ქალი და მამაკაცი ჩინელმა სპორტსმენმა თანაგუნდელ გოგონას ცოლობა გამარჯვების კვარცხლბეკზე თხოვა 2016, 15 აგვისტო, 23:37 ემოციური და ამაღელვებელი ამბავი მოხდა 14 აგვისტოს რიო-დე- ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქალი სპორტსმენების დაჯილდოებისას. ჩინელმა ცინ კაიმ, რომელმაც ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში, ხელი და გული შესთავაზა თანაგუნდელ ხე ცზის უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე.
25 წლის ჩინელმა ხე ცზიმ ვერცხლის მედალი მოიპოვა სამმეტრიანი ტრამპლინიდან წყალში ხტომაში, მაგრამ იმ დღეს მხოლოდ ამ გამარჯვებით არ დასრულებულა მისი ემოციები. გოგონას ცოლად გაყოლაზე წინადადება მისცა თანაგუნდელმა ცინ კაიმ, რომელიც ახალგაზრდა ქალის შეყვარებული გახლდათ. დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე, როგორც კი გოგონა კვარცხლბეკიდან მედლით მკერდდამშვენებული ჩამოვიდა, მასთან ცინ კაი მივიდა, მუხლებზე დაეცა და ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ კი წითელი კოლოფი ამოიღო, რომელშიც ნიშნობის ბეჭედი ბრწყინავდა. ხე ცზიმ ემოციების შეკავება ვერ შეძლო და ატირდა, შემდეგ კი წარმოთქვა "კი". "მან ბევრი რამ მითხრა, ბევრ რამეს შემპირდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვენდობი"- თქვა ჟურნალისტებთან გოგონამ. ის გამოტყდა, რომ არ მოელოდა ასეთ სიურპრიზს და სასიამოვნოდ დარჩა გაოცებული ცინ კაის წინადადებით. კაიმ მას ბეჭედი გაუკეთა, შემდეგ კი აჩუქა ბროლის ლარნაკში ჩადებული წითელი ვარდი. მთელი დარბაზი მხარს უჭერდა და ამხნევებდა ახალგაზრდებს აპლოდისმენტებით, ხოლო სხვა სპორტსმენები თავიანთ საქმეს მოწყდნენ და ყურადღება შეყვარებულ წყვილზე გადაიტანეს. " ძალიან მიხარია მათ მაგივრად, "- განაცხადა ამერიკელმა მხტომელმა ები ჯონსონმა. ''ეს შესანიშნავი მომენტია წინადადების გასაკეთებლად, "- აღნიშნა ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, იტალიელმა ტანია კანოტომ. ბედნიერება და სპორტული წარმატებები ვუსურვოთ ბედნიერ წყვილს. 313 16-ს მოსწონს
|