x
image
ლანა92
"ბედნიერება, ოქროსაგან განსხვავებით, შეიძლება, შეიქმნას ყველასათვის" - რომელია ყველაზე ბედნიერი ქვეყნები
image


გლობალური რეიტინგი ბედნიერების ხარისხის შესახებ განისაზღვრება 156 ქვეყნის მონაცემის მიხედვით. გაერო უკვე თითქმის 10 წელია, რაც გვთავაზობს კვლევის შედეგებს "ანგარიში მსოფლიო ბედნიერების შესახებ". ყოველწლიური ანგარიში გამოკვეთს იმას, თუ რომელი ქვეყნები არიან განსაკუთრებით ბედნიერნი და რატომ. გაერო ანგარიშს აქვეყნებს ყოველი წლის 20 მარტს, როცა ორგანიზაცია აღნიშნავს მსოფლიო ბედნიერების დღეს. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს სთხოვენ, კვლევის ფარგლებში, შეაფასონ თავიანთი ცხოვრება 0-დან 10 ბალამდე.

წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ყოველთვის მაღალ შედეგს აჩვენებენ 6 კრიტერიუმის საფუძველზე:

1.შემოსავალი (მშპ ერთ სულ მოსახლეზე);


2.სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა;

3.სოციალური მხარდაჭერა;

4.თავისუფლება;

5. ხელისუფლებისადმი ნდობა (კორუფციის არარსებობა);

6. გულუხვობა.

ეს ფაქტორები ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობასა და ბედნიერების შეგრძნებას.


მაშ, ასე მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი 10 ქვეყანაა:


1.ფინლანდია (7.632)


2. ნორვეგია (7.594)


3. დანია (7.555)


4.ისლანდია (7.495)


5.შვეიცარია (7.487)


6.ნიდერლანდები/ჰოლანდია (7.441)


7.კანადა (7.328)


8.ახალი ზელანდია (7.324)


9.შვეცია (7.314)


10.ავსტრალია (7. 272)




ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი ჯონ ჰელიველი, გაეროს კვლევის თანაავტორი ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ რეიტინგის დადგენისას, ასევე, გათვალისწინებულია ემიგრანტთა ბედნიერების ხარისხიც:

"მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნებში, ასევე, ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერი ემიგრანტები მსოფლიოში".

"ბედნიერება, ოქროსაგან განსხვავებით, შეიძლება, შეიქმნას ყველასათვის და შეიძლება გაზიარდეს".



0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0