ქალი და მამაკაცი ლილიპუტები და გოლიათები ანუ ზღაპრული წყვილები, რომლებიც რეალობაშიც არსებობენ 2015, 22 ივლისი, 15:27 ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის და გარეგნობის ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. ასე, მაგალითად: კარგ გოგონებს უყვარდებათ ცუდი ბიჭები, ხოლო ყოველმხრივ დადებითი ყმაწვილები უსაქციელო გოგონებს ირჩევენ. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა ერთმანეთთან რომანტიკულ ურთიერთობას ამყარებენ გარეგნულად სრულიად შეუფერებელი წყვილები: ლილიპუტები და გულივერები, ბრუნჰილდები და ცეროდენა-ბიჭუნები. ამ პოსტში სწორედ ასეთ წყვილებზე გვექნება საუბარი.
შაკილ ონილი და ნიკი ალექსანდერი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის ჩემპიონი შაკილ ონილი ცნობილია არამარტო თავისი მიღწევებით სპორტში, არამედ გამორჩეული გარეგნული მონაცემებითაც: 43 წლის შაკილის სიმაღლე 216 სანტიმეტრი, ხოლო წონა 147 კილოგრამია. საინტერესოა, რომ გოლიათის აღნაგობის მქონე შაკილი საოცარ ლტოლვას განიცდის მინიატურული ქალების მიმართ. ასე მაგალითად, მისი ერთ-ერთი ყოფილი შეყვარებულის - რეალითი-შოუების ვარსკვლავის ნიკი ალექსანდერის სიმაღლე სულ რაღაც 157 სანტიმეტრია. ცნობილი სპორტსმენის და სატელევიზიო დივას რომანი სამ წელიწადს გაგრძელდა, ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ვლადიმერ კლიჩკო და ჰეიდენ პანეტერი უკრაინელი მოკრივე ვლადიმერი კლიჩკო ონილზე სულ რაღაც 15 სანტიმეტრით დაბალია, მაგრამ როცა მის გვერდით მისი შეყვარებული-ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჰეიდენ პანეტერია, სპორტსმენი ნამდვილი გულივერივით გამოიყურება. კლიჩკოსა და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალტანიანი მსახიობის სიმაღლეებს შორის სხვაობა 43 სანტიმეტრია, ამასთან ვლადიმერი 13 წლით უფროსია ქალზე. წყვილი უკვე ექვსი წელია ხვდება ერთმანეთს. გასულ წელს მათ გამოაცხადეს, რომ მალე დაქორწინდებოდნენ, თუმცა მოულოდნელად შეცვალეს გადაწყვეტილება და ქორწილი გაურკვეველი დროით გადადეს. 2014 წლის დეკემბერში ჰეიდენმა კლიჩკოს ქალიშვილი გაუჩინა, გოგონას კაია-ევდოკია დაარქვეს. ნიკოლაი და გალინა ვალუევები ვლადიმერ კლიჩკოს რუსი "კოლეგა" - ყოფილი მძიმეწონოსანი მოკრივე ნიკოლაი ვალუევია. მანაც თავის ცხოვრება მინიატურულ ქალს დაუკავშირა: გალინას სიმაღლე სულ 163 სანტიმეტრია. 213 - სანტიმეტრიანი ვალუევის გვერდით, რომელსაც ხშირად რუს გიგანტს ეძახიან, გალინა ნამდვილი ცეროდენაა. თუმცა ამ სურათის მიხედვით ეს ისედაც ნათელია. უილიამ ჯაველი და სელინა სვიფტი არანაკლებ გროტესკულად გამოიყურება შემდეგი წყვილი: ბრიტანელი სტუდენტები უილიამ ჯეველი და სელინა სვიფტი. ჭაბუკის სიმაღლე 213 სანტიმეტრია, ხოლო მისი რჩეული გოგონასი - 152 სანტიმეტრი. უილიამი ბავშვობიდან კალათბურთში ვარჯიშობს. მისი სიტყვით, ერთადერთი პრობლემა, რასაც ის აწყდება მისი სიმაღლის გამო - ტანსაცმლის ყიდვაა. ბიჭი იძულებულია მკერავს შეუკვეთოს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რადგან მაღაზიებში მისი სარგო სამოსი უბრალოდ არაა. "როცა ჩვენ ერთად მივდივართ ქუჩაში, ადამიანები ჩერდებიან და გვიყურებენ. მათი რეაქცია აბსოლუტურად გასაგებია", - ამბობს სელინა. ელისანი სილვა და ფრანსინალდო კარვალიო აი ამ წყვილში კი ძალები, უფრო სწორად, სანტიმეტრები, საწინააღმდეგოდ გადანაწილდა. მსოფლიოში ყველაზე მაღალმა გოგონამ ელისანი სილვამ 200 სანტიმეტრიან ნიშნულს ჯერ კიდევ მაშინ გაუსწრო, როცა 14 წლის იყო.. ამჟამად 19 წლის გოგონა 203 სანტიმეტრია და ის ჯერ კიდევ აგრძელებს ზრდას. სილვას შეყვარებული-ფრანსინალდო კარვალიო მასზე 41 სანტიმეტრით დაბალია. ამ გარეგნულმა სხვაობამ სულაც არ შეუშალა ხელი ჭაბუკს, რომ ელისანისათვის ცოლობა ეთხოვა. გოგონაც სიხარულით დათანხმდა წინადადებას. დერეკ უილბი და არი კუპერი ზუსტად მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა პანკ-ჯგუფის Sum 41 ფრონტმენი დერეკ უილბი მიუხედავად იმისა, რომ მისი რჩეული, მოდელი არიანა კუპერი, რომელსაც დერეკი ავრილ ლავინთან დაშორების მერე ხვდება, ისეთი მაღალი არაა, როგორც ბრაზილიელი სილვა. გოგონა 185 სანტიმეტრია, ეს კი მოდელისათვის სულაც არაა უსაშველო სიმაღლე, თუ არ გავთვალისწინებთ იმას, რომ მისი რჩეული დერეკ უიბლი სულ რაღაც 163 სანტიმეტრია. ვიზუალური ეფექტი აქაც საკმაოდ შთამბეჭდავია. სულთან კოსენი და მერვე დიდო 2009 წლის მონაცემებით თურქი ფერმერი სულთან კოსენი მიჩნეული იქნა მსოფლიოს ყველაზე მაღალ მამაკაცად. მისი სიმაღლე 251 სანტიმეტრია. სულთანის თქმით, მას მუდამ ჰქონდა პრობლემები გოგონებთან დაკავშირებით. "მეგობრის პოვნა იოლი არა იყო, - ყველას ეშინოდა ჩემი. მაგრამ ახლა, როცა ცნობილი გავხდი, იმედია, ვიპოვი ჩემი ოცნების ქალს", - განაცხადა კოსენმა გინესის წიგნის რეკორდსმენად აღიარების დროს. ოთხი წლის შემდეგ სულთანის ოცნება ახდა – ის შეხვდა თავის სიყვარულს და დაქორწინდა. თურქი გულივერის რჩეული სირიული წარმოშობის გოგონა მერვე დიდო გახდა. ის მამაკაცზე 10 წლით უმცროსია. გოგონას სიტყვებით მსოფლიოს ყველაზე მაღალი მამაკაცი მისი ოცნების მამაკაცია, რომელსაც ის სულ ეძებდა. "მე ვიპოვე ჩემი სიყვარული და დიდი იმედი მაქვს, რომ ბედნიერები ვიქნებით", – განაცხადა მერვემ საქორწინო ცერემონიის დროს. 3335 12-ს მოსწონს
|