x
image
ღიმილიანი
7 სახალისო და საინტერესო ფაქტი შობის შესახებ

შობა მრავალი ქვეყნის ტრადიციული დღესასწაულია და სწორედ ამ დღეს უკავშირდება ბევრი სასაცილო ფაქტი. მაგალითად, იცით, რატომ აქვს რუდოლფს წითელი ცხვირი ან როგორ ახანგრძლივებს სანტა დროს, იმისათვის, რომ საჩუქრების დარიგება მოასწროს?


მაშ ასე, წარმოგიდგენთ 7 საინტერესო და სახალისო ფაქტს მთელი მსოფლიოდან:


1. რუდოლფის წითელი ცხვირი, ალბათ, მისი რესპირატორული სისტემის პარაზიტული ინფექციის შედეგია. წიგნის "საშობაო ფიზიკა: ირემის აეროდინამიკიდან თურქეთის თერმოდინამიკამდე" ავტორი - როჯერ ჰაიფილდის თქმით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ირემს ინფექციის გამო აქვს წითელი ცხვირი. ამასთან, რუდოლფის ურთიერთობა მის პარაზიტთან არის სიმბიოტიკური: ყოველივე ამის შემდეგ, წითელი ცხვირი მას უნათებს გზას ზამთრის ბნელ ღამეში დანარჩენი ირემების მთელი გუნდისთვის.


image



2. ნიდერლანდებში სინტერკლაასი (სანტა კლაუსის ჰოლანდიური ვერსია) ჩამოდის ესპანეთიდან და არა ჩრდილოეთ პოლუსიდან. ეს არ არის ერთადერთი უცნაური რამ ნიდერლანდების შობასთან დაკავშირებით. სინტერკლასს თავისი პატარა დამხმარეები ჰყავს, მაგრამ ისინი მშვენიერი შრომისმოყვარე ელფები კი არა, შავგვრემანი ბიჭები და გოგონები არიან, მათ შეუძლიათ მოიპარონ ბავშვები, თუ ცუდად იქცევიან და წაიყვანონ ესპანეთში. ჰოლანდიელების აზრით, ეს მძიმე სასჯელია. image

3. გერმანიაში, პოლონეთსა და უკრაინაში, ნაძვის ხეზე ობობის ან ობობის ქსელის პოვნა ითვლება წარმატების მაუწყებლად. ერთი ლეგენდის თანახმად, ობობამ ჩვილ იესოს საბანი მოუქსოვა თავისი ქსელით, ხოლო მეორე ლეგენდის მიხედვით - ნაძვის ხეზე ობობის ქსელი ვერცხლად და ოქროდ გადაიქცა, მას შემდეგ რაც მას დილით მზის შუქი დაეცა. ნაძვის ხის ხელოვნური ობობებით და ობობის ქსელებით გაფორმება ამ ქვეყნებში წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანად ითვლება.


image


4. სანტა რეზინასავით წელავს დროს, რათა ყველა საჩუქარი ერთ ღამეში დაარიგოს. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში 2, 106 მილიონი 18 წლამდე ბავშვია. თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეულ ოჯახს საშუალოდ 2.5 შვილი ჰყავს, სანტას შობის ღამეს 842 მილიონი გაჩერების გაკეთება მოუწევს, 221 მილიონი მილის გავლით. სხვადასხვა დროის სარტყელის გათვალისწინებით, სანტას 36 საათი აქვს საჩუქრის დასარიგებლად, ამიტომ მისი საშუალო სიჩქარე წამში დაახლოებით 650 მილი იქნება.


image


5. როცა შობამდე ორი კვირაა დარჩენილი, წყვილების დაშორობის ყველაზე პოპულარული დროა. წელიწადში ასეთი სულ ორი პერიოდი არსებობს. ფეისბუქის სტატუსების გაანალიზებული მონაცემების თანახმად, წყვილები უფრო ხშირად წყვეტენ ურთიერთობას შობამდე ორი კვირით ადრე და ვალენტინობის დღიდან ორი კვირის შემდეგ, საგაზაფხულო შესვენების დროს.


image



6. პირველი ხელოვნური ნაძვის ხე საერთოდ არ იყო ხე. იგი შეიქმნა ბატის ბუმბულისგან, რომელიც მწვანედ იყო შეღებილი.




image


7. გერმანიაში შობის ღამეს ამბობენ, რომ ეს არის ჯადოსნური დრო, როდესაც გულწრფელ ადამიანებს ცხოველების საუბარი ესმით.




თქვენ რას დაამატებდით? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!




0
51
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0