ჯანმრთელი კვება ქათმის ხორცის რომელი ნაწილის ჭამა არ შეიძლება და რატომ 2020, 25 დეკემბერი, 15:19 თუ ქათმის ხორცი გიყვართ, მიირთვით მხოლოდ თეთრი ხორცი – ქათმის მკერდი, რადგან როგორც დიეტოლოგები ამბობენ, ქათმის თეთრი და მუქი ხორცი ორი საპირისპირო კატეგორიის პროდუქტია და რამდენადაც სასარგებლოა თეთრი ხორცი, იმდენად უსარგებლოა ბარკალი და სხვა მუქი ხორცი. მუქი ხორცისგან განსხვავებით კი, თეთრ ხორცში მცირე ოდენობით არის ქოლესტერინი, ცხიმები. ქათმის მუქ ხორცზე უარის თქმას გვირჩევენ გასტროენტეროლოგებიც, რადგან ამ ხორცში ქიმიური დანამატების დალექვა ხდება, რომელსაც ქათმის გაზრდის პროცესში იყენებენ და რასაც ორგანიზმის დაბინძურება და ნაწლავების ანთებითი პროცესი გამოწვევა შეუძლია. საერთოდ კი, ქათმის ხორცი, ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ღორის და საქონლის ხორცი, რადგან ჩვენი ორგანიზმის მიერ, მისი ცილის ათისება უფრო მარტივად ხდება. გარდა ამისა, ქათმის ხორცი მდიდარია В ჯგუფის ვიტამინებით და ამიტომ, მისგან მომზადებული ბულიონი რეკომენდირებულია სურდოს და სხვა დაავადებების დროს. ბულიონის შემადგენლობაში არსებული ვიტამინი В6 აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხოლო ვიტამინი – В5, ნივთიერებათა ცვლის პროცესში მონაწილეობს. P.S. სასარგებლო ბულიონის მომზადების წესი: I. ხორცი ბულიონისთვის «შემოწმებული» და დიეტური უნდა იყოს (ქათამი, ინდაური, კურდღელი, ხბოს ან ბატკნის ხორცი). II. ხორცი გაყინულია, თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია გალხვობის პროცესი: საყინულედან გამოღების შემდეგ, ხორცი ნელა უნდა გალხვეს. ამიტომ, ის, ვიდრე ოთახის ტემპერატურაზე მოხვდება, გარკვეული პერიოდით (მაგ., ღამის მანძილზე) მაცივარში, 0 გრადუსიან თაროზე (საყინულესთან ახლოს რომელიც არის) უნდა მოათავსოთ. III. ხორცს, ხარშვის წინ, ძვლებს ნუ მოაცილებთ. IV. ხორცი, მოხარშვის წინ, კარგად უნდა გარეცხოთ, მოაცილოთ ხილული ქონი, დაჭრათ პატარა ნაჭრებად, მოათავსოთ ქვაბში და დაასხათ ცივი წყალი. V. ხორცი სწრაფად არ უნდა ადუღდეს. სასურველია, რომ დუღილის ტემპერატურამდე მიყვანა, 20-30 წუთის მანძილზე გაგრძელდეს. რაც შეეხება თევზის ბულიონს, ის უფრო მეეტი, დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ უნდა ადუღდეს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ადუღების მომენტის დაფიქსირება: ჯერ ერთი – ამ მომენტში, საჭიროა წყლის ზედაპირიდან ქაფის მოხდა და მეორე – საჭიროა ცეცხლის დაწევა, რომ ინტენსიური დუღილი არ დაიწყოს და ბულიონი არ აიმღვრეს. მშვიდი დუღილის დროს, ქაფი კიდევ რამდენჯერმე უნდა მოხადოთ. არხის სხვა სიახლეები:1. უცნაური სასჯელი – ქრისტეს მიერ «დაწყევლილი» ადამიანი დღემდე ცოცხალია 2. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო 1946 4-ს მოსწონს
|