Aegina, either by the local rulers or by king Pheidon of Argos.
1) 700 BC - Coins first minted on the island of Aegina.
2) 609 BC - 560 BC - Reign of Alyattes of Lydia. Minting of first coins made from electrum.
3) 600 BC - 550 BC - The silver stater coin in Colchis depicts a head of the lion and also Pegas on its reverse side.
4) 600 BC - 550 BC - The silver stater coin of Calymna in Caria depicts a tortoise shell lyre on its reverse side.
5) 600 BC - 300 BC - Dionysos appears on the coins of Naxos, Mende and various other Greek city states.
6) 560 BC - Croesus of Lydia first manufactures coins of solid gold.
2021, 13 აგვისტო, 12:17
7) It is certain that when Lydia was conquered by the Persians in 546 BCE, coins were introduced to Persia.
8) The Phoenicians did not mint any coins until the middle of the fifth century BC (450 BC), which quickly spread to the Carthaginians who minted coins in Sicily.
9) From the Ptolemaic Period on coins were minted regularly in Egypt. A first issue bears the name of Kleomenes of Naukratis, 330-323 BC, who governed Egypt for a period after the death of Alexander the Great.
10) The Romans only started minting coins from 326 BC.
11) From about 310 BC - Coins were brought to India through the Achaemenid Empire, as well as the successor kingdoms of Alexander the Great.
12) In China, gold coins were first standardized during the Qin dynasty (221-207 BC).
13) Japan - first minted coins in 708 AD on the orders of Empress Genmei, Japan's 43rd Imperial ruler.
14) North and South America -coins there first appeared from the 15th century. USA first minted its own coins in 1792.
15) Sub-Saharan Africa first minted its own coin in 1892 in Pretoria, South Africa.
16) Australia - In 1909, eight years after Federation, the Federal Parliament passed a bill allowing Australia to have its own coins.
0 1 5