საქართველო "ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი."- განაცხადა კახა კალაძემ. 2020, 16 დეკემბერი, 18:23 მოგეხსენებათ გუშინ, აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ კი იქ არსებული მიწის ნაკვეთების დემონტაჟზე, სადაც მოსახლეობას, რომელთაც არ ჰქონდათ კანონიერად შეძენილი მიწები, აშენებდნენ სახლებს და სხვა სათავსოებს, რომელთა დანგრევის განკარგულებაც გასცა ქალაქის მერიამ, კახა კალაძის ბრძანებით. შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე 2017 წლიდან თბილისის მერია. მისმა ამ განკარგულებამ რა თქმა უნდა გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება. ჟურნალისტების მიერ გავრცელდა გუშინდელი დღიდან უამრავი კადრი, სადაც შემთხვევით ობიექტში მოხვდნენ მამა-შვილი, რომელთათვისაც რეალურად ბინა არ წაურთმევიათ.ისინი იქ გავლით იყვნენ როგორც შემდგომში გაირკვა. საზოგადოების უმრავლესობას დიდი პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ, კონკრეტული ფოტოს გამოჩენის შემდეგ, მედია სივრცესა და სოციალურ ქსელებში. ამ კონკრეტულ ფოტოს იხილავთ ქვემოთ, თუმცა მანამდე უნდა ითქვას, რომ კახა კალაძემ არ დააყოვნა და გუშინ საღამოს გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ"ფეისბუქ" გვერდზე სტატუსი, სადაც იგი წერს, რომ ბინას ჩუქნის ამ პიროვნებებს, რომლებიც ფოტოზე არიან ძალიან ნაღვლიანი სახით გამოსახულნი. რა დაწერა "ფეისბუქ" გვერდზე კალაძემ ამასაც იხილავთ ქვემოთ:
"ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო, მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება, როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო... მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.
მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობდნენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.
ასეთი ადამიანების რა გითხრათ სხვა? - ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს, ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი 6 შვილს ზრდის. გმირი მამაა ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის. ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი." 97 1-ს მოსწონს
|