ქალი და მამაკაცი როგორ გახდა ჩინელი ლტოლვილების ქალიშვილი ამერიკელი მილიარდერის მარკ ცუკერბერგის მეუღლე 2020, 11 დეკემბერი, 14:36 როცა 2012 წელს სოციალურ ქსელ "Facebook"-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი დაქორწინდნენ, ყველა გაკვირვებული დარჩა. საზოგადოებას ვერ გაეგო, თუ რა ჰქონდა საერთო ამერიკელ მილიარდერსა და ჩინელი ემიგრანტების შვილს-ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ გოგონას. მათ აკრიტიკებდნენ, წერდნენ, რომ ეს იყო აბსოლუტურად შეუფერებული წყვილი და მათი ქორწინება მალე დასრულდებოდა კრახით, თუმცა სკეპტიკოსების წინასწარმეტყველება არ გამართლდა - აგერ უკვე 8 წელია მარკი და პრისცილა ბედნიერ თანაცხოვრებას ეწევიან და არაფრად აგდებენ მათ ზურგს უკან მოარულ, დამცინავ ჭორებს.
პრისცილა-შვილია ჩინელი ემიგრანტებისა, რომლებიც დღე და ღამე მუშაობდნენ, რათა მათი ქალიშვილისათვის აეხდინათ ამერიკული ოცნება. თავი მხრივ პრისცილაც არ იშურებდა ძალ-ღონეს, რომ კარგად ესწავლა და ჰარვარდის უნივერსიტეტში მოხვედრილიყო, სადაც ის ბიოლოგიას ეუფლებოდა. სწორედ ჰარვარდში სწავლისას გაიცნო მან მარკ ცუკერბერგი. ჰარვარდის დამთავრების შემდეგ პრისცილამ ცოტა ხანს მასწავლებლად იმუშავა, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ მისი მოწოდება ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო და კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც ბრწყინვალე მოსწრებით დააამთავრა და ცოტა ხანს სან- ფრანცისკოს საავადმყოფოში მუშაობდა პედიატრად. მარკმა და პრისცილამ ერთ-ერთ სტუდენტურ საღამოზე გაიცნეს ერთმანეთი. მარკს სასმელის ბოკალზე ეწერა სახალისო შარადა, რომლის გამოცნობას მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი თუ შეძლებდა. პრისცილა პროგრამირებაში ერკვეოდა, მან გამოიცნო ცუკერბერგის შარადა და გაიცინა. ამან მარკის ყურადღება მიიპყრო, ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკნენ და მიხვდნენ, რომ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. გაცნობიდან რამდენიმე ხანში მარკმა და პრისცილამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს. მიუხედავად მამაკაცის კოლოსალური შემოსავლებისა, წყვილმა არ მოაწყო მდიდრული ნადიმი და არც ძვირფასი საჩუქრების ყიდვით შეუწუხებია თავი. არც ოჯახურ ცხოვრებაში გამოირჩებიან ისინი ბევრი ხარჯებით და ძალიან მოკრძალებულ, უბრალო ცხოვრებას ეწევიან. მათ უყვართ უბრალო, იაფფასიანი ტანსაცმლის ჩაცმა და სულაც არ ჩნდებიან საზოგადოებაში დიზაინერების მიერ შექმნილი ძვირფასი კაბებითა და კოსტიუმებით. პრისცილას გრძელი და რთული გზის გავლა მოუხდა, სანამ დედობის სიხარულს ეზიარებოდა. წყვილს ძალიან უნდოდა ბავშვი, მაგრამ ქალის სამი ორსულობა ბუნებრივი აბორტით დამთავრდა, რასაც ორივენი ძალიან განიცდიდნენ. დღეს მარკი და პრისცილა ორი არაჩვეულებრივი გოგონას მშობლები არიან და თავიდან ფეხებამდე არიან ჩაფლული ბავშვების აღზრდის საქმეში. პრისცილა მუდმივად ეხმარება ქმარს მუშაობაში და დიდი წვლილი შეაქვს მისი საყვარელი პირმშოს - Facebook-ის ნორმალურად ფუნქციონირებაში. სწორედ მისი იდეაა ქსლეში შემოტანილი სიახლეების უმეტესობა, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახადონ სოციალურ ქსელში მუშაობა. პრისცილას იდეა იყო ის, რომ Facebook-ის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიუთითონ, სურთ თუ არა მათი ორგანოები გამოყენებული იქნას ტრანსპლანტაციისათვის. ერთობლივი ცხოვრების პერიოდში მარკსა და პრისცილას ბევრი პრობლემის გადალახვა მოუხდათ, რამაც ისინი კიდევ უფრო დაახლოვა და მათი ოჯახური თანაცხოვრება განამტკიცა... და ვინ დააწესა, რომ მილიარდერის მეუღლე აუცილებლად სუპერმოდელი უნდა იყოს გამორჩეული გარეგნობით? ცუკერბერგი ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ და ცხოვრების მეორე ნახევრის არჩევაში გულის კარნახით მოქმედებდა. როგორც ვხედავთ, მისი არჩევანი აბსოლუტურად სწორი აღმოჩნდა. 1819 7-ს მოსწონს
|