სასარგებლო პროდუქტები ცხოვრება ხორცპროდუქტების გარეშე – ვეგანები, ვეგეტარიანელები და პესკეტარიანელები 2017, 8 აგვისტო, 10:16 საკვები — ყოველი ადამიანის ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, განსაზღვრავს მის აზროვნებას და ქცევის წესებს. ზოგიერთი კერძებისადმი დამოკიდებულება (სიყვარული), ხოლო სხვებზე საერთოდ უარის თქმა, ყოველი ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მაგრამ, არიან ისეთებიც, კვების საკითხში, გარკვეულ ტენდენციებს რომ მიჰყვებიან. ეს შეიძლება იყოს: დაბალანსებური, დანაწევრებული, მხოლოდ მცენარის ნაყოფით კვება (ვეგენობა) და სხვა. გასტრონომიური კულტურის შევსება ახალ-ახალი მიმართულებებით დღესაც ხდება. ხოლო, ყველაზე უძველესი ამ კულტურებს შორის, ვეგეტარიანელობა არის, რომელიც თავის თავში სხვადასხვა სისტემას და ქვესისტემას აერთიანებს. ვეგანი და ვეგეტარიანელი სიტყვამ «ვეგეტარიანელი» ბევრი ეტაპი გაიარა, ვიდრე თანამედროვე მეტყველებაში, დღევანდელი სახით დაიმკვიდრებდა ადგილს. პროინდოევროპულ ენებში «*weg»-ს – ახალის, ფხიზელის მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო ამჟამად, მისი სიტყვაში ყოფნა, ხორცზე უარის თქმას ნიშნავს. მაგრამ, ეს უარი, ერთმნიშვნელოვანი არ არის.
* ლაქტოვეგეტარიანელები — უარს ამბობენ კვერცხზე, მაგრამ მათთვის მისაღებია რძის პროდუქტები. * ოვოვეგეტარიანელები — მიირთმევენ კვერცხს, მაგრამ რძის პროდუქტებზე უარს ამბობენ. * პესკეტარიანელები (იტ. pesce-თევზი) — უარს ამბობენ თბილსისხლიანი ცხოველების ხორცზე, მაგრამ არა თევზზე, კვერცხზე და რძის პროდუქტებზე. მაგრამ, კვერცხი და რძის პროდუქტები ადამიანის ორგანიზმისთვის საბაზო საკვებია და მათზე უარის თქმა, უკიდურესად, არასასურველია. ამის მიზეზი ის არის, რომ მათში შემავალი ცილები ძალიან ფასეულია ორგანიზმისთვის და მათი ჩანაცვლება არც თუ ისე მარტივია. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ ვეგეტარიანელების მოსაზრებები ვეგეტარიანელობაზე (ბევრ ადამიანს არ ესმის, თუ რატომ ამბობენ ეს ადამიანები უგემრიელეს კერძებზე უარს). იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდნენ გეგეტარიანელები, ძირითადად, სამ მიზეზს ასახელებენ: II. ორგანიზმისთვის სასარგებლო. ვეგეტარიანელობა და ვეგანოვა სახიფათო არ არის ჯანმრთელობისთვის და უფრო მეტიც – სასარგებლოა. მოხარშული, შემწვარი და გამომცხვარი საკვები უკვე ცუდია იმით, რომ ძალიან აბინძურებს ორგანიზმს, იწვევს ლორწოსა და შლაკების დაგროვებას. გარდა ამისა, ხორცი — რთული ცილებია და მისი მონელება არც ისე მარტივია. ბევრისთვის ცხოვრება მის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო კერძი — უგემური. მაგრამ, მცენარეულ საკვებს ბევრი დადებითი თვისება აქვს. მათ შორის: * დიდი რაოდენობით მინერალებს და ვიტამინებს შეიცავს; * აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას;* გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას არ აქვეითებს (ცხოველური წარმომავლობის მძიმე საკვები ბევრ ენერგიას ითხოვს გადამუშავებისას – იწვევს დაღლილობის და ძილიონობის შეგრძნებას); * აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და სახის ფერს; * ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებების განვითარების რისკებს. III. ცოცხალი ვიტამინები. ვეგატარიანელები თვლიან, რომ საწყის ეტაპზე პროდუქტი საჭირო ფერმენტებს შეიცავს, რომლებიც 70 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, თერმული დამუშავების დროს, ნადგურდება. და უნდა აღინიშნოს, რომ უმი კერძების მოყვარულები, ხშირ შემთხვევაში, არც ყველზე ამბობენ უარს, რადგან მას თბილი რძით აკეთებენ. ვეგეტარიანელების საკვები ყველაზე დიდი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ცხოველური წარმოშობის ცილების გარეშე რთულია დაბალანსებური კვება. სწორედ ამიტომ არის, რომ მუდმივად მიმდინარეობს კამათი იმის თაობაზე, სასარგებლოა ვეგენობა თუ არა. ხორცზე უარის თქმა, სხვა ტიპის პროდუქტებზე გაადასვლის მზადყოფნას და საკუთარ ჯანმრთელობაზე კონტროლის დაწესებას ნიშნავს. ვეგეტარიანელის მენიუ უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ამინომჟავას. მაგ., პესკეტარიანელებს ომეგა-3 მჟავების მიღებასთან დაკავშირებით, პრობლემა არა აქვთ. ოვოვეგეტარიანელები ომეგა-3-ს კვერცხიდან ღებულობენ, მაგრამ ვეგანების მდგომარეობა ამ მხრივ, უფრო რთულად არის — მათ ეს მჟავები შეუძლიათ მიიღონ იმ მცენარეებიდან, რომლებშიც ალფა-ლიპოის მჟავა არის (სოიოს პროდუქტები, კაკალი, გაღიებული ხორბლის წანაზარდები). მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე ის მჟავები, რომლებიც კვერცხის და თევზის შემადგენლობაშია.
1. კალციუმი, რომლის მიღება ოვოვეგეტარიანელებს კვერცხიდან შეუძლიათ, ვეგენებს შეუძლიათ ჩირიდან, კომბოსტოდან, სოიოდან მიიღონ. მაგრამ, ეს ხან არასაკმარისია და იმისთვის, რომ კალციუმის ათვისება სრულად მოხდეს, დამატებით სასურველია D ვიტამინის მიღება. 2. თევზის ქონი და ყველაფერი რაც მასთან არის კავშირში, აუცილებლად უნდა მიიღოს ყველა ვეგეტარიანელმა. ამიტომ, საჭიროა ALA, EPA, DHA, DPA და ომეგა-3-ს შემცველობის საკვები დანამატების მიღება. 3. ვიტამინი В12 მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში გვხვდება, ამიტომ ვეგანებისთვის აუცილებელია ამ ვიტამინით ხელოვნურად გამდიდრებული სოიოს რძით გაკეთებული პროდუქტები მოხმარება. ახლა კი ამ თემის ყველაზე მწვავე საკითხზე: შეუძლიათ თუ არა, ბავშვებს და ფეხმძიმე ქალებს იყვნენ ვეგეტარიანელები? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის კვება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის შეიძლება, ვისაც პასუხისმგებლობის აღება შეუძლია საკუთარ ორგანიზმზე. ანუ ბავშვი თუ ვეგეტარიანელია, მისი კვების რაციონი მშობელმა უნდა გააკონტროლოს. რაც შეეხებათ მომავალ დედას, ვეგეტარიანელობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შეატყობინოს ფეხმძიმობის მსვლელობაზე მეთვალყურე ექიმს და ის დაუნიშნავს საჭირო პრეპარატებს. ამდენად, ვეგეტარიანელობა სახიფათო არ არის ორგანიზმისთვის, თუ ადამიანი სწორად შეადგენს კვების რაციონს და შეარჩევს საკვებ პროდუქტებს. 608 6-ს მოსწონს
|